გართობა

გაიგეთ სხეულის ფორმების მიხედვით თუ რა გასუქებთ და დაემშვიდობეთ მკაცრ დიეტას

image

ჭარბი წონა ეს ის თემაა, რომელიც ყოველთვის იყო, არის და ალბათ იქნება აქტუალური ჩვენდა საუბედუროდ. კარგი გენების გავლენით ეს ბევრისთვის პრობლემას არ წარმოადგენს, თუმცა განსაზღვრული ნაწილი კი იტანჯება გარკვეული აკრძალებით- საკვებისა თუ სასუსნავის მხრივ, ხოლო ვისაც გააჩნია გარკვეული სახსრები, ის თავს უთუოდ იტვირთავს სატრენაჟორო თუ სპორტდარბაზებში ზედმეტი კილოგრამების მოსაშორებლად. ნურც იმას იფიქრებთ, რომ მხოლოდ ჩვენს დროში ექცევა ფიგურას ყურადღება, ე.წ. ტრენაჟორები ვიქტორიანულ ეპოქაში გამოიგონეს და მაშინაც აწუხებდა ხალხს ეს პრობლემა. უმეტეს შემთხვევაში ჭარბ წონას ადგილი არასწორი კვებისა და უმოძრაობის- ფიზიკური დაუტვირთაობის გამო ექმნება. ყურებს ნუ ჩამოყრით და ნუ იფიქრებთ, რომ შორს ხართ პრიალა იდეალებისგან, ვინაიდან დღევანდელ სტატიაში მინდა შემოგთავაზოთ ის მიზეზები, რომლებიც იწვევს თქვენს გასუქებას, უბრალოდ კარგად დააკვირდით ფოტოს და ამოიცანით სხეულის ფორმების მიხედვით საკუთარი თავი, შედეგი კი წაიკითხეთ და ეცადეთ ამ კუთხით აღმოფხვრათ თქვენი მთავარი პრობლემა, მკაცრი დიეტებით კი თავს ნუღარ მოიკლავთ.

 

შედეგები:

 

1. სიმსუქნე მთელი სხეულის ირგვლივ. მთელი სხეულის ირგვლივ ჩასუქებული ყველა ორგანო მიუთითებს იმაზე, რომ ადამიანს უყვარს კარგი კვება. სწორედ ნაყროვანება ხდება მნიშვნელოვანი პრობლემა, რაზეც უმეტესი ჩვენგანი უარს ვერ ამბობს, ბუნებრივია მარტივი არაა გემრიელი კერძების იგნორირება და შედეგიც არ აყოვნებს და სახეზეა, უფრო სწორედ სხეულზეა. ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიექცეს ყურადღება საკვების მიღების შემცირების საკითხს. უბრალოდ ჭამამდე 30 წუთით ადრე ორი ჭიქა წყალი დალიეთ, ასევე შავ სიაში შეიყვანეთ ტკბილეული, საკონდიტრო ნაწარმი და ძალიან ცხიმიანი კერძები, შედეგად კი ლამაზი და ჯანმრთელი სხეული გარანტირებული გექნებათ.

 

2. ზედმეტი მუცელი. ზედმეტ მუცელს “ნერვულ კუჭსაც” ეძახიან და ის ძირითადად მუდმივი სტრესისა და დეპრესიის შედეგად ფორმირდება. ეცადეთ ყოველთვის შეინარჩუნოთ სიმშვიდე, ჩართეთ ამაში თქვენი სულიერი პრაქტიკა, წაიკითხეთ მეტი, ფეხით ისეირნეთ, აკეთეთ ის, რაც ყველაზე მეტ სიამოვნებას განიჭებთ. მერწმუნეთ მუცელიც გაქრება და თქვენი ცხოვრებაც მეტად ბედნიერი იქნება.

 

3. წებოვანი სიმსუქნე. სიმსუქნე ქვედაწელში მიუთითებს იმას, რომ გაქვთ ჰორმონალური დისბალანსი ან მენოპაუზა (კლიმაქსი). ამ დროს აუცილებელია თავი მაქსიმალურად დაიტვირთოდ.

 

4. ათეროგენული მეტაბოლური დისბალანსი. ასეთი ტიპის სიმსუქნის დროს ხდება დიდი რაოდენობით ცხიმის დაგროვება მუცელში, რაც გამოწვეულია ნაკლებად სასარგებლო პრუდქტებისგან და ხელს უწყობს სუნთქვის დათრგუნვას. როგორ დავაღწიოთ თავი? ძნელი პროცედურები არც აქ გვჭირდება, უბრალოდ იმოძრავეთ ჰაერზე მეტი და ნუ მიიღებთ ჯანმრთელობისთვის მავნე პროდუქტებს.

 

5. ვენური არხების სიმსუქნე. ამ ტიპის სიმსუქნე გენეტიკურია და მემკვიდრეობით გადადის თაობებზე, თუმცა სულაც არ ნიშნავს ეს იმას, რომ შველა არ შეიძლება და თვალები უნდა დახუჭოთ. ვენური სიმსუქნის დროს ცხიმები გროვდება ფეხებში, ამ დროს კი საჭიროა მეტი დატვირთვა, ბევრი სიარული და არავითარი ლიფტის გამოყენება, მხოლოდ ფეხით სიარული საფეხურებზე. ეს ერთადერთი გზაა, რაც ხელს შეუწყობს ამ პრობლემას მოგვარებაში.

 

6. უმოძრაობით გამოწვეული სიმსუქნე. ასეთი სიმსუქნე ძირითადად გამოიწვევა იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი ადრე ვარჯიშობდა, ბევრს მოძრაობდა და ეხლა მოდუნებულია ანუ უსაქმურობს. ასევე ტკბილეული- ფუნთუშები, ნაცხვარი, შოკოლადი და ა.შ.- ახდენს გავლენას. დაკავდით სპორტით, გამორიცხეთ რაციონიდან ტკბილეული, მიიღეთ მეტი ხილი და სასურველი შედეგიც არ დააყოვნებს.

 

P.S. როგორც ხედავთ, ექვსივე ტიპის სიმსუქნის შემთხვევაში მარტივია გამოსავალი, მთავარია აღმოიფხვრას ძირითადი და გამომწვევი მიზეზები, დაიცვათ ზემო რჩევებიდან ის მარტივი კანონები, მიყვეთ აქტიური ცხოვრების წესს, გამორიცხოთ უსარგებლო პროდუქტები და რაც მთავარია- გიყვარდეთ თქვენი სხეული. ეს აქსიომაა და დავას არ ექვემდებარება.

 

გისურვებთ, რომ იყოთ მუდამ ლამაზები და ჯანმრთელები.

 

წყარო : intermedia.ge

Back to top button