ვიდეოებისაკითხავი

დიდი გიტარისტები (ნაწილი III) – ზაკ უაილდი (Zakk Wylde)

twkqy
გაგრძელებაში ზაკ უაილდის ბიოგრაფია..

mljel
ჩემმა პირველმა პოსტმა გიტარისტებზე, დიდი მოწონება ვერ დაიმსახურა, რადგან ბევრმა არასწორად მიიჩნია ის ფაქტი, რომ პირველივე პოსტი სლეშს მიეძღვნა, სამაგიეროდ მეორე პოსტი მომიწონეს და შემაქეს კიდევაც. მე მინდა, რომ ამ პოსტის წაკითხვის შემდეგ დაწეროთ ის გიტარისტი, რომელიც გსურთ, რომ შემდეგ ნაწილში იხილოთ… გიტარისტს ხმათა უმრავლესობით ავარჩევ, ოღონდ მხოლოდ ისეთი მუსიკოსები ვინც როკს და მეტალს უკრავს… მესამე პოსტს კი ვუძღვნი, უძლიერეს გიტარისტს, ოზი ოზბორნის მეგობარს და ჯგუფ “Black Label Society”-ს დამფუძნებელს, და ძლიერი ვოკალის მქონე ზაკ უაილდს.

ჯეფრი ფილიპ უაილენტი ანუ – ზაკ უაილდი, დაიბადა 1967 წლის 14 იანვარს, ნიუ-ჯერსის შტატში, ქალაქ ბეიონში. რვა წლის იყო პატარა ჯეფრი, როდესაც მშობლებმა მუსიკალურ სკოლაში შეიყვანეს. ზაკს არ მოსწონდა მშობლების ეს გადაწყვეტილება და მალევე მიატოვა სასწავლებელი. თუმცა ის მუსიკას დაუბრუნდა, როდესაც მოზარდი იყო. მისი ინსტრუმენტი კი, გიტარატა გახდა. ჯეფრიზე დიდ გავლენას ახდენდა: “AC/DC”, “Motörhead”, “Judas Priest”, “Led Zeppelin” da “Black Sabbath”. ზაკს სურდა, რომ თავისი წვლილიც შეეტანა მეტალის განვითარებაში და ჩვიდმეტი წლის ასაკში, აყალიბებს ჯგუფს სახელად “Stone Henge”. იგი საქმეს სრული სერიოზულობით მოეკიდა, და სულ მცირე ხანში ჯგუფთან ერთად, მთელი შტატი მოიარა.

როდესაც ზაკი 20 წლის იყო, გადაწყვიტა წასულიყო კასტინგზე, რომელსაც ოზი ოზბორნი აწყობდა. ზაკს მხოლოდ იმის იმედი ჰქონდა, რომ ავტოგრაფს გამოართმევდა მის კუმირს. თუმცა ყველაფერი სხვაგვარად მოხდა, ოზი აღფრთოვანებული დარჩა ზაკის ნიჭით და ჯგუფში, მთავარი გიტარისტის კანდიდატურა შესთავაზა. ერთი წლის შემდეგ, კი გამოდის ზაკის პირველი ალბომი “Ozzy Osbourne Band”-თან ერთად სახელწოდებით “No Rest for the Wicked”. ზაკმა, 27 წლის ასაკში გადაწყვიტა, რომ უფრო მეტად განვითარებულიყო, და შეკრა სამ კაციანი კოლექტივი, რომელსაც “Pride & Glory” დაარქვა. სამწუხაროდ, ჯგუფი არ იყო სათანადო სიძლიერის და მალევე დაიშალა.

3wngm

1996 წელს, როდესაც სლეშმა “Guns N’ Roses” დატოვა, ზაკს შესთავაზეს მისი ადგილი, თუმცა მან უარი განაცხადა წინადადებაზე. მას ყველაფერი ჰქონდა, რაც შეიძლებოდა მუსიკოსს ენატრა: შესანიშნავი დაკვრის ტექნიკა, ძლიერი ვოკალი. ის ნიჭიერი კომპოზიტორი იყო და შესანიშნავ სიმღერებს წერდა. ამიტომ გადაწყვიტა სოლო კარიერა წამოეწყო. მან გამოსცა თავისი პირველი სოლო ალბომი, სახელწოდებით “Book of Shadows”(1996). ამას მოყვა მეორე ალბომი “Sonic Brew”(1999). როდესაც ზაკი სოლო კარიერას მისდევდა, მას დაუკავშირდა ოზი ოზბორნი და მასთან დაბრუნება შესთავაზა. ზაკიც დათანხმდა და მსოფლიო ტურნეზე გაყვა.

მეორეს მხრივ ზაკს სურდა, თავისი ბენდი შეექმნა და ეს იდეაც განახორციელა. მან ჯგუფს “Black Label Society” უწოდა. ზაკის კოლექტივმა აქტუალურად დაიწყო მოღვაწეობა, რომელებიც ზაკისთვის კარგად ნაცნობ ჰევი-მეტალს უკრავდნენ. თუმცა, ჯგუფში ძალიან ხშირი იყო საკადრო პრობლემები. ჯგუფმა 6 წელიწადში, რვა მონაწილე გამოიცვალა, რომელთაგანაც ყველაზე დიდხანს, დრამერი, ფილ ონდიჰი გაჩერდა. სამაგიეროდ ბასისტი, თითქმოს ყოველ წელს იცვლებოდა.

2bkmh

პირველი ორი წელი ჯგუფისთვის, რთული პერიოდი იყო. გაუთავებელი გასტროლები ძალიან დამღლელი იყო. ამასთან ერთად, ზაკ უაილდი ოზი ოზბორნის კონცერტებშიც ხშირად მონაწილეობდა. გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად. ჯგუფმა ექვს წელიწადში 6 ალბომი ჩაწერა.

2001 წელს ზაკ უაილდმა სხვა საქმეც გამონახა: ის სტივენ ჰერეკის ფილმ – “Rock Star”-ში გადაიღეს, სადაც ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს.

ზაკს უკვე 16 წელია ცოლი ყავს. ის ცხოვრებაში ძალიან დიდ როლს ანიჭებს თავის ოჯახს. მისი ცოლი ბარბარანე, კი ზაკის კოლექტივის მენეჯერია. მათ ასევე ჰყავთ სამი შვილი.

ზაკ უაილდი “Zakk Wylde Les Paul Bullseye”-ით
a3eda353e308

ზაკ უაილდი “Zakk Wylde Flying V Custom with Floyd Rose”-ით
hd63h

ჩემი პოსტები:
I ნაწილი: SLASH
II ნაწილი: Van Halen

არ დაგავიწყდეთ დაწეროთ თუ ვისი ხილვა გსურთ შემდეგ ნაწილში

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close