გართობაუცნაური

სკაგიტის ველი

57bfc324d303

მოდით ერთად დავტკბეთ სკაგიტის ველის ულამაზესი პეიზაჟებით, სადაც ყოველწიურად ტიტების ფესტივალია. სპეციალური ტექნიკის საშუალებით ყვავილები მუდამ კარგ მდგომარეობაში არიან.1967 წლიდან 1983 მდე ამ ტერიტორიაზე სურდათ აეშენებინათ 2 ბირთვული ელექტროსადგური,მაგრამ გაიმარჯვა სხვა გადაწყვეტილებამ, რომელიც ამ ადგილს მეტ სილამაზეს უქადდა. 1984 წლიდან სკაგიტის ველი გახდა ვაშინგტონის შტატში ყველაზე გრანდიოზული-ტიტების ფესტივალის ჩატარების ადგილი, რომელიც 1-დან 30 აპრილამდე იმართება ხოლმე. აქ თითოეული ყვავილი საგულდაგულო მოვლის ობიექტია,(მოვლას და რეკომენდაციებს ქვემოთ შემოგთავაზებთ) რადგან ველის მთელიანი ვიზუალური ეფექტი ძალიან მნიშვნელოვანია. 2010 წელს ეს ფესტივალი ამ პერიოდში ჩატარებულ ყველაზე საუცხოო ღონისძიებად აღიარეს მთელ ჩრდილო-დასავლეთ ტერიტორიაზე. იხილეთ სურათები

cac582b894ff

შროშანისებრთა ოჯახის ამ წარმომადგენლის სანათესაო 150-მდე სახეობას ითვლის. ტიტის სამშობლო შუა აზიაა, სადაც XII საუკუნიდან გამოჰყავდათ მისი სხვადასხვა სახეობა. XVI საუკუნეში კი ტიტამ დასავლეთ ევროპა დაიპყრო და სელექციონერთა ყურადღება დაიმსახურა. სწორედ მატი შრომის შედეგია, რომ სხვადასხვა ფერისა და ფორმის ტიტების სიმრავლით თვალსა და გულს უხარია.

7725e95bcf15

ტიტა ტენის მოყვარული ყვავილია. თუ გაზაფხული მშრალია, აუცილებელია ყვავილის მორწყვა. მოსარწყავად საჭიროა ოთახის ტემპერატურის დამდგარი წყალი. მორწყვისას ის ფოთლებს არ უნდა დაესხას. კარგი ყვავილობისა და გამრავლებისთვის აუცილებელია სასუქიც. როცა ტიტა მწვანე ფოთლებს ამოიყრის, ამ დროს  საჭიროა ერთ სათლ წყალზე აზოტოვანი სასუქი 30 გრამი, კალიუმიანი – 20 გრამი, ფოსფორიანი – 20 გრამი.

3aaac34c5949

732fce6811f3

თუ ყვავილის მოჭრა გადავწყვიტე,  მცენარეს ქვედა 2-3 ფოთოლი უნდა დავუტოვო,  რათა ბოლქვის  კვება და განვითარება შევინარჩუნოთ.  ალბათ ვერც წარმოიდგენდით, რომ საჭრელი ინსტრუმენტი  შეიძლება ტიტის ინფიცირების მიზეზი  იყოს, როგორც ადამიანისა.  ვირუსული ინფექცია :  ფურცლების სიჭრელე,  ერთი ძირიდან მეორეზე რომ არ გადავიტანოთ, ინსტრუმენტს  დეზინფექცია უნდა ჩავუტაროთ. უფრო მოხერხებულია, ყვავილი უბრალოდ მოვტეხოთ. თუ შევამჩნიეთ, რომ ტიტა ავად გახდა, უნდა შეველიოთ.  ფურცლების სიჭრელეს ადვილად შევამჩნევთ – ინფიცირებული ტიტის გვირგვინი  ხაზებითა და ლაქებით იფარება-  ხაზები ფოთლებზეც ჩნდება. ტიტა სოკოთიც შეიძლება დაავადდეს. ამ შემთხვევაში მას ფუნგიციდებით უნდა ვუმკურნალოთ. აგრეთვე  შესაძლოა, მავნებლებთან ბრძოლაც მოგვიხდეს. ამისთვის დაგვჭირდება  ქიმიური პრეპარატები, რომლებიც ქლორს არ შეიცავს. არსებობს რეკომენდაციები ტიტების დარგვის ადგილის თაობაზეც. უმჯობესია, ქარისაგან დაცული ადგილი შევარჩიოთ. ხეების ჩრდილს მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ტიტა მაშინ ყვავის, როცა ხეები ჯერ არ არის გაფოთლილი. აუცილებელი ერთჰი პირობაა – ბოლქვი ისეთ ადგილას უნდა ჩავრგოთ, სადაც ტიტებს სულ ცოტა სამი თვის განმავლობაში უხარია. ეს ერთგვარი საკარანტინო ღონისძიებაა, რათა ახალი ბოლქვების დასნებოვვნება თავიდან ავიცილოთ.

a4687ee64017

261b8ac2258d

e1a2db2a0b10

73f7463c3613

c71e9afe06c4

795174e8ccc0

254fb453075c

0d4f4894a66b

531323e7e25a

blogerlady

age: 14

მსგავსი ამბები

Back to top button