არქივი

მუსიკა და ფსიქოლოგია

ადოლფ ჰიტლერი

მუსიკას, თქვენ წარმოიდგინეთ, ძალიან დიდი წარსული აქვს, მაგრამ, რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, „მუსიკის თეორია“ პითაგორას ეკუთვნის. იგი მუსიკალურ ინტერვალებს შეისწავლიდა და სახელი დაარქვა ოქტავას, კვარტას, კვინტას და სხვ. მისი საქმე ანაქსაგორასმა, შემდეგ კი ბოუთიასმა გააგრძელა.

 

ძალიან დიდი ხნის განმავლობაში „სწავლობდნენ“ ადამიანები მუსიკას და მის გამოყენებას. ადრე თუ გვიან მიხვდნენ, რომ მუსიკა მოქმედებს ადამიანზე და ეს მოქმედება დადებითი იქნება თუ უარყოფითი მუსიკის სტილზეა დამოკიდებული.
ადოლფ ჰიტლერი

ჩვენ, ქართველებს მუსიკის მდიდარი კოლექცია გვაქვს. საქართველოში ნებისმიერ საქმეს ჰქონდა თავისი მუსიკალური აკომპანიმენტი. როგორც გამოკვლევების შედეგად დამტკიცდა, მუსიკა საქმიანობის მიხედვით აღძრავდა ადამიანებში შესაფერის ემოციებს. მაგალითად, იყო საბრძოლო სიმღერა, შრომის, ქორწილის, ბავშვის დაბადების, ორცხობილის გამოცხობის და სხვ. თითოეულ მათგანს შეეძლო ადამიანები ფსიქოლოგიურად შეემზადებინა ამა თუ იმ საქმიანობისთვის.

აღსანიშნავია, რომ მუსიკის დიადი მნიშვნელობა მხოლოდ ქართველებმა არ გავითავისეთ. ყველა ერშია ფოლკლორი, ფსიქოლოგიური მუსიკის სათავე. შემდეგ განვითარდა და სხვადასხვა ჟანრებს „შეერია“.

ძირითადი კავშირი ადამიანის ფსიქიკასა და მუსიკას შორის ალბათ მე-20 საუკუნეში გამოიკვეთა. მაგალითად, ფაშისტურ გერმანიაში, ხალხს ისეთ მარშს ასმენინებდნენ, რომელიც მათ აღაგზნებდა და ჰიტლერის გამოსვლებს ე.წ. დაჰიპნოზებულნი ხვდებოდნენ. ჰიპნოზის დროს კი ადამიანის მართვა, მოგეხსენებათ, ძალიან ადვილია.

დამტკიცებულია, რომ ბავშვის აღზრდაშიც დიდ როლს თამაშობს მუსიკა. ხელს უწყობს სწორი, ან არასწორი ფსიქიკის ჩამოყალიბებას, რაც შემდეგ ასაკთან ერთად ვლინდება ხოლმე. იმ ახალგაზრდების ცხოვრება, რომლებიც აქტიურად უსმენენ „Rap“-ს და „Heavy Metal“-ს ბევრად უფრო მოუწესრიგებელია, სხვა თანატოლებთან შედარებით. ასეთი მოზარდები არიან აგრესიულები, იქცევიან გამომწვევად და მათი წარმატებები  სკოლაში სულაც არ  არის სანიმუშო.

გასული საუკუნის 60-იან წლებში, მუსიკაში ცალკე ჟანრად დამკვიდრდა ფსიქოდელიური მუსიკა. დამახასიათებელი ნიშნები იყო გამომწვევი ჩაცმულობა, ინსტრუმენტების „იდუმალი“ ჟღერადობა და ტექსტები, რომლებიც „მართავდნენ“ ადამიანების, მსმენელების, ფსიქიკას. ყოფილა შემთხვევები, როდესაც მუსიკის გამო, ხალხი ერთმანეთს ხოცავდა.
კლასიკური ფსიქოდელია

დღეს მუსიკას სამკურნალოდაც იყენებენ. მაგ: საფრანგეთში ერთ-ერთი პროფესორი  ფსიქიკურად დაავადებულ ხალხს ქართული ხალხური სიმღერებით კურნავს.

[email protected]

bla bla bla

მსგავსი ამბები

Back to top button