არქივი

ჭადრაკი ბრძენთა თამაში 1/5

34edbe4796b8

ჭადრაკის ისტორია
ისტორიამ საკმაოდ ბევრი იცის მაგრამ არა ყველაფერი, ჭადრაკის წარმოშობაც სწორედ ამის დასტურია ყოველ შემთხვევაი ვინ და როდის გამოიგონა ეს გენიალური თამაში ძნელი სათქმელია. მკვლევარები სანდო წყაროებად ვერც ახალ წელთაღრიცხვის პირველი ასწლეულის ეპოსი და ლიტერატურა და ვერც შუა საუკუნეებში გავრცელებული ლეგენდები გამოდგება, თუნცა თუმცა ბრძენთა თამაშზე კაცობრიობის პირველი ცნობების მოყვანა შეიძლება.
მეფური ძღვენი და ხორბლის მარცვლები
ლეგენდა გვიამბობს ინდოეთში რაჯა სხერამმა, რომელიც მთლად კარგი მმართველი ისტორიული ცნობების მიხედვით ნამდვილად არ ყოფილა, თავისი უგუნური გადაწყვეტილებით სამფლობელო დიდ განსაცდელში ჩააგდო. ერთ დღესაც ბრძენმა ბრაჰმანმა სინამ, რომელსაც მმართველისთვის შეცდომებზე ოსტატური მინიშნება უნდოდა, გამოიგონა თამაში , რომელშიც მთავარი ფიგურა მეფეა, სხვა ფიგურების დახმარების გარეშე, წარმატებას ვერ აღწევს.
2ed8642f04fc
ჭადრაკის თამაშის სეანსმა რაჯაზე იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ ამ უკანასკნელმაც ბრძენკაცის დაჯილდოვება გადაწყვიტა. და ბრძანა სხერამმა მიართვით სინას , რასაც მოისურვებსოო. ბრძენმა სინამ ბრიყვი მმართველისთვის ჭკუის კიდევ ერთხელ სწავლება განიზრახა და ერთი შეხედვით მოკრძალებული საჩუქარი განსაზღვრული რაოდენობის ხორბლის მარცვალი ითხოვა.
ბრძენის პირობა ასეთი იყო: ებოძათ მისთვის იმდენი ხორბალი, რამდენსაც ჭადრაკის 64უჯრიან დაფაზე, პირველ უჯრაზე ერთი მარცვლის დადებით დაწყებული, ყოველ უჯრაზე მარცლების გაორმაგებული რაოდენობის განთავსებით საბოლოოდ მიიღებდნენ. სხერამი პირობას სიხარულით დათანხმდა და მაშინვე მისი შესრულება ბრძანა, რადგან იმედი ჰქონდა რომ ბრძენს იაფად გაისტუმრებდა. მაგრამ სულ რამოდენიმე წუთში გაირკვა, რომ ბრძეის მოთხოვნის შესრულება შეუძლებელი იყო. აღმოჩნდა რომ ბატონი სინასთვის გადასახდელი ხორბლის საერთო რაოდენობა 18 446 744 073 709 551 615(18 კვინტილიონ 446კვადრილიონ 744ტრილიონ 73მილიარდ 709მილიონ 551ათას მარცვალს შეადგენდა. იმის გათვალისწინებით რომ 20 ხორბის მარცვლის მოცულობა საშვალოდ 1 კუბური სანტიმეტრია ასე რომ რაჯას ბრძენისათვის 922 337 203 685 კუბური მეტრის მოცულობის ხორბალი ემართა თვალსაჩინოებისთვის კი ვთქვათ რომ ამ რაოდენობის ხორბლის მისაღებად რაჯას დედამიწის ზედაპირი ხორბლის დასათესად რვაჯერ უნდა გადაეხნა და თან ყოველ ჯერზე კარგი მოსავალი უნდა მიეღო, სხვაგვარად რომ ვთქვად ამდენი ხორბალი დედამიწის ზედაპირზე 5 სანტიმეტრის სისქის ფენად დაედებოდა
c406ddd75a30

მსგავსი ამბები

Back to top button