არქივი

რა შეიძლება გახდეს განქორწინების მიზეზი?

fca903ef7560

თქვენი აზრით, რა შეიძლება იყოს განქორწინების მიზეზი? უსიყვარულობა, ძალადობა და კიდევ სხვა მრავალი, რაც ცოლსა და ქმარს შორის შეიძლება წარმოიშვას და პრობლემად იქცეს. თუმცა არსებობენ განსაკუთრებული ადამიანები განსაკუთრებული მოთხოვნებით და პრეტენზიებით. და ჩვენ კი ვღებულობთ განქორწინების საოცარ მიზეზებს.

დაქორწინდნენ განქორწინებიდან 57 წლის შემდეგ

c74044959105

ლესლი ჰაპერი (93 წლის) და ელსი (90 წლის) დაქორწინდნენ. პირველად, ისინი შორეულ 1941 წელს დაქორწინდნენ, როცა ისინი იყვნენ ახალგაზრდები და თავქარიანები. რამდენიმე წლის შემდეგ ისინი გარქონწინდნენ. წყვილს შვილი არ ყავდა, ამიტომ ორივემ მალე იპოვა მორიგი მეწყვილე. თუმცა დრო გადიოდა და მათი მეუღლეები გარდაიცვალნენ. და 2004 წელს წყვილი თავიდან შეხვდა ერთმანეთს. მათ გადაწყვიტეს, რომ ერთად კარგად იყვნენ და მათთვის მოსახერხებელი და მარტივი იქნებოდა ეცხოვრათ ერთად სიცოცხლის ბოლომდე.

განქორწინება იმის გამო, რომ იძულებულია ყოველ დღე ჭამოს ტორტი

ჩენ-იუო, 31 წლის პეკინის მაცხოვრებელია. იგი ემუქრება ცოლს ტიან-მეის განქორწინებით, თუ იგი არ შეწყვეტს ყოველ დღე ტორტის ცხობას.

განქორწინება იმის გამო, რომ დედამთილმა ახლადდაქორწინებულები თაფლობის თვის გასატარებლად წაიყვანა

d2435407d377

მარიანამ, იტალიაში მცხოვრებმა ახალგაზრდამ, სასამართლოში შეიტანა განცხადება განქორწინების თაობაზე მოგზაურობოს დასრულების შემდეგ. ახალგაზრდები იყვნენ საფრანგეთში, სადაც გაატარეს თაფლობის თვე დედამთილთან ერთად.

დედამთილი მათთან ერთად ჩაჯდა თვითმფრინავში და მთელ დროს მათთან ერთად ატარებდა საფრანგეთში. ეს კი, რა თქმა უნდა, არ მოეწონებოდა არც ერთ პატარძალს.

განქორწინება გაბრაზების ჟამს

ქაიროს ერთ-ერთი მცხოვრებლის ცოლი დიდი ხნის მანძილზე არ პასუხობდა ზარებს, არ იღებდა ყურმილს. და მან დაიწყო სმს-ების დაგზავნა ტექსტით: “მე შენ გშორდები”. მაგრამ მას დაავიწყდა ისლამის კანონი. რადგან მან ეს ფრაზა სამჯერ გაიმეორა, ვალდებული იყო შეესრულებინა კიდეც იგი.
ოჯახში რთული სიტუაციაა. ისლამის კანონის დარღვევა არ შეიძლება და ამიტომ ისინი ვალდებულნი არიან განქორწინდნენ. ქმარი კონსულტაციებს გადის სასულიერო პირებთან, აქვს თუ არა სმს-ს ისეთივე ძალა, რაც სიტყვას. ჯერჯერობით არაფერია გადაწყვეტილი.

ის ძალიან ახალგაზრდა სულია ჩემთვის

0905cd1708a1

ზუსტად ამ სიტყვებით ახსნა 22 წლის ქერა კრისტინ გეორგიიმ საკუთარი განქორწინების მიზეზი 84 წლის მაგნატთან, ჯო ჰარდთან.

ყველას მოეხსენება, რომ ახალგაზრდა გოგონები მაგნატებს მიჰყვებიან ცოლად მხოლოდ ანგარების გამო. მაგრამ აქ მოხდა უცნაური რამ. ჯო აღმოჩნდა იმდენად მხიარული და ენერგიით აღსავსე, რომ კრისტინმა ვეღარ გაუძლო. განქორწინების შემდეგ მას ცოტა თანხა ერგება, გაცილებით ცოტა, ვიდრე იმ შემთხვევაში, თუ განქორწინებას მოითხოვდა ჯო.

ქალს სურს განქორწინება, რადგან მისი მეუღლე თეთრეულს არ ატარებს

24 წლის რუმინელმა ემეშ ნადიმ განქორწინება მოითხოვა იმის გამო, რომ მისი ქმარი დადიოდა ტრუსების გარეშე. ქორწილამდე ქალმა არ იცოდა ამის შესახებ, თუმცა ქორწილის შემდეგ ყველაფერი გაიგო. ქმარი კი ამას მარტივად ხსნის:”ასე კომფორტულად ვარ”. თანაც, მას სულაც არ სურს განქორწინება.

განქორწინება მავნე ჩვევების გამო

ერთმა ნიგერიელმა ქალმა განქორწინება მოინგომა იმის გამო, რომ მისი ქმარი არ დადის ტუალეტში. იგი საკუთარ ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებებს იკმაყოფილებს ყველგან, სადაც მოუხერხდება: ყვავილების ქოთნებში, ქვაბებში, თეფშებზე და ა.შ.

ცოლს ხშირად უნდა სექსი

თურქი დაქორწინდა გერმანელზე, თუმცა არ ელოდა, რომ ცოლი ასეთი ტემპერამენტიანი იქნებოდა. იგი ხშირად აკითხავდა პოლიციას საჩირვით, რომ ცოლი ძალას ხმარობდა.
მისი ცოლი 18 წლისაა და როგორც ყველა ამ ასაკში, იგი ძლიერაა აღგზნებული და ქმრისგან ითხოვს რეგულარულ სექსს. მისგან რომ თავი დაეცვა, ქმარს სასტუმრო ოთახში ძინავს დივანზე. იგი გამუდმებით ითხოვს პოლიციისგან დახმარებას, თუმცა განქორწინებას არ აძლევენ.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button