საკითხავისასარგებლოუცნაური

იკის ქვები

1bf62f900fbb

პირველად ე.წ. იკის ქვებისა და მათზე გამოხატულ უცნაურ ფიგურებზე ფრანგი მწერალი და მოგზაური რობერტ შარუ ალაპარაკდა. იგი პერუს პატარა ქალაქ იკიში ჩავიდა, რომელიც ნასკას უდაბნოდან 150 კმ_ითაა დაშორებული. შარუ ქირურგ ჰავერ კაბრერას სახლში მოხვდა და მისი შავი ქვების უნიკალური კოლექციის დანახვისას გაოცება ვერ დამალა.

845722b8c6a4

იატაკზე, ხის თაროებზე, ყველგან ქვები ეწყო – ოვალური, გრძელი, უფორმო, დაახლოებით 12-16 ათასი ცალი, პატარა ქვიდან დაწყებული 100კგ_იანი ლოდებით დამთავრებული. მათზე პრეისტორიული ცხოველები, უცნობი კონტინენტების რუკები, ქირურგიული ოპერაციები და ათასი რამ იყო გამოხატული. “ეს უდავოდ უცნობი ცივილიზაციის ისტორიაა, ნუთუ ისინი ატლანტები არიან?” – წამოუძახია გაოცებულ შარუს.

კაბრერა ამ ქვებს 1960 წლიდან აგროვებს. მათ ზოგი სპეციალისტი XX საუკუნის უდიდეს აღმოჩენას უწოდებს. კაბრერას მიაჩნია, რომ ათასეულობით წლის წინ ეს ქვები წყნარი ოკეანის სანაპიროზე მკაცრი წესით იყო დალაგებული და ბიბლიოთეკის მოვალეობას ასრულებდა. ნაპირის ეროზიამ, ქარებმა, ტალღებმა და სხვა ბუნებრივმა მოვლენებმა ქვები გადაანაცვლა. ზოგიერთზე მხედრის გამოსახულებაცაა, ისინი ისეთ ცხენებზე სხედან, რომლებიც, მეცნიერთა აზრით, ამერიკის კონტინენტზე 150-200 ათასი წლის წინ გადაშენდნენ. ბუნებრივად ჩნდება კითხვა: უცნობი ოსტატის მიერ დახატული მხედარი როგორია? ნებისმიერ ქვაზე გამოხატულ ადამიანებს ერთი რა ერთიანებს – მათ უზომოდ დიდი თავები აქვთ. სხეულთან შედარებით თავის შეფარდება 1:7_თანაა. კაბრერასა და მის თანამშრომლებს მიაჩნიათ, რომ ადამიანის უძველეს წინაპარს სწორედ ასეთი უჩვეულო პროპორციები ჰქონდა და მას იკის ადამიანს ეძახიან. მათ ხელიც განსაკუთრებული ფორმის აქვთ.

4a30e6301b81

ბოდიშით სხვა წარწერისთვისაც

კაბრერა 10 წლის განმავლობაში სწავლობდა ამ ქვებს, საზოგადოებას მათ შესახებ საკუთარი მოსაზრებები მოგვიანებით გააცნო. მისი უმთავრესი დასკვნა შემდეგია – ძველი ამერიკის მიწაზე გონიერი ადამიანი ცხოვრობდა, რომლის განსწავლულობის ახსნა ძალიან ძნელია და მხოლოდ უცხოპლანეტელთა გონების ჩარევით უნდა აიხსნას.

თვითონ ქვები შინაარსობრივად რამდენიმე ჯგუფად იყოფა: გეოგრაფია, ბიოლოგია, ეთნოგრაფია და მედიცინა. მათგან ყველაზე უჩვეულო სამედიცინო თემატიკაა. მაგალითად, რამდენიმე ქვაზე დეტალურადაა გამოხატული ახალგაზრდა დონორის, სავარაუდოდ, მონის, გულის გადანერგვა ასაკოვანი, სავარაუდოდ, საზოგადოებისთვის ძალზე ღირებული ადამიანისთვის. ექიმი ხსნის გულმკერდს, მოხუცი ავადმყოფის გული ამოაქვს, შემდეგი სურათით ცხადია, რომ ოპერაცია დასრულდა და პაციენტს მძიმე მდგომარეობა აქვს, ხელოვნური სუნთქვი აპარატთანაა მიერთებული. არის ასეთი სცენაც, სადაც სისხლის მიმოქცევის შესანარჩუნებლად მოხუცს, რომელსაც გული ამოცლილი აქვს, ორსული ქალის გულს უერთებენ, რომელიც მას საკუთარი გულით კვებავს. ქვების მიხედვით, იკის ადამიანებს ისეთი სამდიცინო ხელსაწყოები ჰქონდათ, რომლებიც XXI საუკუნისას არ ჩამოუვარდება. სხვა ქვებზე ადამიანის ქალაზე ჩატარებული ოპერაციაა გამოხატული. ქვებზე სხვა უჩვეულო დეტალებიცაა. მაგალითად, ერთი პერსონაჟი მეორეს რომელიღაც ხელსაწყოს მოწყობილობას უხსნის, მისი სახელი და ფუნქცია დღევანდელი ადამიანებისათვის უცნობია. მასწავლებელი ამისათვის დიდ თითს ისე იყენებს, როგორ საჩვენებელს.

f527b80455c8

კაბრერა ამ ქვებს დიდხანს აგროვებდა. მათ ადგილობრივი მცხოვრებლები დამშრალი მდინარეების კალაპოტში ჩიჩქნიდნენ და უცხოელ ტურისტებს გროშებად აძლევდნენ. კაბრერამ გადაწყვიტა, ეს არ დაეშვა და ქვების ნაწილი იკის მუზეუმში მოხვდა, ნაწილი კი – მის კოლექციაში. გამოსახულებები – ცხენები, სპილოები, დინოზავრებსა და მფრინავ ხვლიკებზე ნადირობა, დედამიწა დღეისათვის უცნობი ოთხი მატერიკით, ადამიანები, ასტრონომი ტელესკოპით და ლუპით და ა.შ. – როგორ გაირკვა, მჭრელი საგნით კი არ არის გაკეთებული, გრავირებულია. ქვების არასამეცნიერო ახსნა ამერიკელმა რიჩარდ მუნიმ სცადა თავის წიგნში: “დედამიწის კოლონიზაცია”. იგი იმოწმებს ინდიელთა ლეგენდებს, სადაც მფრინავ ხალხსა და ღმერთებს ხშირად იხსენიებენ. მუნიმ ივარაუდა ის, რომ ამ ტერიტორიაზე მცხოვრებ ხალხს ფრენა შეეძლო, უდაბნოს თავზე დელტაპლანით დაფრინავდნენ, ნასკას უდაბნოს ნახატები კი ორიენტირებაში ეხმარებოდათ. მუნის შეხედულება ძველამერიკული კულტურების სპეციალისტმა ანდერსონმა გაიზიარა. მან კოლუმბიის ოქროს მოუზეუმის ერთ ექსპონატს მიაქცია ყურადღება, რომელიც პლანერს გავს, ადრე იგი სათამაშო ეგონათ, მას კორპუსი, ფრთები და ქუდი აქვს. ანდერსონის თხოვნით, ეს ხელსაწყო აეროდინამიკის სპეციალისტებმა გამოცადეს. მიღებულმა მოლოდინს გადააჭარბა, თუ ნამდვილ მოდელს ასეთივე მასალით ააგებდნენ, იგი მნიშვნელოვანი სისწრაფით გაფრინდებოდა და არც ამ ტიპის საფრენი აპარატის მართვა იქნებოდა ძნელი. საინტერესოა ის, რომ ეგვიპტეში, ატლანტის ოკეანის მეორე მხარეს, კაიროს მუზეუმში მცირე ზომის ძველი ქანდაკებაა. ადრე ფიქრობდნენ, რომ იგი ჩიტს გამოხატავდა. როდესაც ამ ჩიტის დიდი მოდელი დაამზადეს, იგი დაფრინავდა (:D).

წყარო: ჟურნალი “სარკე”
იმედია მოგეწონათ.

Mozika

Nothing interesting

მსგავსი ამბები

Back to top button