კეთილშობილი რაინდი და მისი ცხოვრების წესი 1\3 ნაწილი
ამ პოსტიდან გაიგებთ თუ როგორ აღწევდნენ შუა საუკუნეებში რაინდობას რა საფეხურების გავლა უწევდათ მათ და ასევე როგორი იყო რაინდად კურთხევის ცერემონია.
შუა საუკუნეებში ერთერთი ყველაზე გამოჩენილი პირები იყვნენრაინდები 1000-1500წწ. რაინდები უმეტესად იყვნენ შეძლებული მამაკაცები, რომლებიც საუკეთესოდ ფლობდნენ საბრძოლო ხელოვნებას, რაინდებს ბავშვობიდანვე წვრთნიდნენ. შეძლებული ოჯახიშვილები სახლიდან მოშორებით იზრდებოდნენ რომელიმე ფეოდალის ოჯახში, მათ პაჟებს უწოდებდნენ მათI მოვალეობა კი ის იყო რომ მომსახურებოდნენ იმ ფეოდალის ოჯახისწევრებს ვის სახლშიც ისინი ცხოვრობდნენ ამით მათ შეეძლოთ ესწავლათ დახვეწილი ქცევის მანერები, 10 წლის ასაკში რაინდს უფლება ეძლეოდა ცხენით ეჯირითა, 14 წლის ასაკში კი ის ხდებოდა სკვაირი იგივე საჭურველთ მტვირთველი და ემსახურებოდა რომელიმე რაინდს, რომელიც მის გაწვრთნას თვალს ადევნებდა.
პაჟის მოვალეობაში შედიოდაროგორც უკვე ვთქვი ბატონისა და ქალბატონისთვის სადილობისას სასმლის ან საჭმლის მირთმევა ფაქტიურად იგი მოსამსახურე იყო თუმცა ასევე ჰქონდა ბევრი თავისუფალი დრო რასაც იგი უმეტესად ვარჯიშში ატარებდნენ
სკვაირის მოვალეობა იყო გაეწმინდა რაინდის საჭურველი და იარაღი, მოეარა ცხენებისთვის,გაყოლოდა ბრძოლებში. სამაგიეროდ რაინდი მას ასწავლიდა და შეათვისებდა რაინდთა ჩვევებს
რაინდად კურთხევის ცერემონია ხანგრძლივი პროცესი იყო