არქივი

მე ვარ პრინცესა „მშვიდობა“ და მაჩოზე მონადირე -ნაწილი 2

a9af6
ახალგაზრდობის საიდუმლო
მან ერთხელ განაცხადა: „სილამაზისა და ჯანმრთელობის შენარჩუნების საუკეთესო რეცეპტი-ფლირტია. იგი ახალგაზრდობის ელექსირივით მოქმედებს- სიხარული მოაქვს და ენერგიას აღვიძებს.


ყველაზე ცუდი ჰოლივუდელი ქალბატონისთვის არის თუ მისი ასაკი 40 წელს გადასცდა. ამავე დროს, მე აქცენტით ვლაპარაკობ, ტანმორჩილი და „პუტკუნა „ ვარ-ეს ისე გაღიმ,ებისთვის… „მე მიყვარს გემრიელად ჭამა და კარგი ღვინის დალევა. მოდისათვის ცუდია, მაგრამ ხასიათის ასაწევად ბრწყინვალეა. მე ბედნიერი ვარ- იმიტომ, რომ ვჭამ. მე 46 წლის ვარ და არ მჭირდება ბოტოკქსი… და იცით რატომ? იმიტომ, რომ კარგად ვიკვებები და ვიღებ საჭირო კალორიას“
hy8ay
მიდრეკილება
სალმას უყვარს კარგი სიგარები, ფრანგული შამპანური და ფეხშიშველა სიარული. „დღემდე მახსოვს ცხელი მექსიკური ასფალტი“. მსახიობს ლოს-ანჟელესის მახლობლად აქვს ფერმა, სადაც მოშენებული ჰყავს ცხენები, ძაღლები და… თქვენ წარმოიდგინეთ ქათმების კი…ძალიან უყვარს ბაღში ფუსფუსი: „მე ვკრეფ ხილს და ჩემი მეგობრისთვის მურაბასაც ვხარშავ“.
შიშები
ლამაზმანს რცხვენია სექსუალურ სცენებში მონაწილეობა. „დესპერადოს“ გადაღებებზე ძალიან გაუჭირდა ანტონიო ბანდერასთან ვნების განსახიერება. „როგორც კი წარმოვიდგენდი, რომ ამ კადრებს მამა და ჩემი ძმა ნახავდნენ, მაშინვე ტირილს ვიწებდი“. მისი პარტნიორი ფილმში „მტვერს ჰკითხე“ კოლინ ფარელი იძულებული იყო ამ მოკრძალებული ქალიშვილის თვალწინ, გაშიშვლებულიყო და სულელური საბალეტო ილეთები გაეკეთებინა. გამხიარებულმა სალმამ მხოლოდ ამის შემდეგ სძლია პანიკას. პრიNცესა სალმა ჰაიეკი 2002 წელს ნომინირებული იყო ოსკარის პრემიაზე საუკეთესო ქალის როლის შესრულებისთვის ფილმში „ფრიდა“.
aydy1
Aხლა ცოტა რამ სალმას პირად ცხოვრებაზეც :
სალმა ჰაიეკი ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეა. იგი ოთხი წლის განმავლობაში ხვდებოდა ედვარდ ნორტონს, ხოლო შემდეგ დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში ჯოშ ლუკასთან ჰქონდა ურთიერთობა.
d8ftw
ერთ დროს სალმა ჰაიეკი დაქორწინებას აპირებდა ფრანსუა ანრი პინოსთან, რომლისგანაც 2007 წლის პირველი შვილი შეეძინა. 2009 წლის წყვილმა აღადგინა ურთიერთობა და საბოლოოდ სალმა ჰაიეკი და ფრანსუა ანრი პინო დაქორწინდნე\
88uwi
სელმა 5 თვე ელოდა საქორწინო კაბის შეკერვას-დიზაინერ ნიკოლას გესკიერისაგან (Nicolas Geskier). ამ კაბაში ის პრიცესასავით ზრაპრულად გამოიყურებოდა.
სენსაციური ამბავი სალმას შესახებ:
კანადელი სუპერმოდელი ლინდა ევანგელისტა ჰოლივუდის ვარსკვლავ სელმა ჰაიეკის მილიარდერ ქმარს, ფრანსუა-ანრი პინოს სასამართლოში უჩივის და თავისი ვაჟიშვილის მამისგან ითხოვს თვეში არანაკლებ 45 ათასი დოლარის გადახდას თვეში.
ლინდა ჟურნალისტებთან საუბარში ხშირად აღნიშნავდა, რომ ფრანსუა, რომელიც 11,5 მილიარდ დოლარიანი ქონების მფლობელია, შვილზე გაცილებით მეტ თანხას უნდა ხარჯავდეს.

ევანგელისტა აცხადებს, რომ მის ვაჟს უფლება აქვს ისეთივე ბედნიერი და უზრუნველყოფილი ბავშვობა ჰქონდეს, როგორც პინოს ქალიშვილს ექნება. სუპერმოდელმა შვილისთვის ძიძა და შეიარაღებული მძღოლები დაიქირავა, რაც მას თვეში 46 000 დოლარი უჯდება.

vfhpy

ახლა მსახიობი ზრდის 3 წლის ბავშვს ვალენტინს თავის მეუღლესთან ფრანსუა ანრი პინოსთან ერთად.
aogew

blogerlady

age: 14
იხილეთ ასევე
Close
Back to top button