არქივი

ჯოკონდას იდუმალება შესაძლოა გაშიფრონ

2490e3ac280c.jpg (500×375)

მეცნიერები კეთილშობილი იტალიელი ქალის საფლავის გახსნას აპირებენ, რომელიც ლეონარდო და ვინჩის ცნობილი ტილოს მონალიზას შექმნისას სახელგანთქმულ იტალიელი ფერმწერისთვის პოზირებდა. ხელოვნების ისტორიის სპეციალისტისილვიანო ვინჩენტი ვარაუდობდობს, რომ ლიზა ჯერარდინის ნეშტის გამოკვლევით შეძლებს საბოლოოდ გასცეს პასიხი შეკითხვას,-მართლაც ის იყო თუ არა და ვინჩის მოდელისპეციალისტები ექსჰუმაციას წმინდა ურსულას მონასტრის ტერიტორიაზე მოახდენენ.
9fb0e03db6c8
მონალიზას ამოუცნობი ღიმილის საიდუმლო მეცნიერებს უკვე ხუთ ასწლეულზე მეტია ტანჯავს და აწვალებს. ,,ჩვენ შეგვიძლია ბოლო მოვუღოთ საუკუნოვან დავას და ლეონარდოს ურთიერთობას მისივე მოდელთან ნათელი მოვფინოთ”, ამბობს ვინჩენტი იტალიელ ხელოვანთმცოდნე ჯერარდინის თავის ქალის დახმარებით მისი დნმ_ის დადგენას და ამის საშვალებით საკის ნაკვთების აღდგენას სამეცნიერო ტექნოლოგიების დახმარებით გეგმავს. ვინჩენტიმ მეცნიერთა ჯგუფთან ერთად არაერთი მსგავსი ექსპერიმენტი მოაწყოდა და რამდენიმე ცნობილი მხატვრის სახე მათი ძველი ქსოვილისმასალების დახმარებით აღადგინა. თუმცა ზოგიერთი მეცნიერი ამტკიცებს, რომ ძვლების ანალიზი, რომელთა ასკი რამდენიმე ასეული ზელია, დამაჯერებლად ვერ ჩაითვლება. ამ გადაწყვეტილების მიღებამდე სილვინო ვინჩენტიმ პარიზში, ლუვრში დაცული მონალიზა დეტალურად შეისწავლა. კვლევა რამდენიმე თვეს გრძელდებოდა. ხელოვნებათმცოდნე ამტკიცებს, რომ ტილოზე ფარულისიმბოლოები აღმოაჩინა. მეცნიერი ასევე ვარაუდობს, რომ ტილოზე ერთი კონკრეტული ადამიანი შესაძლოა სულაც არ იყოს გამოსახული და ის კოლექტიურ სახეს წარმოადგენდეს. ლეონარდო და ვინჩი თავის ფერწერაში ადამიანის გარეგნობით მის შინაგან სამყაროს გამოხატავდა.

მკვლევართა მოსაზრებით, აბრეშუმით მოვაჭრე მდიდარი იტალიელის ცოლი ჯერარ დინი, შესაძლოა ადრეულ პერიოდში მხატვრის მოდელი ყოფილიყო.
bf2cd447df46.jpg (349×500)

Back to top button