არქივი

პოლიტიკური ლიდერები – ნაწილი II

george washington portrait

ვაგრძელებთ პოლიტიკურ ლიდერთა მცირე ბიოგრაფიების გაცნობას, დღევანდელ პოსტში კი გავეცნოთ ამერიკის შეერთებული შტატების პირველი პრეზიდენტის – ჯორჯ ვაშინგტონის, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის – ბენჯამინ დიზრაელის, კანადის პირველი პრემიერ-მინისტრის – ჯონ ალეგზანდერ მაკდონალდის , სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის – პოლ კრუგერისა და ფიდელ კასტროს ბიოგრაფიებსა და ცხოვრებისეულ ფაქტებს.

george washington portrait

ჯორჯ ვაშინგტონიამერიკის შეერთებული შტატების პირველი პრეზიდენტი

14 წლის ასაკში სასაზღვრო მიწები აზომვაში მონაწილეობდა. ერთი წლის შემდეგ მიწისმზომლობის საკუთარი საქმე წამოიწყო, ხოლო 1752 წეკს მემკვიდრეობით ძმის მამული ერგო.

ბრიტანეთი და საფრანგეთი იმ დროს მოწინააღმდეგეები იყვნენ: ერთმანეთს ჩრდილოეთ ამერიკის კონტროლს ეცილებოდნენ, ვაშინგტონი ფრანგებს ხუთი წლის განმავლობაში ებრძოდა. გმირობებმა მთელ ვირჯინიაში გაუთქვა სახელი.

ომის შემდეგ ვაშინგტონი ფერმერი გახდა, მაგრამ თანდათანობით დაარწმუნა,რომ ამერიკულ კოლონიებს ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობისთვის უნდა ებრძოლათ. 1755 წელს, ამერიკის რევოლუციის დროს, ამერიკელთა ჯარის მხედარმთავრად დაინიშნა. ვაშინგტონის სიმტკიცე და ვაჟკაცობა ამბოხებულებს სიმხნევეს მატებდა. მათ ომი მოიგეს და 1789 წელს ამერიკის პირველ პრეზიდენტად ვაშინგტონი აირჩიეს. 1792 წელს იგი კიდევ ერთხელ აირჩიეს, მაგრამ მესამე ვადით პრეზიდენტობაზე უარი თქვა.

benjamin disreli

ბენჯამინ დიზრაელიდიდი ბრიტანეთის პრემირ-მინისტრი 1868 წელს და ხელახლა 1874-დან 1880 წლამდე

ბენჯამინ დიზრაელი ებრაულ ოჯახში დაიბადა და არც საუკეთესო სასწავლებელში უსწავლია. ასეთი მონაცემებით ვიქტორიანულ ეპოქაში მმართველ ელიტაში მოხვედრა ძალზე ძნელი იყო. ახალგაზრდობაში, შავი კულულები ჰქონდა და მყვირალა აღმოსავლურ სამოსს იცვამდა. რამდენიმე გახმაურებული რომანი დაწერა, მათ შორის, “კონინგზბი” (1844) და “სიბილა” (1846), პარლამენტის წევრი 1837 წელს გახდა, ფინანსთა მინისტრი კი რამდენჯერმე იყო, ანუ პრემიერ-მინისტრობამდე თითქმის არ დაუსვენია.

დიზრაელს სწამდა,რომ კონსერვატიული პარტიას უბრალო ხალხის ცხოვრება უნდა გაეუმჯობესებინა, მით უფრო,რომ მათ უმეტესებოას საარჩევნოდ ხმის მიცემის უფლება ჰქონდა. 1867 წელს, ფინანსთა მინისტრობისას, დდიზრაელიმ მნიშვნელოვანი სარეფორმო აქტი გამოსცა, რომლის თანახმად, ხმის მიცემის უფლება მცირე და დიდი ქალაქების მუშებსა და ხელოსნებს ეძლეოდთ. 1874-1880 წლებში, პრემიერ-მინისტრობის პერიოდში, ხელი შეუწყო სახლების კეთილმოწყობასა და ქალაქის ქუჩების სისუფთავეს.

დიზრაელს უნდოდა ბრიტანეთის იმპერიის ჯარის არნახულ აყვავებას მოსწრებოდა. ამაში მხარს დედოფალი ვიქტორიაც უჭერდა, რომელიც მას აღმერთებდა და აფასებდა. 1875 წელს ბრიტანეთი ახალგაყვანილ სუეციის არხს დაეპატრონა, რომელმაც ინდოეთამდე – ბრიტანეთის იმპერიის მნიშვნელოვან ნაწილამდე – გასასვლელი გზა ძლიერ შეამოკლა.

cirkrug1

პოლ კრუგერისამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი.

პოლ კრუგერი მშობლები სამხრეთაფრიკელი ბური ფერმერები იყვნენ. ბურები ჰოლანდიელ ახალმოსახლეთა შთამომავლები იყვნენ, რომელთაც სამხრეთ აფრიკაში ბრიტანეთის გაბოტონება არ მოსწონდათ.1835 წელს კრუგერის ოჯახი, სხვა ბურებთან ერთად, ჩრდილოეთით გადასახლდა, რათა დამოუკიდებელი ქვეყანა შეექმნათ, ხოლო ტერიტორიას,რომელზეც დასახლდნენ ტრანსვაალი დაარქვეს.

1877 წელს ბრიტანეთმა ტრანსვალიის დასაკუთრებაც გადაწყვიტა. კრუგერი, იმ დროს უკვე ანგარიშგასაწევი პოლიტიკოსი, ბურ მეამბოხეთა ჯარის გენერალი გახდა. 1833 წელს ტრანსვაალმა ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა და კრუგერი თავის პირველ პრეზიდენტად აირჩია. კრუგერმა არჩევნები შემდეგ კიდევ სამჯერ მოიგო. თუმცა, ქვეყანას წინ დიდი გამოცდა ელოდა. სამხრეთ აფრიკაში ოქრო აღმოჩნდა და მთელი მსოფლიოს ბედისმაძიებლები მოაწყდნენ. ბურებს ახალი მოსახლეები არ მოსწონდათ და კრუგერმა ყველაფერი იღონა,რომ ტრანსვაალში მათ დასახლებას წინ აღდგომოდა: უარი უთხრრა სრულ მოქალაქეობაზე, სანამ ქვეყნის ტერიტორიაზე შვიდ წელს არ დაჰყოფდნენ. ბრიტანეთმი ამ წესის წინააღმდეგი იყო და ბურების მეორე ომიც დაიწყო. ამჯერად ბურები დამარცხდნენ. კრუგერმა ევროპას მიაშურა და შვეიცარიაში გარდაიცვალა.

ჯორჯ ა. მაკდონალდიკანადის პირველი პრემიერ მინისტრი 1867-1873 და 1878-1891 წლებში

ჯონ ალეგზანდერ მაკდონალდი ხუთი წლისა იყო,როცა მისი ოჯახი შოტლანდიიდან კინგზტონში(ზემო კანადა, ახლა ონტარიოს შტატი) გადასახლდა. ათი წლისა სასკოლო პანსიონში გაგზავნეს. 15 წლისამ იურიდიულ კომპანიაში დაიწყო მუშაობა და ჯერ 21 წლისაც არ იყო, საკუთარი იურიდიული სამსახური რომ გახსნა და წარმატებული ადვოკატი გახდა. ოჯახურ ცხოვრებაში ბევრი უბედურება იწვნია: პირველი ვაჟი ჩვილობაში დაეღუპა. პირველმა ცოლმდა, იზაბელამ, ცხოვრება უმეტესად საწოლს მიჯაჭვულმა გალია. მეორე ქორწინებიდან დაბადებული ქალიშვილი ინვალიდი ჰყავდა.

მთავრობაში პირველად 1844 წელს აირჩიეს. 1865 წეკს ყოფილ მოწინააღმდეგესთან, ჯორჯ ბრაუნთან ერთად სხვა პოლიტიკოსების დარწმუნება დაიწყო,რომ ბრიტანეთის ექვვსი ჩრდილოამერკული კოლონია ერთიან სახელმწიფოდ ჩამოეყალიბებინათ. 1866 წელს ლონდონის კონფერენციას ხელმძღვანელობდა, სადაც კანადის დომინიონის შექმნა გამოაცხადა. მაკდონალდი კანადის პირველ პრემიერ-მინისტრად აირჩიეს. მისი პრემიერ-მინისტრობის დროს, კანადამ ახალი პროვინციები – მანიტობა, ბრიტანეთის კოლუმბია, პრინს-ედუარდის კუნძული – შეიმატა და ეკონომიკური ზრდა დაეტყო. მაკდონალდის თაოსნობით კანადაში რკინიგზა გაიყვანეს, განვითარდა აგრეთვე მრეწველობა.

Fidel Castro

ფიდელ კასტროკომუნისტური რევოლუციის ლიდერი კუბაში

გენერალ ბატისტას მძიმე რეჟიმის დროს, ბევრი კუბელი სიღატაკეში ცხოვრობდა. ფიდელ კასტრო იმ დაჯგუფებაში იყო, რომელმაც ბატისტას დამხობა გადაწყვიტა. შეტაკებებუ მათსა და სამთავრობო ძალებს შორის რამდენიმე წელს გაგრძელდა. დაჯგუფება სულ უფრო მეტ მომხრეს იძენდა და 1959 წელს ბატისტა ქვეყნიდან გაიქცა.

კასტრომ კუბაში ცხოვრების წესის შეცვლა დაუყოვნებლივ დაიწყო. მოახდინა უცხოური კომპანიების ნაციონალიზაცია, მაგრამ მათი უმეტესობა ამერიკული იყო და ამიტომ შეერთებულმა შტატებმა კუბასთან ყოველგვარი სავაჭრო კავშირი გაწყვიტა.

კასტრომ თვალი კომუნისტურ ქვეყნებს ჩინეთსა და სსრკ-ს მიაპყრო და ამერიკასთან ბრძოლაში დახმარება სთხოვა. 1862 წელს საბჭოთა კავშირი შეეცადა, კასტროს ნებართვით, კუბაზე ბირთვული რაკეტები განელაგებინა. რაკეტები საბჭოთა კავშირში მხოლოდ მას შემდეგ დააბრუნეს, რაც შეერთებულმა შტატებმა კუბა ბლოკადაში მოაქცია, საბჭოეთი კი აიზულა პროცესი შეეჩერებინა. ამ კრიზისმა მსოფლიოს ბირთვული ომის რეალური საშიშროება შეუქმნა.

კასტრომ ღატაკ კუბელებს ცხოვრება ბევრად გაუუმჯობესა, მაგრამ, ვისაც თავისუფლება ერჩივნა, კუბაში აღარ დაედგომებოდა და თავი ამერიკას შეაფარა. ეს საბჭოური კვალი კუბაზე დღესაც შეიმჩნევა, რისი ნათელი მაგალითიცაა ორიოდე დღის წინ დაფიქსირებული შემთხვევა, როდესაც კუბის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები კანადას სტუმრობდა, სტუმართა 3 ფეხბურთელი გუნდს ჩამოშორდა და კანადაში გაუჩინარდა, რის შემდეგადაც გუნდის მთავარმა მწვრთნელმა – ალეხანდრო გონსალესმა განაცხადა: “ისევე, როგორც ნებისმიერი სპორტის სახეობის კუბელები, ფეხბურთელებიც დაავადებულნი არიან ამერიკული ოცნებით. ეს ისეთი რთული სიტუაციაა, რომლის კომენტირებაც გამიჭირდება”

მსგავსი ამბები

Back to top button