გართობაკულტურა

გინესის რეკორდები 2013

2013 records

13 სექტემბერს გამოქვეყნდა წიგნების სამყაროში ერთ-ერთი მთავარი ბესტსელერის – გინესის რეკორდების – 57-ე გამოცემა. გთავაზობთ ახალი ჩემპიონების ყველაზე უჩვეულო (და ზოგჯერ სულელურ) რეკორდებს.
1
მსოფლიოში ყველაზე დიდი ბიცეფსები ეკუთვნის ეგვიპტელ მუსტაფა ისმაილს. მარცხენა ხელის ბიცეფსის გარშემოწერილობა დაჭიმულ მდგომარეობაში 64.77 სმ-ს შეადგენს, ნორმალურ რეჟიმში კი – 62.23 სმ-ს. მარჯვენა ხელზე ანალოგიური მაჩვენებლებია 63.5 სმ და 60.96 სმ. მონაცემების დაფიქსირება მოხდა მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ ფრანკლინში, სადაც მუსტაფა ამჟამად ცხოვრობს.

 

2
ყველაზე მძიმე სპორტსმენი ქალია სუმოისტი შარან ალექსანდერი ლონდონიდან. მისი წონა 203.21 კგ-ს შეადგენს.

 

3
პლანეტის ყველაზე ხნიერი ტანმოვარჯიშეა ჯოანა კაასი. ის 1925 წლის 20 ნოემბერს დაიბადა გერმანიაში. 86 წლის ასაკში ჯოანა ჯერ კიდევ მონაწილეობს მოყვარულ ტანმოვარჯიშეთა ჩემპიონატებში, რომლებიც საქსონიაში ტარდება.

 

4
ყველაზე მაღალი იროკეზი აქვს იაპონელ კაცუჰირო ვატანაბეს. მისი ვარცხნილობის სიგრძეა 113.5 სმ.

 

5
ყველაზე მაღალი ძაღლია გერმანული მასტიფი, სახელად ზევსი. თათებიდან მხრებამდე მისი სიმაღლე 112 სმ-ია. ცხოვრობს მიჩიგანის შტატის ქალაქ ოტსეგოში.

 

6
მსოფლიოში ყველაზე დიდი ცხენია 9 წლის ბელგიური დიდი ჯეიკი, მისი სიმაღლე 210.2 სმ-ს აღწევს. ცხოვრობს ვისკონსის შტატის ქალაქ პოინეტში, ერთ-ერთ ფერმაში.

 

7
ყველაზე პატარა ხარია 16 თვის არჩი ჩრდილოეთ ირლანდიიდან. მხრებამდე მისი სიმაღლე 76.2 სმ-ია.

 

8
ეს კი ყველაზე მაღალი ვირია, სახელად ოკლაჰომა სემი. 4 წლის ასაკში მისი სიმაღლეა 155.45 სმ.

 

9
მსოფლიოში ყველაზე მძიმე ველოსიპედი 750 კგ-ს იწონის. მისი შემქმნელია ჰოლანდიელი ვოტერ ვან დენ ბოში.

 

10
ბარბის თოჯინების ყველაზე დიდი კოლექცია აქვს გერმანელ ბეტინა დორფმანს, რომელმაც კომპანია „მიტელის” 15 000 პროდუქცია შეიძინა. მან ეს საქმიანობა 1993 წელს დაიწყო.

 

11
«Hello Kitty»-სთან დაკავშირებული ნივთების ყველაზე დიდ კოლექციას ფლობს იაპონელი ასაკო კანდა. მან მთელი სახლი გაავსო 4519 ნივთით, რომლებშიც თოჯინების გარდა შედის ტაფები, ვენტილიატორები და უნიტაზის დასადგამიც კი.

 

12
ყველაზე ახალგაზრდა პროფესიონალი დრამერია ამერიკელი ჯულიან პავონი. ის ამჟამად 8 წლისაა, ამ საქმეში კი 5 წლიდანაა ჩართული.

 

13
დასარტყამი ინსტრუმენტების ყველაზე დიდი მოწყობილობა 340 ელემენტს შეიცავს. მისი მფლობელია მარკ ტემპერატო ნიუ-იორკის შტატის ქალაქ ლეიკვილიდან. ის უკრავს ჯგუფში «Jesus the Soul Solution» და თავისი აღჭურვილობა სპეციალურად მოწყობილი ფურგონით გადააქვს.

 

14
მაქსიმალური რაოდენობა ბურთებისა, რომლითაც ჟონგლიორობა მომხდარა, არის 11. რეკორდი მოხსნა ბრიტანელმა ალექს ბარონმა, 11 ბურთის კონტროლი მან ზედიზედ 25-ჯერ შეძლო.

 

15
ყველაზე დიდი მოცულობის სატვირთოა Westech T282C – 470.4 კუბური მეტრის მაჩვენებლით. მას ქვანახშირის მაღაროებში იყენებენ ტვირთის გადასატანად. მისი მწარმოებელია ამერიკული კომპანია „WESTECH”.

 

 

წყარო : www.charliuss.wordpress.com

მსგავსი ამბები

Back to top button