მონიკა ბელუჩის გამონათქვამები
სახელი მონიკა ბელუჩი-სილამაზესთან ასოცირდება. თუმცა ამ მშვენიერ არსებას არამოლოდ ლამაზი ტანი და სახე, არამედ ის შარმი აქვს, რომელსაც თვალს ვერ მოსწყვეტ. დიახ, მას არ აუღია ოსკარი, თუმცა მისი ქალურობა, სექსუალობა და სინაზე უამრავ ადამიანს აიძულებს უყუროს ფილმს , რომელშიც თავად თამაშობს. მოდით თვალი გადავავლოთ მის გამონათქვამებს.
“ადამიანებს შეუძლიათ გაპატიონ ჭკუა, ტალანტიც, მაგრამ სილამაზე არასდროს”
“ჩემთვის მნიშვნელოვანია უჩვეულო როლების ძიება, მათი აღმოჩენა და შემდეგ მორგება. საბოლოოდ კი იმის გაგება, მოვახერხებ თუ არა მათ შესრულებას. ერთხელ ვიღაცამ მითხრა, რომ თითოეული ჩვენგანის შიგნით სძინავს ლამაზ არსებას. გარკვეული როლის შესრულებისას კი, მსახიობებში ეს არსება იღვიძებს. ჩვენს შინგნით ყველაფერია. უბრალოდ ეს უნდა შევამჩნიოთ”
“მსახიობობა- ეს მხოლოდ ტექსტის წარმოთქმა არ არის. ჰოლი ჰანტერი ფილმ “პიანინოში” არაფერს ამბობდა, თუმცა მან ოსკარი აიღო”
“ჩემი ტანი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია: სახე, თითები, ფეხები, ხელები, თვალები… ყველაფერი. ყველაფერს ვიყენებ რაც გამაჩნია”
“სილამაზე საინტერესო მაშინ არის, როცა ის სამოსითაა დაფარული.”
“სისულელე-პრობლემა არ არის, თუ შენ იცი როგორ გამოიყენო სილამაზე.”
“საკუთარ თავთან მარტო დარჩენისას თავს კომფორტულად ვგრძნობ. იმიტომ არა, რომ ლამაზი ვარ. უამრავი ადამიანი ვიცი, ვინც ლამაზია და მარტოობისას იტანჯება. მე ბედნიერი ვარ. მარტო დარჩენისას მთავარი სილამაზე კი არა შინაგანი გრძნობაა. ჩემ ცხოვრებაში დიდი სიყვარული იყო. ძალიან დიდი ოჯახი მყავს.”
“სილამაზე ქალისათვის 2 შემთხვევაში ხდება პრობლემა: როცა ის არ არის, და როცა არაფერია სილამაზის გარდა”
“აშშ-ში ცხოვრებას ვერასოდეს შევძლებ. იქ ხალხი სილამაზითა და ახალგაზრდობით არის შეპყრობილი. მსახიობები რომლებიც 40-ს აღწევენ ჭკუიდან გადადიან რადგან კინოინდუსტრია ახალგაზრდებს მოითხოვს. მე ასე არ შემიძლია. არასდროს ვიქნები გამხდარი და ყალბი. მე-ნამდვილი ვარ”
“ჩემი ცხოვრების საუკეთესო წუთები მაშინ დგება, როცა დროს მეგობრებთან ერთად ვატარებ.”
“როცა მოვხუცდები საკუთარი ფილმების ყურებას, საკუთარ შვილებს მოვუვლი”
წყარო: www.saintereso.com/