საკითხავისასარგებლო

სპორტი და ისტორია

ba0e47b43b63

სპორტული ცხოვრების წესი საუკუნეების წინ ჩამოყალიბდა და საზოგადოების განვითარების სხვადასხვა სტადიებზე უფრო და უფრო იგრძნობოდა პროგრესი. “სპორტი და ისტორია” ამოუწურავი თემაა. ქვემოთ აღწერილია სპორტის განვითარების რამდენიმე საფეხური. 

ნადირობა და თევზაობა ეგვიპტელებისთვის აუცილებელი საქმიანობა იყო. მდიდრები მხოლოდ გასართობად ნადირობდნენ. ყველაზე საშიში სპორტი ნიანგებზე და ჰიპოპოტამებზე ნადირობა იყო. მონადირეთა გუნდი ბარჯებს ჩაასობდა ცხოველს, შემდეგ კი თოკებითა და ბადეებით ამოათრევდნენ ნაპირზე.

f45a2db3528e

სპარტელები ყველაზე მეტად ჯანმრთელობასა და ფიზიკურ ძალას აფასებდნენ, რადგან ყველა მამაკაცი ჯარისკაცი უნდა გამხდარიყო. ყოველ ახალშობილს ხელისუფლების წარმომადგენლები სინჯავდნენ და, თუ სუსტი მოეჩვენებოდათ, სასიკვდილოდ გაწირავდნენ ქალებს ათლეტურ თამაშებში მონაწილეობა და სპორტული ფორმის შენარჩუნება ევალებოდათ,რათა ჯანსაღი ბავშვები ეშვათ.

ბერძნები კი ბევრს შრომობდნენ, მაგრამ, როგორც ჩანს, სათამაშო დრო მაინც რჩებოდათ. პოპულარული იყო ჭადრაკისმაგვარი რამდენიმე სამაგიდო თამაში. გარდა ათლეტური შეჯიბრებებისა ბერძნები არაოფიციალურ სპორტსაც მისდევდნენ, მაგალითად, ჰოკეის ტიპის თამაშს ბურთითა და ჯოხებით.
5b8b440f851d

ზოგს სასტიკი სპორტიც უყვარდა, მაგალითად, კატებისა და ძაღლების ორთაბრძოლები ან კოჭებით თამაში, სადაც პატარა ცხოველის ძვლებს აისროდნენ ასეთი თამაშები შინაც ეწყობოდა და საგანგებო სათამაშო სახლებშიც.
a2a67f3fb1b8

როგორც ვახსენე, ბერძნები ათლეტურ შეჯიბრებებსაც მისდევდნენ. იგი ღმერთისა თუ ქალღმერთისადმი მიძღვნილი ცერემონიის ნაწილს შეადგენდა. იგი უაღრესად პოპულარული იყო და ყველას შეეძლო მონაწილეობის მიღება. შეჯიბრებების უმეტესობა ადგილობრივი მნიშვნელობისა , ზოგი კი მთელი ბერძნული სამყაროდან იზიდავდა ათლეტებსა და მაყურებლებს. თანამედროვე ოლიმპიური თამაშების წინაპარი თამაშები ყველა შეჯიბრებაზე უფრო სახელგანთქმული იყო. ეს თამაშები ხუთ დღეს გრძელდებოდა და ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდებოდა ოლიმპიაში, როგორც ღმერთ ზევსისადმი მიძღვნილი დღესასწაულის ნაწილი.
79f8a850d353

ოლიმპიური თამაშები იმდენად მნიშვნელოვანი იყო , რომ ომებსაც კი წყვეტდნენ ხოლმე , რათა თამაშებზე წასულ ხალხს უსაფრთხოდ ემგზავრა. დასასწრებად ხშირად 50 000 კაცი ჩამოდიოდა.
00ccf9dbe757

თამაშების ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი მოვლენა აბსოლუტური ათლეტის გამოვლენა იყო. ამას ხუთჭიდი, პენტაბლონი ( ბერძნული სიტყვებიდან პენტე – ხუთი და ატბლონი – შეჯიბრი) ერქვა. მასში ხუთი სახეობა შედიოდა : დისკოსა და შუბის ტყორცნა, სირბილი , ხტომა და ჭიდაობა.

სირბილი სპორტის უძველესი სახეობა იყო და თამაშების პირველ დღეს იმართებოდა. ტარდებოდა სამი მთავარი რბოლა : სტადე(ბილიკის ერთი სიგრძ), დიაულოსი(ბილიკის ორი სიგრძე) და დოლიქოსი(20 ან 24 სიგრძე). ბილიკი დაახლოებით 192 მ იყო.

ცხენების დოღი დაახლოებით 1200 მ-ზე იმართებოდა. შეჯიბრში მხედარი გზის ერთ-ერთ მონაკვეთზე ცხენის გვერდით მირბოდა. მოჯირითეები უბელო ცხენებზე ისხდნენ, ამიტომ უბედური შემთხვევები ხშირი იყო.

ეტლების რბოლა ყველაზე პოპულარული სახეობა იყო. ორ- ან ოთხცხენშებმულ ეტლს 12 წრე უნდა დაერტყა,ერთ რბოლაში 40-მდე ეტლს შეეძლო მონაწილეობა, ამიტომ შეჯახებები გარდაუვალი იყო.

ჭიდაობის სამი სახეობა არსებობდა: ზეზეულად ჭიდაობა, მიწაზე ჭიდაობა და ჭიდაობისა და კრივის ძალზე საშიში შენაერთი, რომელსაც პანკრატიონი ერქვა. იგი შეიძლება რამდენიმე საათს გაგრძელებულიყო. მონაწილეებს უფლება ჰქონდათ, რომ ყველანაირი ხერხი გამოეყენებინათ, კბენისა და თვალის ამოთხრის გარდა. მოკრივეებს ლითონის მანჭვალებიანი ტყავის ქამრები ჰქონდათ და შეეძლოთ მძიმედ დაეშავებინათ მოწინააღმდეგე. ზოგი კვდებოდა კიდეც. ყოველი სახეობის შემდეგ მაცნე გამარჯვებულს აცხადებდა. ჯილდო – უბრალო დაფნის გვირგვინი იყო.

ამრიგად, სპორტმა განვითარების მრავალი წელი განვლო და ზენიტს XXI საუკუნეში მიაღწია.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close