დისნეილენდის კიდევ ერთი ულამაზესი სანახაობა
დისნეილენდში (ფლორიდა) ყოველწლიურად შეგიძლიათ იხილოთ ლამაზი ხეები და მცენარეები, რომლებიც ცნობილ და ყველასთვის საყვარელ პერსონაჟებს განასახიერებენ.ეს ფიგურები საკმაოდ დიდია და მათ შექმნაში 30 მილიონი მცენარეა საჭირო,ასევე დეკორატორები 60 სხვადასხვა ჯიშის ხესა და 1000 პეპელასაც იყენებენ.ღონისძიებას მინიმუმ 400 ფლორისტი სჭირდება
გთავაზობთ მცირედ ინფორმაციას ვოლტ დისნეის პარკის შესახებ
ვოლტ დისნეი გარდაიცვალა 1966 წელს. 1971 წელს “Walt Disney World” გაიხსნა ორლანდოში, (ფლორიდა). დღეს დისნეილენდი არის ტოკიოში, პარიზში… და მრავალ ქალაქში.
ვოლტ დისნეი ცნობილი იყო მისი მულტიპლიკაციური ფილმებით. ერთხელაც დისნეიმ გადაწყვიტა შეექმნა პარკი, სადაც თითოეულ შექმნილ გმირს მოუყრიდნენ თავს! პარკის სახელები იყო: Fantasyland და “Adventureland”. დღეს ამ პარკებს დისნეილენდის სახელით ვიცნობთ- ვოლტის საპატივცემულოდ და პარკის მთავარი გმირია პოპულარული მულტფილმის პერსონაჟი “Mickey Mouse”.
დისნეილენდს ყოველთვის ქონდა ბევრი მცენარეები. მას არ უნდოდა გაეკეთებინა აბრები, რომლებზეც იქნებოდა შენიშვნა: “ნარგავებზე არ გადაიაროთ!”. ასე რომ ყოველ წელს 800 000 ნერგი იცვლებოდა ახლით. დისნეის უნდოდა, რომ პარკის თანამშრომლები ყოფილიყვნენ ბედნიერები და სუფთები ყოველთვის. ამიტომ მან გახსნა განსაკუთრებული სკოლა მისი მუშებისთვის სახელად “The University Of Disneyland”. თანამშრომლები სწავლობდნენ, რომ ყოფილიყვნენ ზრდილობიანები დისნეილენდის სტუმრების მიმართ. მათ არ შეეძლოთ ეტარებინათ სუნამო, სამკაულები ან კაშკაშა ფრჩხილის ლაქი. მათ ჰქონდათ ასევე წესები, თუ როგორ უნდა ჩაეცვათ და თმის როგორი ვარცხნილობა გაეკეთებინათ.
ყველა ბავშვის ახდენილი თუ აუხდენელი ოცნებაა დისნეილენდის ნახვა. ვიმედოვნებ ამ პოსტის ყველა მკითხველს აუხდება ეს ოცნება და შეძლებს ამ საოცარი ადგილის ნახვას, რადგან ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი სჯობსო.
დისნეის ასევე უნდოდა გაეცოცხლებინა თავისი იდეები საკუთარი ფილმებიდან და მულტფილმებიდან. მისი ყველაზე ცნობილი მულტფილმი იყო მიკი მაუსი. დისნეის უნდოდა, რომ მიკი მაუსს და მულტფილმის სხვა გმირებს ესეირნათ პარკში და გასაუბრებოდნენ სტუმრებს.
კონკია
სტიჩი
ჯუჯა “ფიფქია და 7 ჯუჯა”დან
ლედი
პერსონაჟი “ურჩხული და ლამაზმანიდან”
პერსონაჟები “ურჩხული და ლამაზმანიდან”
მიკი მაუსი
“ურჩხული და ლამაზმანი”
ვინი პუჰი
პერსონაჟი “ბემბი”-დან