არქივი

ცაიტგაისტის პირველი ნაწილის შესახებ…

646ee2591cb8

„დოკუმენტურ“ ფილმთა სერიების, “zeitgeist”-ის პირველი ნაწილი, რომელიც რელიგიურ თემატიკას ეხება… არის აშკარა და ინტენსიური პასკვილები, ეს არის აბსოლუტურად დაუსაბუთებელი , აშკარად ყალბი თეზისებისა და გაყალბებული ფაქტების მეშვეობით, ანტიქრისტიანული მითის შეთხზვის უსუსური მცდელობა.

ამ სტატიის პირველ ნაწილში საუბარია ფილმის შედგენის ტექნოლოგიებზე… ხოლო შემდეგ უკვე არის გამახვილებული ყურადღება კონკრეტულ სიყალბეებზე, რითიც გაჟღენთილია ეს ფილმი.

დავიწყოთ იმით, რომ ფილმში აშკარად შეინიშნება ადამიანზე ტრანსის მოხვევის ტექნოლოგიის გამოყენების პრინციპი.ეს პრინციპი შემდეგში მდგომარეობს: გადავიყვანთ გონებას რაღაც ვიზუალურ პროცეზებზე და ამ დროს ვაწვდით მას პირდაპირ ინსტრუქციას. რასაც ჩვენ ამ ფილმში აშკარად ვხედავთ, ეს არის ქვეცნობიერზე მუშაობის ტექნოლოგია. ყურადღების გადატანისა და აღქმის წყაროების გადატვირთვის ეს პრინციპი აღწერილია სტატიაში: „ გველი,რომელიც ჰიპნოზირებს მსხხვერპლზე“

ამგვარად, „საჭირო იდეების“ ფიქსაციის მექანიზმი მუშაობს ამ ფილმში: აქა-იქ ჩვენ ვხედავთ 2-3 წუთიან რგოლებს, სადაც ვხდავთ მოციმციმე თვალებს, პულსირებულ მზეს, მოძრავ ხაზებს… მაყურებლის ყურადღება კონცენტრირდება ამ ობიექტებზე. სანამ მაყურებელი ახდენს ყურადღების ფოკუსირებას ზემოთ აღწრილ გამოსახულებებზე, კადრთან ერთად წარმოთქმული ხმას, ნაწილ-ნაწილ მოჰყავს თეზისები, მტკიცებულებები, ახდენს დასკვნებს… ყველა ეს ინფორმაცია მიემართება მაყურებლის ქვეცნობიერში, გონების კონტროლის გარეშე, შესაბამისად , არიდება ხდება კრიტიკული აღქმისა.

სტატია, რომელშიც ახსნილია ტრანსის მოხვევის მექანიზმები, თუმცა ტრეინინგის ასპექტში http://elite-trading.ru/articles.php

შეიძლება ითქვას, რომ ამ ფილმში გამოყენებულია ჰიპნოზის მეთოდი.

მაგალითად, შეადარეთ 05:05 და 05:45. თქვენ დაინახავთ, რომ ისინი ერთნაერია. ეკრანზე ერთი შეხედვით უწესრიგო სხივები არის გამოსახული. გამოსახულების დამახსოვრბას ჩვენ ვერ ვახერხებთ, იმიტომ, რომ ის სწრაფია და მასზე არ არის გამოსახული საგნები, რომლებიც ჩვენთვის არის ცნობილი. ჩვენ ამ სურათის ფონზე გვიკითხავენ კონკრეტული ადამიანის ციტატას, ანუ სუბიექტურ შეხედულებებს, როგორც აბსოლუტურად და უეჭველად მართალსა და მისაღებს. მეორე შემთხვევაშიც იგივეე გამოსახულება გამოიყნება იქ, რა ადგილზეც ავტორებს სურთ სუბიექტური ინფორმაციის მოწოდება. ჩვენ კი, ადვილად ვიჯერებთ… ასე და ამგვარად ხდება აზრების თავზე მოხვევა ჰიპნოზირების მეთოდიკით.
ერთმნიშვნელოვანია, რომ ფილმი შეადგინა მცოდნე ფსიქოლოგმა. იმდენად ხშირად არის ხმოვანი და გამოსახულებითი შთაგონების მეთოდები გამოყენებული.
ახლა გადავიდეთ კონკრეტულად ფილმის გარჩევაზე:

ფილმი – 05:30

კადრს მიღმა ხმა: „ რა გგონიათ, რატომ არ ეხება არავინ რელიგიურ იერარქებს?“

პასუხი:
გაუგებარია თუ ავტორის აზრით ვინ უნდა შეეხოს მათ? სახელმწიფო სტრუქტურები? XVII-XX საუკუნეებში, თითქმის ყველა განვითარბულ ქვეყანაში ეკლესია, გამოყოფილი იყო სახელმწიფოს. დღვანდელ დღესაც, მსოფლიო ქვეყნების უმეტესობაში არის საერო მმართველობა , ანუ ხელისუფლებაში არ არიან საეკლესიო ან რელიგიური იერარქები.
სიმართლე რომ ითქვას საკმაოდ აქტიურად იდევნებოდნენ საეკლესიო იერარქები მთელი ამ პერიოდის (XVIII-XX-სს) განმავლობაში ხვადასხვა ქვეყნებში და ამის ფაქტები უამრავია…

ამას გარდა, ანტიკურ პერიოდშიც, შუა საუკუნებშიც, და უახლეს პერიოდშიც… ევროპელი მმართველების მიერ არაერთი ფაქტი ყოფილა, რომ არათუ გავლენა ჰქონდათ საეკლსიო იერარქებზე, არამედ ხშირად ძალისმიერი მეთოდებითაც კი ცვლიდნენ მათ. ზოგიერთი პაპიც კი იქნა მოშორებული სახელმწიფო ჩინოვნიკების მხრიდან.. ასევე უამრავი პრეცენდენტია საეკლესიო ქონების ჩამორთმევისა, როგორც დასავლთ, ასევე აღმოსავლეთის ეკლესიებში…

ფილმი იწყება მზის თაყვანისცემის მოკლე მიმოხილვით და ზოდიაქოს ნიშნებთან მისი დამოკიდბულებით, თანაც გამოიყენება ბიბლიის ფრაზების გახმოვანება იმისათვის, რომ მოგამზადონ სიცრუისათვის, რომელიც მოსდევს მას შემდეგ.
მაგალითად, ფრაზები God’s Sun ( რომელიც იკითხება ზუსტად ისე, როგორც , God’s Son, ანუ ძე ღმერთზეა საუბარი) the light of the world ( ნათელი სამყაროსი) , and the savior of humankind ( კაცობრიობის მხსნელი), ეს ყველაფერი კეთდება იმიტომ, რომ ააგონ ცრუ ასოციაციები თქვენს გონებაში….
მხსნელის შესახებ კონცებციები პირველად აბრაამისტულ რელიგიებში გაჩნდა, ანუ უძველეს იუდველებში. ეს არის მონოთეისტური სწავლებები, სადაც მზე არასდროს არ განიხილებოდა, როგორც ღმერთის სიმბოლო ან რაიმე ღვთაებრივი რამ…

ფილმი – 12:10
„ეს არის ჰორი(Horus), მზის ღმერთი ძველ ეგვიპტეში.“

პასუხი:

მზის ღმერთი იყო „რა“, რომელიც გვიჩვენა ავტორმა აღნიშნლ მომენტში, სინამდვილეში ფილმში გამოსახული ღვთაება არა ჰორი, არამედ „რა“ არის…

რაც შეეხება ჰორის კავშირს მზის კულტთან და ეგვიპტურ ღვთაება „რა“-სთან, ერთადერთი რაც აკავშირებთ მათ, არის ის, რომ ჰორი იყო „რა“-ს შთამომავალი. ხანდახან კი „რა“, შესახლდებოდა ჰორის სხეულში, რათა დედამიწაზე მოვლენილიყო… ჰორი ითვლბოდა ქვემო ეგვიპტის მფარველად და უბრალოდ ზეციურ ღვთაებად. შეიძლება ითქვას, რომ ღვთაება ჰორი, ავტორის მიერ შეგნებულად არის ჩამატებული და მისი თვისებები შეგნებულად არის მოდელირებული, რათა შემდეგ მიაწეროს მას ღვთაების ისეთი სახე, რომელიც გაიზიარებს და გაამყარებს თავისი თეორიის კულტის „დამაჯერებლობას.“ შემდგომ სიტყვებში ეს კარგად იშიფრება…

ფილმი – 12:32

„ჰორს, რომელიც განასახიერებდა დღესა და სინათლეს, ჰყავდა მტერი სეთი, რომლიც იყო ღამის და სიბნელის განსახიერება“

პასუხი:

ის, რომ ჰორი არ იყო მზის ღმერთი, ეს უკვ გავარკვიეთ.

ახლა ვნახოთ, თუ ვინ იყო სეთი:

სეთი- იყო უდაბნოსა და ქვიშის ქარების ღმერთი, ომისა და მიწისძვრის ღმერთი. ნუტისა და გების შვილი, ოსირისის ძმა და მისი მკვლელი. ეგვიპტურ მითოლოგიაში სეტი ითვლება ქაოსისა და უწესრიგობის ღმერთად.

სეთი ასევე ზემო ეგვიპტის განსახიერებად ითვლება, ხოლო ჰორი კი ქვემო ეგვიპტისა. სეტის ბოროტების ღვთაებად დასახლება დიდი გაზვიადება იქნებოდა, იმიტომ, რომ სეტსაც და ჰორსაც ღვთაებათა პანთეონში ,ძალიან უმნიშვნელო ადგილი ეკავათ…ბოროტებასთან მებრძოლი მთავარი ეგვიპტური ღვთაება, იყო “ რა“, რომელიც ებრძოდა უზარმაზარ გველეშაპს, აპოპს. რომელიც იყო სიბნელისა და ტანჯვის განსახირება.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ჰორი სეტს ებრძოდა მამის მკვლელობის გამო, და არა როგორც ბოროტების განსახიერებასთან… ეს უფრო შურისძიება იყო, ვიდრე სინათლისათვის ბრძოლა…

სეტი, როგორც ბოროტების განსახიერება, იყო მისი ძმის, ოსირისის ანტიპოდი და არა ჰორის.
სეტი ვერ ამარცხებდა ჰორს, იგი მას ყოველთვის გაურბოდა მას.ჩამავალი მზე, ეს იყო სიმბოლო ოსირისის მკვდართა სამეფოში ჩასვლისა და არა ჰორის…

დასკვნა: იმ ნაწილში,სადაც ქრისტეს ეხებოდა, ავტორი შეგნებულად მანიპულირებს ფაქტებით და ცდილობს შექმნას ჰორის სახე, როგორც სინათლის ღმერთისა,რომელიც ებრძვის სიბნელეს. რისთვის სჭირდება ავტორს ეს? ამას ჩვნ გავიგებთ შემდგომში, როდესაც ამ ჰიპოთეზების გამოყენებით, იქნება აგებული კიდევ უფრო მცდარი გამონათქვამები.
შემდეგ უფრო საინტერესოა…

ფილმი -13:02
„ჰორი იშვა 25 დეკემბერს, ქალწული ისიდა-მარიამისაგან“

პასუხი:

ისიდა- ღვთაება, რომელიც იყო „რა“-ს შვილიშვილი, არ ყოფილა ქალწული- იგი იყო ოსირისის ცოლი და ჩაესახა მას ჰორი თესლობრივად. რა შუაშია აქ უბიწო ჩასახვა?

შემდგი სენტენციაც, იზიდა-მარიამის შესახებ არის აბსოლუტურად სულელური… ჯერ ერთი, სახელ მარიამს აქვს ძველ ებრაული ფესვი, უფრო კონკრეტულად- „მარ“(מר)…მეორც, ჰორის დედა, ისიდა ასევე იყო ღვთაება და ჰორის დაბადებამდე დიდი ხნით ადრე იყო ოსირისის მეუღლე.

ძნელია მას მივაკუთვნოთ ტერმინი, „ ქალწული“ , ავტორს რათქმაუნდა ძალიან სურდა ქრისტესთან პარალელების გავლება და ამისთვის არ ერიდება აშკარა სიცრუესაც კი…

ჰორის დაბადების დღე აღინიშნებოდა აპრილის თვეში…შესაბამისად , საიდან არის მოტანილი 25 დეკემბერი, უცნობია.

უნდა ითქვას, რომ ქრისტეს დაბადების ზუსტი თარიღი დღესაც დისკუსიის საგანია. ბიბლიაში არ არის დასახელებული ეს თარიღი ,ხოლო სიტყვიერი გადმოცემები სხვადასხვა თარიღს ასახელებენ..პირველი ქრისტიანები საერთოდ არ აღნიშნავდნენ შობას, მათთვის მთავარი დღესასწაული იყი აღდგომა. შემდეგ მოხდა ამ მოვლენის აღნიშვნაც, კონკრეტულად თარიღი 25 დეკემბერი უკავშირდებოდა რომაულ წარმართულ დღესასწაულს, რომელსაც დაამთხვიეს შეგნებულად ეკლესიის მამებმა შობის დღესაასწაული, ალბათ მათი მიზანი იყო წარმართული დღესასწაულის ჩანაცვლება.
ანუ, 25 დეკემბერი არის პირობითი თარიღი!

ფილმი – 13:05
„როდესაც იგი დაიბადა, აღმოსავლეთით აღმობრწყინდა ვარსკვლავი, რის დახმარებითაც სამმა მფემ მიაგნეს მხსნელს…“

პასუხი:

ჰორის დაბადებას არ მოჰყოლია მეფეების მოსვლა, არც ვარსკვლავის გამოჩენაზე არ არის საუბარი არცერთ უძველეს წყაროში… თავად ჰორი გახდება ეგვიპტის პირვლი ფარაონი…
კვლავ ვხედავთ დაუსაბუთებელ თეზისებსა და მტკიცბულებებს… ჰორი დასახელებულია მესიათ და მხსნელად(ვის მესიათ?? რისაგან მხსნელად?? ს უცნობია…), ხოლო ისიდა- მარიამად (ესეც აბსოლუურად გაუგებარია)
ჰორს არავინ არ გადაურჩენია და ის არ იყო მესია…

.

ფილმი – 13:17
„30 წლისასაკში, მიიღო სულიერი ნათლობა ადამიანისაგან, სახელად ანუპი.“

პასუხი:

აქ ავტორი ალბათ ცდილობს ღვთაება ანუბისის ადამიანად წარმოჩინებას. ძველ ეგვიპტელებში საერთოდ არ იყო ამგვარი ნათლობების ჩვეულებები.

რომც ყოფილიყო ადამიანი ანუბი, რატომ განანათლა მან ღმერთი? ჰორს არ მიუღია ნათლობა ვინმე ანუპისაგან 30 წლის ასაკში, არ არსებობს ამგვარი ტექსტები, ან რატომ უნდა განანათლოს ადამიანმა ღმერთი? ( თუ ქრისტეს დაუკავშირებს ვინმე, იგი მან ნათელ იღო იოანესაგან კაცობრივი ბუნებით… ღვთაებრივ ტრანსცენდენტს ეს არ სჭირდებოდა…)

ფილმი – 13:23

„ჰორს ყვავდა 12 მოწაფე, რომელთა მეშვეობითაც იგი მოგზაურობდა და სასწაულებს აღავლენდა.. მაგალითად დადიოდა წყალზე და კურნავდა სნეულებს.“

პასუხი:

ჰორს არ ჰყოლია მოწაფეები, არ არსებობს არცერთი ამგვარი უძველესი ტექსტი , სადაც ეს წერია… იგი თავად იყო ღვთაება თოთის მოწაფე.

ჰორი არ ახდენდა სასწაულებს და არ დადიოდა წყალზე… არ არსებობს ამგვარი ტექსტები,სადაც ამის შესახებ არის ცნობები. ერთადერთი „განკურნება“, ეს იყო ის, რომ მან გააცოცხლა ოსირისი .

ფილმი – 13-36
„ტიფონის მიერ გაცემის შემდეგ ,ჰორი ჯვარზე გააკრეს…“

პასუხი:
ტიფონს არ შეუძლია ჰორის გაცემა, ტიფონი და სეთი-ეს არის ერთი პერსონაჟი. ტიფონად მოიხსენიებდნენ ბერძნები სეთს. ტიფონი, იგივე სეტი, მოტყუებით დაამწყვდევს ოსირისს აკლდამაში და ჩააგდებს ტბაში.
არავითარ ჯვარცმაზე საუბარიც არ არის…ოსირისი ( თუ დავუშვბთ იმას,რომ ავტორებმა ერთმანეთში აურიეს ღვთაებების სახელები…) იძირება, შემდეგ ამოჰყავს აკლდამიდან სეტს და მუმიფიცირდება ისიდას მიერ…
ჰორი არ უცვიათ ჯვარზე!

ფილმი 13:44

საბოლოო ჯამში ჰორის ისტორია ამგვარია:
„ ის დაიბაა 25 დეკემბერს , ქალწულ ისიდა-მარიამისაგან“
„როდესაც იგი დაიბადა, აღმოსავლეთით ამობრწყინდა ვარსკვლავი და მისი მეშვეობით სამმა მეფემ იპოვნეს მხსნელი“
„12 წლის ასაკში, იგი ასწავლიდა მდიდართა შვილებს“
„30 წლის ასაკში , მან მიირო სულიერი განმაბათლებლობა , ადამიანისაგან , სახელად ანუპი.“
„ჰორს ჰყავდა 12 მოწაფე, რომელთა დახმარებითაც იგი მოგზაურობდა და აღავლენდა სასწაულებს“
„ტიფონის მირ გაცემის შემდეგ იგი ჯვარს აცვეს“
„შემდეგ იგი დამარხეს და მესამე დღეს აღსდგა“

პასუხი:
საბოლოო ჯამში ირკვვა, რომ ეს ყვლაფრი არის “უვიცობის” შედეგი.. ან ამ ფილმის შემქმნლებს მაყურებელი დაუნი ჰგონია… თუ თქვენ არ თვლით თავს ამგვარებად, შეესადეთ გაეცნოთ წყაროებს , ეგვიპტის ისტორიის შესახებ…
თუ რატომ აიგო ამგვარი მითი და რატომ ხდება ჩვნ გონებაზე თამაში, ეს უფრო ცხადი ხდება, თუ ამ ფილმის ყურებას გავაგრძელებთ….

ფილმი — 13:50 ,
„უცნობია. იყო თუ არა ჰორი პირველი, მაგრამ ამგვარი შტრიხები გვხვდება მსოფლიოს ბევრ კულტურაში , უამრავი სხვა ღვთაბებთან დაკავშირებით , ეს ყველა შეიძლება მივაკუთვნოთ, ერთ კონკრეტულ მითს..“

პასუხი:

ამის შემდეგ იწყება კონკრეტული ჟონგლირება ღმრთების სახელებით, „ფაქტებით და ასე შემდეგ“
ავტორის ძირითადი მიზანია , რომ დააკავშიროს ერთმანთთან მითიური პერსონაჟები და ღვთაებები სხვადასხვა კულტურებიდან ( უნდა აღინიშნოს ,რომ თარიღებშიც დიდი ცდომილებებია). კერძოდ, ცდილობენ ამტკიცონ, რომ ყველა მათგანი იშვა ქალწულისაგან და , რომ ყველა მათგანი სასწაულებრივად აღსდგა… ჰორი, კრიშნა, დიონისე, ატისი ,მითრა….. ესეც არის აშკარა სიცრუე და სიყალბე, ყველამათგანის შესახებ არის გამოგონილი ისტორიები ავტორის მირ, რომელიც არ ეყრდნობა არავითარ წყაროებს, პირიქით,ეწინააღმდეგება მათ..
კრიშნა არ შობილა ქალწულისაგან, კრიშნას დედა იყო ვედუშევას ცოლი, რომელიც უამრავჯერ იწვა მასთან და კრიშნა იყო მერვე შვილი.
არც დიონისეს დედა ყოფილა ქალწული, მას ერქვა სემელი და იგი ზევსმა აცდუნა(ზოგი მითის მიხედვით დიონისე ზევსის“ ემანაცია“ იყო…)
ატისის შესახებ , არც მითებში და არც რიტუალებში არ არის ნახსენები მისი ჯვარცმისა და აღდგომის შესახებ. არ არსებობს უძველესი წყაროები ამის შესახებ.
რაც შეხება მითრას, არც მას ჰყოლია 12 მოწაფე, არსად არაფერია ნახსენბი მისი ჯვარცმისა და აღდგომის, ქალწულისაგან შობის… შესახებ.
ფილმის ამ ეპიზოდში ჩამოთვლილი ღვთაებები და რელიგიები იმდენად განსხვავდებიან, რომ მათი ერთიან სისტემაში გაერთიანების მცდელობ,ა უბრალოდ სასაცილოა…
შემდეგ საუბარია ბიბლიაში მოხსენიებული იოსების ისტორიასთან იესოს ისტორიის მსგავსებაზე და ისე ცდილობენ წარმოაჩინონ, რომ ორივე მათგანი არის ერთი მონოლიტური მითის შემადგენლი ნაწილი და არა სხვადასხვა პიროვნებები… მაგრამ იოსების ისტორიდან ზოგიერთი შემთხვევა, სწორედაც რომ წინასახე იყო მაცხოვრის ცხოვრებისა… ძველ აღთქმაში უამრავი რამ მოასწავლებდა და იყო სახესიმბოლო იესოსთან დაკავშირებული მოვლენებისა… მაგალითად, ისააკის მთაზე მსხვერპლშეწირვა , იყო წინასახე მაცხოვრის მიერ მთაზე გაღებული მსხვერპლისა…იონას 3 დღიანი დატყვევება ვეშაპის მიერ, იყო სიმბოლო მაცხოვრის 3 დღის შემდეგ აღდგომისა….

მაგრამ ამასთან ერთად, ხშირად ხდება ხოლმე სხვადასხვა ადამიანების ცხოვრებაში საოცარი მსგავსებები
მაგ:
-ლინკოლნი იქნა არჩეული კონგრესში 1846 წელს, ხოლო კენედი- 1946
-ლინკოლნი პრეზიდენტი გახდა 1860წ., ხოლო კენედი -1960
-ორივეს გვარი შესდგება 7 ასოსაგან
– ორივე პარასკევს იქნა მოკლული
-მთლიანი სახელები ორივე მათგანისა შედგება 15 ასოსგან
– ორივეს მკვლელი მოკლულ იქნა სასამართლომდე
-ორივეს მემკვიდრე გვარად იყო ჯონსონი.
ამვარი დამთხვევებიდან გამომდინარე, კრიტიკოსები უნდა მიდიოდნენ დასკვნამდე, რომ კენედი და ლინკოლნი იყო ერთი და იგივე ადამიანი, ან უნდა თქვან, რომ კენედი იყო მითიური პერსონაჟი, ლინკოლნის ცხოვრების ფაქტების საფუძველზე.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ფილმის დასაწყისში საუბარია უძველეს ქრისტიანულ სიმბოლიკაზე- თევზზე და რიცხვებზე, 12, 4…. და მათი ასტროლოგიასთან დაკავშირება ხდება.

აქაც არის აშკარა მანიპულირება:
პირველი ქრისტიანები მართლაც იყენებდნენ თევზის სიმბოლოს ( მის გარდა ცხვრისა და მწყემსის სიმბოლოც გამოიყენებოდა…), რადგან დევნის პერიოდში აშკარად ვერ განადიდებდნენ ქრისტეს და ვერ გამოსახავდნენ მას… რატომ მაინცდამაინც თევზი , ცხვარი ან მწყემსი? ამაზე პასუხი მარტივია:

1) თევზს ბერძნულად ეწოდება -იხთის (Ίχθύς ) ეს არის უძველესი აკრონიმი( მონოგრამა) იესო ქრისტეს სახელისა, რომელიც შდგება ამ სიტყვის საწყისი სიტყვებისაგან Ἰησοὺς Χριστὸς Θεoὺ ῾Υιὸς Σωτήρ(„იესო ქრისტე ღვთის ძე, მაცხოვარი.“ ანუ ი.ხ.თ.ი.ს.-იესუს ხრისტოს თეუ იოს სოტირ). სწორედ ამიტომ იყენბდნენ ქრისტიანები თევზის სიმბოლოს და ასტროლოგია აქ არაფერ შუაშია!

2) რაც შეეხება ცხვარსა და მწყემსს, ეს არის სიმბოლური სახელები მაცხოვრისა, რომელიც მოხსენებულია ბიბლიაში…

ახლა რაცშეეხება რიცხვ 12-ს, ფილმის ავტორის მტკიცებით ,ესეც ზოდიაქოს უკავშირდება რათქმაუნდა…

უნდა აღინიშნოს, რომ ბიბლიაში რიცხვებს მართლაც აქვთ სიმბოლური მნიშვნელობები,მაგ: ( 1- უფლის ერთარსებობა, 2- ორბუნებრიობა, 3- სამება, 4 საყოველთავოობა,4 მახარებელი… ასეა უამრავ ციფრზე და რიცხვზე…)
12 -იც შეიცავს თავის სიმბოლურ დატვირთვას, მაგრამ არა ასტროლოგიურს რათქმაუნდა, ბიბლიის დამოკიდებულება ასტროლოგიის მიმართ, ნებისმიერი თეოლოგისთვის ცნობილია, როგორც უარყოფითი…

12 არის სიმბოლო 12 პატრიარქისა, ისრაელის 12 ფესვისა( იაკობის 12 ვაჟი) , ასევე , ვინც იცის სიმბოლური მნიშვნელობების შესახებ, მისთვის ცნობილია,რომ ციფრი 3, ნიშნავს ღვთაებას(სამებას) , ხოლო 4- ქმნილებების სისავსეს(ანუ, აღმ. დას. ჩრდ.სამხრ.), შესაბამისად 12, არის რჩეული ერის ღვთაებრივი სისავსის სიმბოლო(3×4). ამიტომ აირჩია თავიდანვე იესომ 12 მოწაფე.

საბოლოო ჯამში უნდა ითქვას, რომ ამ ფილმის ავტორის მიზანია, რომ ქრისტე წარმოაჩინოს მითიურ პიროვნებად, რაც ეწინააღმდეგბა ყველანაერ ისტორიულ, წერილობით, ზეპირ, ფილოლოგიურ, ფილოსოფიურ, ფაქტობრივ და რაციონალურ წყაროებსა და ანალიზს, წმინდა წერილისა და იესო ქრისტეს პიროვნების შესახებ.

ამ ფილმში იმდენად ბვრი სიცრუე და დემაგოგიაა, რომ შეიძლება უამრავი ცილისწამება პასუხგაუცემელი დარჩა… მაგრამ ერთი რამ ფაქტია, ეს ფილმი არის ხალხის მოტყუების უსუსური და უტიფარი მცდელობა და მეტი არაფერი.
Zeitgeist-ის ამ „კვლევას“, უკვე კაი ხანია მხოლოდ სიცილითა და ირონიით აღიქვამენ ადამიანები, მასზე სერიოზული მსჯელობა ცოტა უხერხულიც კია..

danielle

studenti

მსგავსი ამბები

Back to top button