გართობა

გამონათქვამები, რომლებიც ხშირად გსმენიათ სკოლაში

მასწავლებელი

მაშ ასე წარმოგიდგენთ იმ გამონათქვამებს რომელიც ხშირად გსმენიათ სკოლაში, საქმე ის არის რო გამონათქვამების უმრავლესობას ხმარობს ყველა მასწავლებელი. მაშ ასე მოდი დავიწყოთ:

1) თავი რატო არ დაგრჩა სახლში?

2) სხვამ თუ გაიგო შენ რატომ ვერ გაიგე რა გვქონდა? რა შენ ცალკე გითხრა?

3) ვინ მოყვება გაკვეთილს?

4) გოგონები ბიჭებზე უარესები ხართ!

5) მშობლის გარეშე არ დაგინახო გაკვეთილზე!

6) ნუ იცოხნები!

7) ასეთი კლასი არ მყოლია არასდროს, რა საშინელებაა (არადა დღეში 5 ასეთ  კლასში მაინც შედის)

8) გამოცდაზე გადაწერის შანსიც კი არ გექნებათ (გამოცდაზე ყველა იწერს 1-2 ბეჯითი მოსწავლის გარდა)

9) ვიღაცის ჩურჩული მესმის!

10) ცხოველები ხართ ბავშვები კი არა!

11) გაეთრიეთ კლასიდან!

12) ზარი ჩემთვის ირეკება!

13) შემდეგ წელს ჩემი ფეხი არ იქნება ამ კლასში (ასე ამბობს ყოველ წელიწადს)

14) არ მჭირდება კომენტარები!

15) ბუზის გაფრენის ხმა ისმოდეს!

16) ვსიო, ჩავდივარ დირექტორთან.

17) იცოდეთ შემოვიყვან მანდატურს!

18) ბიჭოოო! (ინტონაციით) ან გოგოოო!

19) შენ მე ვინ გგონივარ?

20) მკვდარი სულები მიზის კლასში!

21) დაგახევ მაგ რვეულს თავზე!

22) დიდი მადლობა ყველაფრისთვის. (სასოწარკვეთილი ხმით)

23) მანახე ერთი რა რვეულია ეგ!(და შემდეგ: ვაიმეე დაგახევ მაგ რვეულს თავზე!)

24) გაჩუმდიით! აღარ შემიძლია!

25) მერამდენედ უნდა დაგრჩეს რვეული?!

26) ზუზუნი კლასშიი(ინტონაციით და ამ დროს რამეს ურტყავს მერხზე)

27) ეს როგორ გამიბედეს ჰა? ამ თავხედებს არ უყურებ? ხვალვე წახვალთ სკოლიდან!(ამბობს ყოველ დღე ან კვირაში ორჯერ მაინც)

28) ენას ამოგაცლი იცოდე.

29) ეს რა მანდატურები არიან გამარჯობას არ კადრულობენ.

30) რა თაობა მოდის რა, რა თაობა, ჩემ დროს სად იყო ასე!

31) გაეთრიე კლასიდან, თორემ დავუძახე მანდატურს.

32) გავსილი გაქვთ ჟურნალი ორებით!

33) – მას შუქი არ იყო მას. – მერე სანთელი ვერ იშოვე?

34) ჩაგათრევ დირექტორთან!

35) დედააა! გადავირიე ქალი!

36) მიგანარცხებ კედელზე!

37) არა, რა თქვენ ადამიანები არ ხართ.

38) ბაზარში ვარ? რა გაყვირებს? მწვანილს ხედავ აქ სადმე?

39) უხხხ, სისხლი უნდა გავაშრო თქვენი.

40) ფუუ რა სუნია..

41) შენ რა მეთამაშები?

42) აბა ბავშვებო ვინ მეტყვის ამას რა ქვიოდა?

43) ვაიმეეე, რო მოვალ ეხლა და ჩაგათხლიშავ მაგ რაღაცას თავშიი, მერე იცინებ კარგად.

44) გაჩუმდიიი! სანამ გადმოგიღე მაქედან (ეს პირველად გავიგე მაგრამ რას ვიზავთ..)

45) ისეთი გინება ვიცი 100 სართულზე აგაგდებ შე თავხედო(ეს ახალია.)

46) სვინდისი არ გაქვთ?

47) ენა გააჩუმე!

48) მე თუ მანდატური არ შემოგიყვანოთ ქალი არ ვიყო მე!

49) მაგ ღიმილს მიგაკლავ ტუჩებზე (მომწონს.)

50) კურტანიძე, მანდ არ მომიყვანო იცოდე! (ეს გვარი უბრალოდ შემხვდა თორე ყველა გვარზე მიდის= D)

 

ჯერ-ჯერობით ეს 50 იყოს და შემდეგ კიდე დავამატებ. = )) იმედია მოგეწონებათ ეს ჩემი პირველი სტატიაა..

 

 

 

მსგავსი ამბები

Back to top button