საკითხავისასარგებლოუცნაური

“ასე მგონია, ვიღაცა უნდა შემხვდეს…” გ. ჩოხელი

“О тебе вспоминаю я редко
И твоей не пленяюсь судьбой,
Но с души не стирается метка
Незначительной встречи с тобой”

Анна Ахматова

ფილმებში, ლიტერატურაში, თეატრში, ლექსებში ერთი ნახვით ადამიანის შეყვარებაზე რომ ვისმენდი, მეცინებოდა. გასაგებია,ხელოვანი ხალხი ხშირად უტრირებს და ეს ცუდი არ არის, მაგრამ ასეთი “ზღაპრები” და ამ “ზღაპრებით” გულაჩუყებული, აღბრთოვნებული ხალხი მაინც მაღიზიანებდნენ . შეიძლება იმიტომ,რომ ადრე მეც მიამიტი ადამიანი ვიყავი და იმედი ძალიან, ძალიან ბევრჯერ გამიცრუვდა . ახლა აღარ მინდა სასწაულების მჯეროდეს, აღარ მინდა “რომ ერთხელ კიდევ დავარტყა კეფა რკინის იატაკს” (ო.ჭილაძე) ზუსტად ასეთი გრძნობაა იმედგაცრუება…არ ვიცი რა შეიძება იყოს უფრო მტკივნეული?! ჩემს ცინიზმს ამ ფრაზის ბანალურობაც იწვევს. “ერთი ნახვით შეყვარება”, არა, ეს ხომ სასაცილოა. ბანალური და სასაცილო, თუმცა ყველანაირი ბანალური გრძნობა ცხოვრებაში ისეთი აღარ არის როგორიც წიგნებში,როგორც ჩვენს წარმოდგენაში იყო მანამდე… ყველანაირი ემოცია რომელსაც განვიცდით, ბანალურად და სასაცილოდ აღარ გვეჩვენება, ზუსტად იმიტომ , რომ მას ჩვენ განვიცდით. გვეჩვენება,თითქოს მხოლოდ ჩენ ვიცით ამ გრძნობის გემო, რომ მხოლოდ ჩვენ შევძელით განგვეცადა ეს “სასწაული”… ალბათ დაახლოებით ასეთი რამ დამემართა მეც და ცინიზმიც სადღაც გაქრა… ერთია სიტყვებით რაღაცის გადმოცემა, მეორეა ,როდესაც ამას გრდძნობ,ეს გტკივა, ამით ცხოვრობ…

ალბათ ახლა გგონიათ ჩემს ისტორიას მოვყვები, ვიტყვი რომ “ერთი ნახვით სიყვარული ” თურმე არსებობს და ა.შ . არა, ეს ფრაზები დღემდე ბანალურად მიმაჩნია, დღემდე ცინიკურად ვუყურებ და მეცინება, მხოლოდ ერთი რამ შეიცვალა:გულის სიღრმეში ვიცი:რაღაც მსგავსი მეც განმიცდია, რომ ამ გრძნობამ შემცვალა და რომ ზოგ წიგნს და ფილმს ამ თემასთან დაკავშირებულს, უტრირებულად აღარ ვთვლი, პირიკით, ვამბობობ-ისინია ახლოსაა რეალობასთანთქო. მოკლედ,მოვყვები , რისი მოყოლაც მინდა , დასკვები კი, თქვენთვითონ გამოიტანეთ.

არასოდეს არავინ მყვარებია,სულ შეყვარებული ვიყავი… შეყვარებული უფრო ამ გრძნობაზე,ვიდრე ადამიანებზე. ვიღაცით ავრბღთოვანდებოდი ხოლმე, მის გარდა ვეღარაფერზე ვფიქრობდი, შემდეგ კი უცებ, ერთ წამში სრულ გულგრილობას ვგრძნობდი. იმედი მიცრუვდებოდა. არა,იდეალურს არ ველოდებოდი და არც ვეძებდი,ამას არ ვგულისხმობ. იცით, ხანდახან, როდესაც ადამიანს დისტანხიაზე ხედავ, გექმნება ილუზიები მათ პიროვნებასთან დაკავშირებით და იწყებ ფიქრს : როგორ იქნებოდა ყველაფერი რომ გაგეცნო, როგორ შეგხედავდა, რას იგრძნობდი და ა.შ. ხანდახან ეს ილუძიები მართლდება, უფრო ხშირად კი ,სრულიად საპირისპირო ხდება იმისი, რაც წარმოგვედგინა… რაც არ უნდა იყოს, სანამ რეალობა კარგად არ შეგვაჯანჯღაებს ილუზიების ტყვეებად ვრჩებით. სწორედ ამ “შეჯანჯღარებისგან” ხდებოდა ხოლმე ჩემი აღბრთოვანება სრული გულგრილობა. ცინიზმის, იმედგაცრუების შიშის და სიმხდალის მიუხედავად, მაინც ცოხლობდა და ცოცხლობს ჩემში ვიღაც განსაკუთრებულის პოვნის იმედი…როცა ყოველდღე გრძნობ საშინელ,ყრუ მარტოობას და გამთიშავ სიცივეს საკუთარ სულში, როცა ცდილობ რაღაც იგრძნო მაგრამ გულგრილობა მაინც ჯიუტად ედება შენს სხეულს, თვალებს და პარალიზებულს გხდის,ძნელია პატარა იმედზე უარის თქმა.

ამბობენ,როდესაც წყვეტ რაღაცის ლოდინს, სწორედ მაშინ გამოჩნდება ხოლმე ეს “რაღაც” შენს ცხოვებაშიო. თურმე მართალი ყოფილა…იმ თბილ,ჩუმ და წყნარ საღამოს სულაც არ ველოდებოდი მის ნახვას. წინათგრძნობაც კი არ მქონია. არც კი ვიცი რამდენჯერ მქონდა წარმოდგენილი მე და “მისი” შეხვედრა, ანუ ადამიანის ვინც ჩემში ნამდვილ, დიდ გრძნობას გამოიწვევდა, თუმცა არც ერთი ფანტაზია არ გავდა იმას,რაც რეალურად მოხდა.ეხლა,როცა ამას ვწერ, ვფიქრობ: ნუთუ მართლა იყო ის საღამო?იქნებ დამესიზმრა?სიზმარივით მახსენდება მართლაც…იმას არ ვგულისხმობ რომ კარგი იყო ან ცუდი,უბრალოდ რატომღაც ვერვიჯერებ.ბედნიერებისგან? არა,ალბათ უფრო მოულოდნელობისგან. ყოველთვის მეშინოდა შეყვარების, ვიცოდი – ამ გრძნობას ბევრი ტკივილი მოაქვს,, მაგრამ არც მის გარეშე შემეძლო ცხოვრება . სულ ვეძებდი ადამიანს,რომელიც ღირსი იქნებოდა ჩემი სიყვარულის. შემხვედრია ბერვი ადამიანი, ვიც თითქოს , წესით, უნდა მომწონებოდა ,მაგრამ ასეთები ჩემში არანაირ ემოციას არ იწვევდნენ. ხდება ხოლმე ისეც , რომ უყურებ ადამიანს თვალებში და ხვდები: მასში არის რაღაც,რასაც მთელი ცხოვრება ეძებდი, რაც ძალიან ახლოს არის შენს სულთან, რასაც გრძნობ-ადვილად შეიყვარებდი, ყველაზე მეტად შეიყვარებდი…”რაღაც” რაც არანაირ იდეალებში არ ჯდება,არც გარეგნობას ეხება და არც გემოვნებას.ეს არის გრძნობა რომელიც გწვდება სულის ისეთ ჩაბნელებულ კუნჭულებში სადაც გეგონა ,რომ სინათლე ვეღარასოდეს შეაღწევდა… გრძნობა,თითქოს აქამდეც იცნობდი, აქამდეც გაგეგო მისი ხმა, თითქოს ძალიან ადრე , წლების წინ უყურებდი მის ღიმილს, მაგრამ ვერ იხსენებ როდის?სად? ერთი შეხედვით განსაკუთრებული არაფერი მომხდარა,გამაცნეს ადამიანი, ის იჯდა ჩემს გვერდით, ის იღიმოდა, ლაპარაკობდა, ეწეოდა, ის იყო ისეთივე როგორც ყველა , შიგადაშიგ თვალებში მიყურებდა, მისვამდა ბანალურ , სხვა ახალგაცნობილი ადამიანებისგანაც მანამდე ათასჯერ მოსმენილ შეკითხვებს, მიღიმოდა…ერთი შეხედვით არაფერი მომხდარა,მაგრამ როდესაც თვალებში ჩამხედა მოხდა ყველაფერი…ჩემში გაცოცხლდა გრძნნობები, ვიგრძენი ბევრი წლის მერე პირველად,როგორ ამიჩქარდა გული. გავიცანი ადამიანი… და რატომ მქონდა გრძნობა თითქოს აქამდეც ვიცნობდი? არ ვიცი… ამ პირველი შეხვედრის შემდეგ კიდევ ვნახე რამოდენიმეჯერ… თბილისი პატარა ქალაქია. არ ვიცი რას ფიქრობს ჩემზე, როგორი შთაბეჭდილება შეექმნა , ბევრი არასოდეს გვილაპარაკია. ბევრს არ ვფიქრობ მასზე. როცა მოწყენილი ვარ ან მარტოდ ვგრძნობ თავს, მახსენდება. ან კიდევ მაშინ როდესაც ვიღაც ჩნდება ჩემს ცხოვრებაში, მწერს, მირეკავს , ზრუნავს ჩემზე… მაშინ მახსენდება და რატომღაც სევდა მიბყრობს… პატარა გოგო არ ვარ , არც ვარდისფერი სათვალიდან ვუყურებ სამყაროს (რა სულელური გამოთქმაა),მოკლედ იმის თქმა მინდა რომ უცნობ ადამიანზე დღე და ღამ ვერ ვიფიქრებ, ვერ მეყვარება, ეს კარგად მესმის, თუმცა ვგრძნოობ -ის ცხოვრობს ჩემში,ჩემს მეხსიერებაში. როცა ვხედავ გრძნობა იღვიძებს, უფრო ძლიერი ხდება…

“Не успокоюсь, пока не увижу.
Не успокоюсь, пока не услышу.
Вашего взора пока не увижу,
Вашего слова пока не услышу”

Цветаева Марина

ამით იმის თქმა მინდა, რომ ყველაზე ცინიკურმა , ყველაზე დამცინავმა და “უემოციო” ადამიანებმაც შეიძლება იგრძნონ რაღაც, რაც შეცვლის მათ ხედვას. ეს გრძნობა სოცარია, არ მეგონა რომ წიგნების, ფილმების და ლექსების გარდა სადმე არსებობდა ასეთი შეგრძნება, ასეთი ისტორიები… როცა მას ვხედავ, შავ-თეთრი ყოველდღიურობა , რუტინული სამყარო გარშემო ფერადი და ჯადოსნური ხდება.რა თქმა უნდა, ტკივილსაც ვგრძნობ, როცა მიდის, როდესაც ჩემს გვედით აღარ არის , თუმცა ის აზრი ,რომ არსებობს , ცოცხლობს და ასე ახლოს არის ჩემგან, მახარებს , იმედს მაძლევს . ველოდები დღეს როდესაც კიდევ გამოჩნდება ჩემს ცხოვრებაში და უკვე აღარ წავა , დარჩება…

წყარო: www.4motivi.com

 

თეგები

Anna.N.G

blogger

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close