გართობაუცნაური

10 ყველაზე პატარა ცხოველი მსოფლიოში

0a25675e477d

1.ყველაზე პატარა ძაღლი:12.4სმ (4.9ინჩი)
600 გრამის და 12 სმ სიმაღლის Ducky, მოკლე მოსასხამიანი ჩიხუახუა ჩარლტონიდან(მასაჩუსეტი), შევიდა გინესის რეკორდების წიგნში, როგორც ყველაზე პატარა ცოცხალი ძაღლი.დაკს მოსდევს დანკა სლოვაკიიდან, ჩიხუახუა რომლის სიმაღლეა 13.7სმ. მაინც ყველაზე პატარა ძაღლი, რომელიც ოდესმე ყოფილა სიმაღლით იყო 7.1სმ.

2.ყველაზე პატარა გველი:10.1 სმ (4 ინჩი)
Leptotyphlops carlae არის ყველაზე პატარა გველი მსოფლიოში, ზრდასრულ ასაკში ის აღწევს მხოლოდ 4 ინჩს სიგრძეში. ბინადრობს კარიბის კუნძულ ბარბადოსზე, სახეობა რომელიც არის წვრილი და პატარა როგორც სპაგეტი აღმოაჩინა ბლერ ჰეჯმა.

f0dcf4a1ea36

d1da8c173db1

3.ყველაზე პატარა თევზი:7.9მმ (0.3 ინჩი)
2006 წლის იანვარში მსოფლიოს ყველაზე პატარა თევზი აღმოაჩინეს ინდონეზიის კუნძულ სუმატრაზე. ის არის კობრის ოჯახის წევრი და არისყველაზე პატარა ხერხემლიანი ცხოველი დედამიწაზე.

ba293204727d

4.ყველაზე პატარა ცხენი:43.8სმ (17 ინჩი)
ეს ყველაზე პატარა ცხენი დაიბადა პაულ და კეი გოესლინგების ფერმაში, რომლებსაც სპეციალურად გამოჰყავდათ მინიატურული ზომის ცხენები, თუმცა ბოლოს ზუმბელინას ჯიშის ცხენი გამოდგა ყველაზე პატარა.ის აღმოჩნდა ამ ისედაც პატარა ზომების მქონე ჯიშის ჯუჯა ვერსია. და ბოლოს 43 სმ სიმაღლის Thumbelina არის ყველაზე პატარა ცხენი მსოფლიოში.

8f41ed5fd3b0

5.ყველაზე პატარა კატა:15.5სმ (5.1 ინჩი)
მოდით გავიცნოთ მისტერ პებლსი. ის ცხოვრობს ცენტრალურ ილინიოსში და არის 2 წლის. წონა დაახლოებით 1.3 კილო და 2004 წელს ის შევიდა გინესის რეკორდების წიგნში როგორც ყველაზე პატარა კატა მსოფლიოში.
5f696038d4c3

428c6cb60e8d

6.ყველაზე პატარა ზაზუნა:2.5სმ (0.9 ინჩი)
მხოლოდ ოდნავ დიდია 50 პენთან შედარებით, PeeWee არის ყველაზე პატარა ზაზუნა მსოფლიოში. მისი წონა 1 უნციაზე ნაკლებია. ამ ზაზუნამ შეწყვიტა ზრდა როცა იყო 2 კვირის, ხოლო მისმა ხუთმა და-ძმამ მიაღწიეს 4-5 ინჩს.

dd6ec4256db0

7.ყველაზე პატარა ქამელეონი:1.2სმ (0.5ინჩი)
Brookesia Minima არის ყველაზე პატარა ქამელეონი მსოფლიოში. მისი სიგრძეა ნახევარი ინჩი
ბინადრობს ნოზი ბის კუნძულზე მაგადასკარის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროსთან. მდედრი ქამელეონი უფრო დიდი იზრდება ვიდრე მამრი.

c543ca371392

8.ყველაზე პატარა ხვლიკი:1.6სმ (0.6 ინჩი)
ისე პატარაა რომ შეუძლია შემოეხვიოს ათცენტიანს ან დაიკავოს მისი მეოთხედი ნაწილი სახეობა, რომლის მეცნიერული სახელია Sphaerodactylus ariasae არის მხოლოდ 1.6სმ-ის სიგრძის. ის იზიარებს ყველაზე პატარა ხვლიკის სახელწოდებას Sphaerodactylus parthenopion-თან, რომელიც აღმოჩენილ იქნა 1965 წელს ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულებზე.

45b877ccd593

9.ყველაზე პატარა ძროხა:81სმ (31 ინჩი)
მსოფლიოს ყველაზე პატარა ძროხა არის იშვიათი ჯიშის ინდური ზებუს სახეობიდან. მას ქვია Vechur cow. ამ ჯიშის ძროხების საშუალო სიმაღლე არის 81-დან 91 სმ-მდე. ფოტოზეც ჩანს რომ 16 წლის ვეჩურს ბევრად აღემატება 6 წლის ძროხა.

e814e3796b29

10.ყველაზე პატარა ზღვის ცხენთევზა:1.6სმ (0.6 ინჩი),
ეს ქმნილება არის ცნობილი როგორც Hippocampus denise ტიპიურად აღწევს 1.6სმ-ს. ფრჩხილზე უფრო პატარაა. ზოგი იზრდება მხოლოდ 1.3სმ-ის. H. denise ცხოვრობს წყნარი ოკეანის ტროპიკულ ნაწილში.

2cbb97074f7c

P.S. იმედია მოგეწონათ!!! მე პირადად ძალიან მომეწონა და პლიუს ბევრი რამ გავიგე , გთხოვთ არ დამიწუნოთ თუ მცირე ხარვეზები აქვს თარგმანში.

sakoria

giorgi shalamberidze kutaisi birthday: 19.03.1997

მსგავსი ამბები

Back to top button