საკითხავიუცნაური

ერთი ავღანელის ისტორია

1990 წელს ერთი ავღანელი, სახელად აბდულ რაჰმანი ქრისტიანად მოექცა.ავღანეთში ასეთი რამ უკიდურეს იშვიათობას წარმოადგენს-ქვეყნის99% მუსლიმია, მაგრამ რაჰმანი მუშაობდა კათოლიკურ საქველმოქმედო ორგანიზაციაში, რომელიც სამედიცინო დახმარებას უწვედა ლტოლვილებს და მან თავისი კოლეგების გავლენით რჯული შეიცვალა. მისი მოქცევის შედეგად ცხოვრება, რომელსაც ის იცნობდა, თავზე ჩამოენგრა. ცოლი, რომელიც მუსლიმად დარჩა, გაშორდა მას იმის საფუძველზე, რომ ქმარი ურწმუნო იყო. ამავე მიზეზით მან დაკარგა მეურვეობა 2 ქალიშვილზე, მშობლებმა კი უარი თქვეს მასზე და განაცხადეს-რადგან სხვა რელიგიის გამო ისლამზე უარი თქვა, სახლში ვერ გავაჩერებთო. 2006 წელს კი რაჰმანი ავრანეთის პოლიციამ ღალატის ბრალდებით დააპატიმრა და ციხეში ჩასვა. ჰანაფის შარიათის კანონმდებლობით პროკურორები მის სიკვდილით დასჯას ითხოვდნენ, ამიტომაც გენერალურმა პროკურორმა ჩამოხრჩობა მოითხოვა. მხოლოდ დიდი საერთაშორისო ზეწოლის შედეგად მოხერხდა რაჰმანის პატიმრობიდან გათავისუფლება. სასამართლოს გარეშე სიკვდილის საფრთხის გამო იტალიამ რაჰმანს თავშესაფარი მისცა.

მუსულმანი ჟურნალისტი და კომენტატორი შაჰნავაზ ფაროქი, რომელიც აბდულ რაჰმანის სიკვდილით დასჯას მხარს უჭერდა ამას მარტივად ხსნიდა : ის უნდა დასჯილიყო, რადგან თუ ვინმე ერთ მომენტში დაადასტურებს ჭეშმარიტებას და შემდეგ უარყოფს, ის საფრთხეში ჩააგდებს ჭეშმარიტების პარადიგმას

თეგები

blogerlady

age: 14

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close