კომპანია “ფოლკსვაგენი” -ის მანქანების კოშკები ვოლფსბურგში
გერმანული კომპანია “ფოლკსვაგენი” -ის მანქანების კოშკები Autostadt-ში, ვოლფსბურგი. Autostadt (იგივეა რაც „ავტომობილის ქალაქი“) -ეს არის ადგილი მათთვის, ვინც მოყვარულია ავტომობილების, ხოლო მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს “ფოლკსვაგენის“ ქარხანა ვოლფსბურგში (Wolfsburg), გერმანია. (ნახეთ ვიდეო:)
ქალაქი – ვოლფსბურგი მთელ მსოფლიოში ცნობილია იმით, რომ აქ მდებარეობს კონცერნ Volkswagen-ის სათავო ოფისი. ხოლო Autostadt-ში არის მუზეუმი და ხელოვნების პავილიონები კომპანია «Volkswagen Group» -ის ძირითადი ავტომობილის ბრენდებისათვის. აქ არის კლიენტების მომსახურების ცენტრიც, სადაც მომხმარებელს შეუძლია შეარჩიოს ახალი ავტომობილი და სურვილისამებრ გააკეთოს ტური უზარმაზარ ქარხანაში.
Autostadt-ში მანქანების პარკირების ორი კოშკია- მინისა და მოთუთიებული ფურცლოვანი მეტალის, სადაც მანქანები ავტომატურად გადადიან “ფოლკსვაგენის“ ქარხნიდან დამკვეთ ცენტრში. ეს ორი მინის კოშკი დაკავშირებულია ფოლკსვაგენის ქარხანასთან 700 მეტრიანი მიწისქვეშა გვირაბით, საიდანაც კონვეიერის სისტემით ხდება ტრანსპორტირება მზა მანქანების მინის კოშკებში . როდესაც მომხმარებელი ყიდულობს მანქანას „ავტომობილის ქალაქი“ ანუ Autostadt-ში , მანქანას არ აქვს გავლილი არცერთი მეტრი და ოდომეტრი აჩვენებს «0»-ს .
თითოეული კოშკის სიმაღლე შეადგენს 60 მეტრს და თითოეული მათგანი იტევს 450 მანქანას
ნახეთ ვიდეო:
ნახეთ ლიფტი Autostadt-ში, მინის კოშკი
ნახეთ: