საკითხავისასარგებლოუკატეგორიო

იოგა – ინდური კულტურის ცნება

445cfe572b09

იოგა (სანსკ.योग) — ინდური კულტურის ცნება, ფართო გაგებით აღნიშნავს სულიერი და ფიზიკური პრაქტიკის, სავარჯიშოების ერთობლიობას, რომლებიც ინდუიზმისა და ბუდიზმის სხვადასხვა მიმდინარეობებში ჩამოყალიბდა. იოგური ასკეტიზმის პირველადი მიზანია პიროვნების თვითრეალიზაცია, ხოლო საბოლოო მიზნად თეოზისი (ბერძ.განღმრთობა) უნდა ჩაითვალოს. ინდუიზმის სწავლების მიხედვით, კაცის სხეული იდეალურია უმაღლესი გასხივოსნების მისაღწევად. ოდესმე ღმერთებსაც ადამიანებად დაბადება მოუწევთ, რათა კვლავ განწმინდონ თავიანთი კარმა. ხოლო იოგა ყველაზე ეფექტური და უმძლავრესი მეთოდია უმაღლესი გასხივოსნების გზაზე. მიწევნილებაში მდგარი იოგინი სანახევროდღაა ადამიანი. მისი ონტოლოგიური სტატუსი მთლიანად იცვლება. ის კასტებისა და კარმას მიღმა მდგარი ზეარსებაა, რომელსაც ღმერთებიც თაყვანსსცემენ და პატივს მიაგებენ. ახალი დროის ერთ-ერთი უდიდესი ინდოელი მოძღვრის, ვივეკანანდას განმარტებით, ადამიანის სახეობისათვის დამახასიათებელია არა მხოლოდ ცნობიერება და ქვეცნობიერება, არამედ ზეცნობიერება. ეს ის მდგომარეობაა, რომლის წიაღიდან წინასწარმერტყველნი ღვთის სახელით წინასწარმეტყველებდნენ, ხოლო წმინდანნი სასწაულებს აღასრულებდნენ. იოგას ათასწლოვანი მოძღვრება იმ ცოდნას ინახავს, რომელიც ზეცნობიერების კარს ხსნის. ეს არის გასხივოსნების მეთოდი, სწავლება ჩვეულებრიობის, რუტინული ყოფნის საზღვრის გადალახვის შესახებ.

8d3a9193bf5c

ოგა ინდოეთის სულიერი გამოცდილების ერთ-ერთი უძველესი და ღრმა მოვლენაა. შეიძლება ითქვას, იოგას ანალოგი არ მოეპოვება სხვა ხალხთა შორის. უძველეს არიელთა ეს ბრწყინვალე დანატოვარი ისეთივე ძველია, როგორც მთლიანად ვედური კულტურა. არსებობს ინდური კულტურის დათარიღების ორი განსხვავებული ტრადიცია: ერთია დასავლური სამეცნიერო ძიების შედეგად დადგენილი, ხოლო მეორეა თვით ინდური გადმოცემა, ადგილობრივი ტრადიცია, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მოძღვარიდან შეგირდს უცვლელად გადაეცემოდა (სანსკ. ”პარამპარა” მოძღვარ-შეგირდობის უწყვეტობას აღნიშნავს). აქ ჯერ მხოლოდ ევროპული დათარიღების შესახებ ვთქვათ.

უკვე ძვ.წ.აღ.700 წლის ადრეული უპანიშადები მოიხსენიებს იოგას და მას აზრის(სანსკ.ჩიტა) კონცენტრირების (სანსკ. დჰარანა) საშუალებად განიხილავს. ძვ.წ.აღ. 400 წლის პერიოდის უპანიშადები ბევრად უფრო დაწვრილებით ეხება იოგას მნიშვნელობას. ძვ.წ.აღ. 300 წლის დიადი ეპოსი, მაჰაბჰარატა კი იოგას განხილვასა და გადმოცემას გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებს. მაჰაბჰარატას ერთ-ერთი მარგალიტია ბჰაგავატგიტა. ეპოსის ეს ნაწილი მთლიანად იოგას სახელმძღვანელოდ შეგვიძლია ჩავთვალოთ. სიუჟეტი ეფუძნება ნათელმხილველ სანჯაიას მონათხრობს, რომელიც მეფე დრითარაშთრას ბრძოლის ველზე უამბობს, თუ როგორ განსწავლა უფალმა კრშნამ ომის წინ გულდაძაბუნებული არჯუნა,ბჰარატების გვარის უდიდესი გმირი. აქ იოგა ასკეზას უახლოვდება (ბერძ. განსწავლა, აქედან ”ასკეტიკა”) და მსმენელის სულიერ ამაღლებას ისახავს მიზნად. ბჰაგავატგიტაში ”იოგა” ძალზე ფართო და ზოგადი მნიშვნელობის მქონეა. აქ ვერ შეხვდებით კლასიკური იოგას სისტემის ან ვთქვათ ასანების(იოგური პოზების) ჩამონათვალს. უფალი კრიშნას შეგონება შემმეცნებელის(ამ შემთხვევაში, არჯუნას) წინაშე სამყაროსთან და ღმერთთან მიმართების სხვადასხვა ასპექტს წარმოაჩენს. ბჰაგავატგიტას თავები ესევეა დასათაურებული: მოქმედების, ანუ კარმა-იოგა,მოქმედებისაგან განდგომის იოგა,მეფური საიდუმლოს იოგა,ძალთგამოვლინების იოგა და სხვა(”ბჰაგავატგიტას” პირველი თარგმანი ქართულ ენაზე თამაზ ჩხენკელს ეკუთვნის. 1963 წლის ქართულ თარგმანს საფუძვლად დაედო 1956 წ. ბორის სმირნოვის მიერ უშუალოდ სანსკრიტიდან თარგნილი აკადემიური გამოცემა)

კლასიკური იოგას სისტემატიზატორად დაახლოებით ძვ.წ.აღ. მე-2 ან მე-4 საკუნის მოღვაწე პატანჯალი ითვლება. მისი ნაშრომი ”იოგა-სუტრა” იოგის ყველა ძირითად ასპექტს ეხება. ”იოგა-სუტრა” ოთხი ნაწილისა (”იოგას სულიერი მნიშვნელობა”, ”იოგა და იოგაში წვრთნა”,”იოგურ ძალთა შესახებ”, ”თავისუფლება”) და 193 სუტრასაგან შედგება. პატანჯალი მეორე სუტრაშივე განმარტავს იოგას რაობას. მისი თქმით, იოგა არის ”ჩვენს გონებაში წარმოქმნილ აზრთა ტალღების მართვის საშუალება”(”იოგა სუტრის” ქართული თარგმანი ქართველ ინდოლოგს, ნიკოლოზ კენჭოშვილს ეკუთვნის). ის ასევე მიუთითებს, რომ იოგას მიმდევარი ”თავისი ჭეშმარიტი ბუნების(პურუშას) ერთგული ხდება”(მესამე სუტრა). ”იოგა სuტრაში” იოგა გადმოცე,ულია, როგორც ინდუიზმის ერთ-ერთი დარშანა.ამ უკანასკნელს, მოგვიანებით რაჯა-იოგა ეწოდა, რათა განსხვავებულყო შემდგომში ჩამოყალიბებულ იოგას სკოლათაგან.

9cdcf6d8fe53

5b59cdc5f34c

 

წყარო ka.wikipedia.org

boy_g

i love ucnauri.com

მსგავსი ამბები

Back to top button