საკითხავისასარგებლოსაქართველო

საქართველოს სახმელეთო მეზობლები

2ebae21522d3

აზერბაიჯანის რესპუბლიკა

დედაქალაქიბაქო

ოფიც. ენებიაზერბაიჯანული

მთავრობასაპრეზიდენტო რესპუბლიკა

პრეზიდენტიილჰამ ალიევი

ფართობისაერთო

წყალი (%) – 86,600 კმ² (114-)1.6%

სიმჭიდროვე-8,621,000 (91-) 8,265,000 97 ად/კმ² (მე-100)

ერთ მოსახლეზე-2007მიახლ.

$52.35 მილიარდი (77-)

ვალუტამანათი (AZN)

დროის სარტყელი-(UTC +4სთ.)

ზაფხულის დრო-(UTC +5სთ.)

სატელეფონო კოდი +994

სახელწოდება

ოფიციალური: აზერბაიჯანის რესპუბლიკა.

ეტიმოლოგია: ძვ. . მე-9 ში ამ ტერიტორიაზე არსებობდა რომაული პროვინცია Media Atropatena ან მოკლედ Atropatena. ასე ერქვა მას მმართველის სახელის მიხედვით. დღევანდელი სახელი Azerbaycan მიღებულია რომაულიატროპატენასდა არაბულიადერბედაგანისტრანსფორმაციით. სხვა ვერსიით, ქვეყნის სახელი ნიშნავსცეცხლის ქვეყანას“.

ქვეყნის საერთაშორისო კოდი: AZ.

გეოგრაფია

ქვეყანა მდებარეობს ევროპის სამხრეთაღმოსავლეთში, კასპიის ზღვის სანაპიროზე. მისი მოსაზღვრე ქვეყნებია დასავლეთითსაქართველო, სომხეთი, თურქეთი, სამხრეთითირანი, ჩრდილოეთითრუსეთი. აღმოსავლეთით მას კასპიის ზღვა აკრავს. ფართობი შეადგენს 86.600 კმ²-. აზერბაიჯანის უმაღლესი მწვერვალია მთა ბაზარდუზუ – 4485 , უდიდესი მდინარეებიკური (მტკვარი) და არაქსი.

სახელმწიფო

სახელმწიფო სისტემა: განვითარებადი დემოკრატიული რესპუბლიკა.

სახელმწიფოს მეთაური: პრეზიდენტი ილჰამ ალიევი

საკანონმდებლო ორგანო: ერთპალატიანი (125 წევრი).

პოლიტიკური პარტიები: ახალი აზერბაიჯანი, სახალხო ფრონტი, ეროვნული დამოუკიდებლობის პარტია, მუსავატი.

ეროვნული დღესასწაული: 28 მაისირესპუბლიკის დღე.

ტერიტორიული მოწყობა

აზერბაიჯანის ადმინისტრაციულტერიტ

�რიული ერთეულებია: 59 რაიონი, 1 საქალაქო ტერიტორია და 1 ავტონომიური რესპუბლიკა (muxtar respublika). რაიონები გაერთიანებული არიან 12 ოლქში.

დემოგრაფია

მოსახლეობა: 8,239 მლნ (2003), მათ შორის 90% აზერბაიჯანელი, 3,2% დაღესტნელი, 2,5% რუსი, 2% სომეხი.

სახელმწიფო ენა: – აზერბაიჯანული, სხვა ენებირუსული, სომხური.

რელიგია: ისლამი (სუნიტური მიმართულების).

დედაქალაქი: ბაქო (1,235 ათ).

დიდი ქალაქები: განჯა (303 ათასი), სუმგაითი (280), მინგეჩევირი (100), ალი ბაირამლი (72), ნახჭევანი (69).

ეკონომიკა

ქვეყანას აქვს ნავთობის, რკინის მადნის მნიშვნელოვანი რესურსები, აგრეთვე ბუნებრივი აირი, ფერადი ლითონები, ალუმინი; ეროვნულ შემოსავალში დიდი ადგილი უკავია სოფლის მეურნეობას. სახელმწიფო ვალუტა აზერბაიჯანული მანათია (AZM).

უახლესი ისტორია

მთიანი ყარაბაღის გამო მეზობელ სომხეთთან კონფლიქტმა გამოიწვია არეულობა ქვეყანაში 1988-89 წლებში. 1990 წელს საბჭოთა ჯარები შევიდნენ ბაქოში წესრიგის დასამყარებლად და გამოაცხადეს საგანგებო მდგომარეობა. 1991 წელს აზერბაიჯანის ლიდერებმა მხარი დაუჭირეს მოსკოვურ პუტჩს. აზერბაიჯანმა გამოაცხადდა თავისი დამოუკიდებლობა და 1991 წელს შევიდა დსთში. 1992 წელს გახდა გაეროს წევრი. განახლდა ომი მთიან ყარაბაღში. ნაციონალისტმა პრეზიდენტმა .ელჩიბეიმ ადგილი დაუთმო ყოფილ კომუნისტურ ლიდერს .ალიევს. 1994 წელს ეუთოს წევრი ქვეყნების მონაწილეობით მიღწეული იქნა დროებითი ზავი, თუმცა კონფლიქტი დღემდე მოუგვარებელიატერიტორიის მეშვიდედი ოკუპირებულია და ქვეყნას 800 ათასი ლტოლვილი ჰყავს. ბოლო წლებში იყო რამდენიმე უშედეგო მცდელობა სამხედრო გადატრიალებისა. 2001 წელს აზერბაიჯანი ევროპის საბჭოს წევრი გახდა.

კულტურა

არქიტექტურა: ბაქოშირვანშაჰების სასახლე (XV .), “ყიზყალასი” (XII .), ციხესიმაგრე იშერიშეჰერი (XI .), ძველი ქალაქი (IX .); ნახჭევანიიუსუფ ქუსეიროღლუს მავზოლეუმი (XII .), მომინეხათუნი (XIII ); ძველი ქალაქის კაბალის ნანგრევები (VI .), გობუსტანის რეგიონის კლდის გამოსახულებები (ძვ. . VII ).

ლიტერატურა: საგმიროსაფალავნო ძეგლები – “დედე გორგუდის წიგნი” (XII .) დაქოროღლუ” (XVI .); აშუღური პოეზია; სახოტბო პოეზია სპარსულ ენაზე.

მუსიკა: მუსიკალური საკრავები: თარი, საზანი, ქამანჩა, ზურნა, ნაღარა.

თურქეთის რესპუბლიკა

დედაქალაქიანკარა

უდიდესი ქალაქისტამბოლი

ოფიც. ენები თურქული

მთავრობასაპარლამენტ

რესპუბლიკა

პრეზიდენტიაბდულა გიული

ფართობისაერთო

წყალი (%) 783,562 კმ² (37-)1.3%

მოსახლეობასიმჭიდროვე 70,586,256 (მე-17)67,803,92793 ად/კმ²

ერთ მოსახლეზე $791 მილიარდი $10,380

ვალუტაახალი თურქული ლირა

დროის სარტყელი EET (UTC +2სთ.)

ზაფხულის დრო-EET (UTC +3სთ.)

სატელეფონო კოდი+90

სახელწოდება

ოფიციალური: თურქეთის რესპუბლიკა.

გეოგრაფია

ქვეყანა მდებარეობს შავ და ხმელთაშუა ზღვებს შორის, ორ კონტინენტზე. თურქეთის ევროპულ ნაწილს რუმელია ჰქვია (უჭირავს ტერიტორიის 3 %), აზიურსანატოლია. მოსაზღვრე ქვეყნებია: ბულგარეთი, საბერძნეთი, სირია, ერაყი, ირანი, აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო.

ფართობი: 780.580 კმ²,

ბუნება: უმაღლესი მწვერვალიდიდი არარატი 5.165 ; მთავარი მდინარეები (კმ) – ყიზილირმაქი 1.182, ევფრატი 960 (სულ 2.770); მთავარი ტბები (კვ.კმ) – ვანი 3.738, თუზი 1.700, ბეიშეჰირი 780, ქებანი 675, ეღრიდირი 590; უდიდესი კუნძულიგოქჩეადა; კლიმატიკონტინენტური, ხმელთაშუაზღვის.

ბუნებრივი რესურსები: ქვანახშირი, ქრომი, ვერცხლისწყალი, სპილენძი, გოგირდი, რკინის მადანი, სასოფლოსამეურნეო მიწები, ჰიდროენერგია.

სახელმწიფო

სახელმწიფო სისტემა: დემოკრატიული რესპუბლიკა.

ეროვნული დღესასწაული: 29 ოქტომბერირესპუბლიკის გამოცხადების დღე.

სახელმწიფოს მეთაური: პრეზიდენტი აბდულა გიული.

მთავრობის მეთაური : პრემიერმინისტრი რეჯეფ ერდოღანი (2003).

საკანონმდებლო ორგანო : ერთპალატიანი პარლამენტიდიდი ეროვ.: კრება (550 წევრი).

პარტიები: სამართლიანობისა და განვითარების პარტია (თავმ. .ერდოღანი), სახალხორესპუბლიკური პარტია (.ბაიქალი), პარტია ნაციონალური მოძრაობა(.ბაჩელი), დემოკრატიული მემარცხენე პარტია (.სეზერი) .

ადმინისტრაციული დაყოფა: ქვეყნის ადმინისტრაციულტერიტ

�რიული ერთეულებია – 81 პროვინცია (il) 8 რეგიონში.

დემოგრაფია მოსახლეობა

68,1 მლნ (2003), მათ შორის თურქები 80%, ქურთები 18%.

ენები: თურქული, ქურთული, არაბული, სომხური, ბერძნული, ლაზური, ქართული. .

რელიგია: ისლამი (სუნიტური მიმართულება).

ქალაქები (ათ.) : ანკარა (3.456; აგლომ. 3.582), სტამბოლი (8.803; აგლომ. 10.048), იზმირი (2.398; აგლომ. 2.479), ბურსა (1.288), ადანა (1.220), გაზიანთეფი (980), კონია (801), ანთალია (650).

ეკონომიკა

ბოსფორის ხიდი

ეროვნული პროდუქტი: მოცულობა – 200 მლრდ $ (24- ადგილი); 1 სულ მოსახლეზე – 3.130 $; სტრუქტურა (%) – სოფლის მეურნეობა 15, მრეწველობა 31, მომსახურება 54.

ექსპორტი: საფეიქრო ნაწარმი, რკინა, ფოლადი, თამბაქო, ხილი, ტყავის ნაწარმი.

ბიუჯეტი: 42,400 მლნ $.

ვალუტა: ახალი თურქული ლირა

ისტორია

ასწლეულების განმავლობაში თურქეთი იყო ოსმალეთის იმპერიის ცენტრი, რომელიც ჩამოყალიბდა XIV-XVI საუკუნეებში და დაიშალა პირველ მსოფლიო ომში დამარცხების გამო.

XX .: 1923 წელს გამოცხადდა რესპუბლიკა, რომლის პირველი პრეზიდენტი იყო მუსტაფა ქემალ ათათურქი. 1952 წლიდან თურქეთი ნატოს წევრია. იგი დასავლეთზე ორიენტირებულ ქვეყნად ითვლება და ევროპის კავშირის წევრობის კანდიდატია. ქვეყნის შიდაპოლიტიკურ მდგომარეობაზე დიდ გავლენას ახდენს დაძაბულობა ქურთებით დასახლებულ სამხრეთაღმოსავლეთ რაიონებში, სადაც ქურთისტანის მუშათა პარტია (ლიდერი .ოჯალანი) უკანასკნელი 14 წლის განმავლობაში აწარმოებს შეირაღებელ წინააღმდეგობას. თურქეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში გადამწყვეტ როლს ასრულებენ სამხედროები, რომლებიც არმიას თვლიან სახელმწიფო საერო მმართველობის გარანტად.

XXI .: თურქეთის განაცხადი ევროკავშირში შესვლაზე უარყოფილ იქნა 2002 წლის კოპენჰაგენის სამიტზე, სადაც მთავარ ხელშემშლელ ფაქტორად ადამიანის უფლებების დაცვა დასახელდა. 2003 წელს მეზობელ ერაყში სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობამ ისევ წინაპლანზე წამოსწია ქურთების პრობლემა.

სომხეთის რესპუბლიკა

დედაქალაქიერევანი

უდიდესი ქალაქიერევანი

ოფიც. ენებისომხური

მთავრობაუნიტარული რესპუბლიკა

პრეზიდენტისერჟ სარქისიანი

ფართობისაერთო

წყალი (%) 29,800 კმ² (141-)4.71%

მოსახლეობა

სიმჭიდროვე3,229,900 (135-) 3,002,594 101 ად/კმ² (77-)

ერთ მოსახლეზე-$16.83 მილიარდი 5,700

ვალუტადრამი (AMD)

დროის სარტყელი-(UTC +4)

ზაფხულის დრო-(UTC +5)

ქვეყნის კოდი-ARM

სატელეფონო კოდი+374

სახელწოდება

ოფიციალური: სომხეთის რესპუბლიკა.

ეტიმოლოგია: ქვეყნის სახელის სხვადასხვა ფორმები მომდინარეობს ძველსომხური ტომებისაგანჰაიასა, სუხმე, არმე. პირველი მათგანისგან მიღებულია სახელწოდება სომხურ ენაზე (ჰაიასტან), მეორისაგანქართულ ენაზე (სომხეთი), მესამისაგანევროპულ ენებზე (Armenia).

ქვეყნის საერთაშორისო კოდი: AM.

გეოგრაფია

არაგაცოტნი. აშტარაკი.

არარატი. არტაშატი.

სრმავირი . არმავირი.

გეგარკუნიკი . გავარი.

კოტაიკი . რააზდანი (ქალაქი)რაზდანი.

ლორი . ვანაძორი.

შირაქი . გუმრი.

სუნიკი . კაპანი.

თავუში. იჯევანი.

ვაიოც ძორ . ეჰეგნაძორი.

ერევანი. ერევანი.

ქვეყანა ამიერკავკასიაში, ჩრდილოეთით ესაზღვრება საქართველოს, აღმოსავლეთითაზერბაიჯანს, სამხრეთითირანს, დასავლეთითთურქეთს. ფართობი შეადგენს 29.800 კვ.კმ. სომხეთის უმაღლესი მწვერვალი მთა არაგაცი (4095 ), მნიშვნელოვანი მდინარეებიარაქსი, რაზდანი; ტბასევანი. პროვინციები შედგება საქალაქო და სასოფლო კრებებისგან. გუბერნატორები (მაზრპეტები) ინიშნებიან და თავისუფლდებიან მთავრობის მიერ.

მთავრობის მეთაური : პრემიერმინისტრი.

საკანონმდებლო ორგანო: ერთპალატიანი პარლამენტი (131 წევრი).

ტერიტორიული მოწყობა

ქვეყანა ადმინისტრაციულად იყოფა 11 ოლქად (მარზი). 10 მარზი + დედაქალაქი, რომელსაც ასევე მარზის სტატუსი აქვს

დემოგრაფია

მოსახლეობა: 3,326 მლნ (2003), მათ შორის 95,7% სომეხი, 1,7% ქურთი, 1,6% რუსი. 1993 წელს აზერბაიჯანელთა აბსოლუტური უმრავლესობა ქვეყნიდან გადასახლდა.

სახელმწიფო ენა: სომხური, სხვა ენებირუსული (2%).

რელიგია: ქრისტიანობა. უმრავლესობა ეკუთვნის სომხურგრიგორიანულ ეკლესიას (94%), სომხურკათოლიკური მრევლი შეადგენს 5%-.

დედაქალაქი: ერევანი (1,267 მლნ).

დიდი ქალაქები: ვანაძორი (147 ათასი), გიუმრი (125), ვაღარშაპატი (66), რაზდანი (61).

ეკონომიკა

ქვეყანას აქვს ოქროს მცირე რეზერვი, სპილენძის, მოლიბდენის, თუთიის, ალუმინის რესურსები. საექსპორტოდ აწარმოებენ ქიმიკატებს, კვების პროდუქტებს, მანქანათმშენებლობის პროდუქციას. ეროვნული ვალუტა სომხური დრამია (AMD). მნიშვნელოვანი კურორტები: არზნი, დილიჟანი, წახკაძორი, სევანი, ჯერმუკი.

უახლესი ისტორია

1988 წლიდან ჩართულია სერიოზულ კონფლიქტში აზერბაიჯანთან მთიანი ყარაბაღის გამო. 1991 წელს გამოაცხადა დამოუკიდებლობა. 1992 წლიდან დსთ წევრია.

კულტურა

არქიტექტურა: ეჩმიაძინირელიგიური ცენტრი, ტაძართა კომპლექსი (V — VI სს.), გარნიციხესიმაგრე და ტაძარი (I .), გეჰარდი (მონასტერი); დვინის და ზვარტნოცის სასახლეები და ეკლესიები (III — IV სს.).

რუსეთი

სახელწოდება

ოფიციალური: რუსეთის ფედერაცია.

ეტიმოლოგია: შესაძლოა სახელწოდება მომდინარეობდეს შვედური სიტყვისაგან rus, რაცმცხოვრებსნიშნავს. თვით რუსული ენით ეს ტერმინი არ აიხსნება.

გეოგრაფია

ქვეყანა აღმოსავლეთ ევროპასა და ჩრდილოეთ აზიაში. ფართობის მიხედვით (17.075.400 კვ. კმ) მსოფლიოს უდიდესი სახელმწიფოა. გამოიყოფა დიდი გეოგრაფიული რაიონებიაღმოსავლეთევროპის ვაკე, დასავლეთციმბირის დაბლობი, ცენტრალური ციმბირის მაღლობი. ტერიტორიის ნაწილი მთიან რეგიონებს უკავიათალტაი, ჩრდილოეთი კავკასია, კოლიმა, საიანი, ურალი. უმაღლესი მწვერვალიაიალბუზი, 5,633 . მთავარი მდინარეებიამური, ანგარა, ირტიში, ლენა, ობი, ვოლგა, ენისეი. ტბებიბაიკალი, კასპიის ზღვა, ლადოგა, ონეგა.

სახელმწიფო

სახელმწიფო სისტემაგარდამავალი.

სახელმწიფოს მეთაურიპრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი (2008 წლიდან).

მთავრობის მეთაურიპრემიერმინისტრი ვლადიმირ პუტინი (2008 წლიდან).

საკანონმდებლო ორგანოორპალატიანი ფედერალური კრება (ფედერაციის საბჭო — 178 წევრი და სახელმწიფო დუმა — 450 წევრი).

პოლიტიკური პარტიებიკომუნისტური პარტია (თავმ. . ზიუგანოვი), მოძრაობანაშ დომროსია“ (. ჩერნომირდინი), ლიბერალურდემოკრატიუ

�ი პარტია (. ჟირინოვსკი), გაერთიანებაიაბლოკო“ (. იავლინსკი).

ტერიტორიული მოწყობა

რუსეთის ფედერაცია 89 თანაბარუფლებიანი სუბიექტისაგან შედგება, მათ შორის — 21 რესპუბლიკაა (республика), 1 ავტონომიური ოლქი (автономная область), 10 ავტონომიური ოკრუგი (автономный округ), 6 მხარე (край), 49 ოლქი (область) და 2 ფედერალური ქალაქი (город — მოსკოვი, სანკტპეტერბურგი).

2000 წლის მაისში პრეზიდენტის დეკრეტით შემოღებულ იქნა ახალი ადმინისტრაციული დაყოფა — 7 ფედერალური ოკრუგი:

ცენტრალური ფედერალური ოკრუგი (ადმ. ცენტრიმოსკოვი)

ჩრდილოდასავლეთის ფედერალური ოკრუგი (ადმ. ცენტრისანქტპეტერბურგი)

სამხრეთის ფედერალური ოკრუგი (ადმ. ცენტრიდონის როსტოვი)

ვოლგისწინეთის ფედერალური ოკრუგი (ადმ. ცენტრინიჟნინოვგოროდი)

ურალის ფედერალური ოკრუგი (ადმ. ცენტრიეკატერინბურგი)

ციმბირის ფედერალური ოკრუგი (ადმ. ცენტრინოვოსიბირსკი)

შორეული აღმოსავლეთის ფედერალური ოკრუგი (ადმ. ცენტრიხაბაროვსკი)

დემოგრაფია

მოსახლეობა — 144,5 მლნ (2003), მათ შორისრუსი 81,5 %, თათარი 3,8 %, უკრაინელი 3 %, ჩუვაში 1,2 %, ბაშკირი0,9 %.

სახელმწიფო ენარუსული.

რელიგიამართლმადიდებელი ქრისტიანობა, ისლამი, იუდაიზმი.

დედაქალაქიმოსკოვი (8.368 ათასი).

დიდი ქალაქებისანკტპეტერბურგი (4.582), ნიჟნი ნოვგოროდი (1,340), ეკატერინბურგი (1,257), ნოვოსიბირსკი (1,395), სამარა (1.147), ომსკი (1.132), ყაზანი (1.114), უფა (1.097), ჩელიაბინასკი (1.080).

ეკონომიკა

რუსეთი ინდუსტრიულაგრარული ქვეყანაა. ქვეყანას აქვს ნავთობის, ბუნებრივი აირის, ქვანახშირის მნიშვნელოვანი მარაგები, საშენი ხეტყე, სხვა სტრატეგიული მინერალები, რაც ქვეყნის შემოსავლების ძირითადი წყაროა. მრეწველობის წამყვანი დარგებია: მანქანათმშენებლობა, შავი და ფერადი მეტალურგია, ქიმიური და ნავთობქიმიური მრეწველობა, სატყეო მეურნეობა და სხვა. მნიშვნელოვანი წილი აქვს სოფლის მეურნეობას. ექსპორტის ძირითადი ელემენტებიაბუნებრივი გაზი, ნავთობი, მანქანათმშენებლობის პროდუქცია, ხეტყე, ქვანახშირი, კვების პროდუქტები. ეროვნული ვალუტარუსული რუბლი (RUR).

უახლესი ისტორია

1991 წელს სსრ კავშირის დაშლის შემდეგ გახდა მისი სამართალმემკვიდრე. 1992 წელს ჩამოაყალიბა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა. 1993 წელს მიღებულ იქნა რუსეთის ფედერაციის კონსტიტუცია. 90-იანი წლების მე-2 ნახევარში გაურთულდა მდგომარეობა ფედერაციის სუბიექტებთან, განსაკუთრებით თათარსტანთან და ჩეჩნეთთან. ამ უკანასკნელთან საომარი მოქმედებები დღემდე გრძელდება. 1999 წლის ბოლოს პოლიტიკური კავშირი შეკრა ბელარუსთან.

კულტურა

არქიტექტურა: პეტერბურგის ისტორიული ცენტრი, კიჟი პოგოსტი, კრემლი და წითელი მოედანი, ამაღლების ტაძარი მოსკოვში, ნოვგოროდი და მისი შემოგარენი, დიდი ნოვგოროდი, ვლადიმირისა და სუზდალის მონუმენტები.

სხვა ღირშესანიშნაობები: სოლოვეცკის კუნძულის ისტორიული ანსამბლი, ბაიკალის ტბა, კამჩატკის ვულკანები, კავკასიის მინერალური წყლები.

სულიერი კულტურა: რუსული ეპოსითქმულება იგორზე (XII .).

მსგავსი ამბები

Back to top button