მოდით ერთად დავტკბეთ სკაგიტის ველის ულამაზესი პეიზაჟებით, სადაც ყოველწიურად ტიტების ფესტივალია. სპეციალური ტექნიკის საშუალებით ყვავილები მუდამ კარგ მდგომარეობაში არიან.1967 წლიდან 1983 მდე ამ ტერიტორიაზე სურდათ აეშენებინათ 2 ბირთვული ელექტროსადგური,მაგრამ გაიმარჯვა სხვა გადაწყვეტილებამ, რომელიც ამ ადგილს მეტ სილამაზეს უქადდა. 1984 წლიდან სკაგიტის ველი გახდა ვაშინგტონის შტატში ყველაზე გრანდიოზული-ტიტების ფესტივალის ჩატარების ადგილი, რომელიც 1-დან 30 აპრილამდე იმართება ხოლმე. აქ თითოეული ყვავილი საგულდაგულო მოვლის ობიექტია,(მოვლას და რეკომენდაციებს ქვემოთ შემოგთავაზებთ) რადგან ველის მთელიანი ვიზუალური ეფექტი ძალიან მნიშვნელოვანია. 2010 წელს ეს ფესტივალი ამ პერიოდში ჩატარებულ ყველაზე საუცხოო ღონისძიებად აღიარეს მთელ ჩრდილო-დასავლეთ ტერიტორიაზე. იხილეთ სურათები
შროშანისებრთა ოჯახის ამ წარმომადგენლის სანათესაო 150-მდე სახეობას ითვლის. ტიტის სამშობლო შუა აზიაა, სადაც XII საუკუნიდან გამოჰყავდათ მისი სხვადასხვა სახეობა. XVI საუკუნეში კი ტიტამ დასავლეთ ევროპა დაიპყრო და სელექციონერთა ყურადღება დაიმსახურა. სწორედ მატი შრომის შედეგია, რომ სხვადასხვა ფერისა და ფორმის ტიტების სიმრავლით თვალსა და გულს უხარია.
ტიტა ტენის მოყვარული ყვავილია. თუ გაზაფხული მშრალია, აუცილებელია ყვავილის მორწყვა. მოსარწყავად საჭიროა ოთახის ტემპერატურის დამდგარი წყალი. მორწყვისას ის ფოთლებს არ უნდა დაესხას. კარგი ყვავილობისა და გამრავლებისთვის აუცილებელია სასუქიც. როცა ტიტა მწვანე ფოთლებს ამოიყრის, ამ დროს საჭიროა ერთ სათლ წყალზე აზოტოვანი სასუქი 30 გრამი, კალიუმიანი – 20 გრამი, ფოსფორიანი – 20 გრამი.
თუ ყვავილის მოჭრა გადავწყვიტე, მცენარეს ქვედა 2-3 ფოთოლი უნდა დავუტოვო, რათა ბოლქვის კვება და განვითარება შევინარჩუნოთ. ალბათ ვერც წარმოიდგენდით, რომ საჭრელი ინსტრუმენტი შეიძლება ტიტის ინფიცირების მიზეზი იყოს, როგორც ადამიანისა. ვირუსული ინფექცია : ფურცლების სიჭრელე, ერთი ძირიდან მეორეზე რომ არ გადავიტანოთ, ინსტრუმენტს დეზინფექცია უნდა ჩავუტაროთ. უფრო მოხერხებულია, ყვავილი უბრალოდ მოვტეხოთ. თუ შევამჩნიეთ, რომ ტიტა ავად გახდა, უნდა შეველიოთ. ფურცლების სიჭრელეს ადვილად შევამჩნევთ – ინფიცირებული ტიტის გვირგვინი ხაზებითა და ლაქებით იფარება- ხაზები ფოთლებზეც ჩნდება. ტიტა სოკოთიც შეიძლება დაავადდეს. ამ შემთხვევაში მას ფუნგიციდებით უნდა ვუმკურნალოთ. აგრეთვე შესაძლოა, მავნებლებთან ბრძოლაც მოგვიხდეს. ამისთვის დაგვჭირდება ქიმიური პრეპარატები, რომლებიც ქლორს არ შეიცავს. არსებობს რეკომენდაციები ტიტების დარგვის ადგილის თაობაზეც. უმჯობესია, ქარისაგან დაცული ადგილი შევარჩიოთ. ხეების ჩრდილს მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ტიტა მაშინ ყვავის, როცა ხეები ჯერ არ არის გაფოთლილი. აუცილებელი ერთჰი პირობაა – ბოლქვი ისეთ ადგილას უნდა ჩავრგოთ, სადაც ტიტებს სულ ცოტა სამი თვის განმავლობაში უხარია. ეს ერთგვარი საკარანტინო ღონისძიებაა, რათა ახალი ბოლქვების დასნებოვვნება თავიდან ავიცილოთ.