არქივი

ALL BLACKS New Zealand National Rugby Team …

ad45427b2e64

All Blacks — ახალი ზელანდიის ეროვნული ნაკრები რაგბის კავშირში, რომელიც ქვეყნის ეროვნული სპორტია.

გუნდს მოიხსენიებენ, როგორც ახალი ზელანდიად, ასევე All Blacks-ად. All Blacks არის მნიშვნელოვანი ძალა საერთაშორისო რაგბში და ყავს დამარცხებული მრავალი ძლიერი გუნდი, მათ შორის „ბრიტანელი და ირლანდიელი ლომები“ და „მსოფლიო XV“. All Blacks ყოველწლიურად ეჯიბრება ავსტრალიის (კენგურუები) და სამხრეთ აფრიკის (სპრინბოკები) გუნდს „სამი ერის თასის“ ჩემპიონატზე. ჩემპიონატის 12 წლიანი ისტორიის განმავლობაში გუნდმა ჩემპიონობა იზეიმა 8-ჯერ, ხოლო ავსტრალიამ და სამხრეთ აფრიკამ 2-2 ჯერ. მას შემდეგ რაც სამხრეთ აფრიკამ მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი, 2007 წლის 22 ოქტომბერს All Black-მა დაკარგა ლიდერობა საერთაშორისო რაგბის მმართველობის მიერ შედგენილ საუკეთესო გუნდების სიაში. სამხრეთ აფრიკამ სიაში ლიდერობა 2008, 7 ივლისამდე შეძო, შემდეგ კი მას All Blacks-მა გაუსწრო. თუმცა მან ლიდერობა მხოლოდ რამოდენიმე დღე შეძლო და 14 ივლისს მას კვლამ სამხრეთ აფრიკამ გაუსწრო. საერთაშორისო რაგბის მმართველობამ 2006 წელს, All Blacks დაასახელა წლის საუკეთესო გუნდად

გუნდმა პირველი ბრძოლა გამართა 1884 წელს, „კუმბერლენდის ქვეყანა, ახალი სამხრეთ უელსის“ წინააღმდეგ. All Blacks-მა დაასრულეს მათი პირველი მოგებების სერია მათი ზემდგომი გუნდის, სამხრეთ აფრიკის დამარცხებით, ახალ ზელანდიაში, 1956 წელს. ათეული წლის შემდეგ, მათ მიაღწიეს თავიანთ ყველაზე გრძელ მოგებების სერიას, 17 თამაშის მოგებით, 1965 წლიდან 1970 წლამდე. გუნდმა ერთი ტურის განმავლობაში მოუგო ისეთ გუნდებს როგორებიცაა: ინგლისი, ირლანდია, შოტლანდია და უელსი.
ჯგუფის დაარსების ადრეულ წლებში, მათი ფორმის ფერი იყო შავი და სერი. 1905 წლის ტურიდან, All Blacks-ის ფორმა მხოლოდ შავი ფერისგან შედგებოდა, გარდა ვერცხლისფერი გვიმრისა (გერბი), და სახელიც „All Black“ (ყველა შავი) მოდის ამ პერიოდიდან. All Blacks-ის ტრადიციული შესრულება არის „ჰაკა“, რომელსაც ასრულებს გუნდი ლიდერი, გუნდთან ერთად თამაშის დაწყების წინ.

Haka

ახალი ზელანდია ასრულებს ჰაკას (მაორის ცეკვა) ყოველი საერთაშორისო თამაშის დაწყების წინ. ეს ტრადიცია ახალმა ზელანდიამ დაიწყო 1884 წელს, ახალი სამხრეთ უელსის ტურის დროს. ახალი ზელანდიის ეროვნულმა გუნდმა, რომელიც იმყოფებოდა ტურნეზე ბრიტანეთში, 1889 წელს, გამოიყენა Ake Ake Kia Kaha, ხოლო 1903 წელს, როდესაც გუნდი იმყოფებოდა ავსტრალიაში – Tupoto koe, Kangaru! 1905 წლიდან, გუნდმა ტრადიციულად დაიწყო Ka Mate-ს გამოყენება და 1914 წლისთვის, ეს იყო ახალი ზელანდიის ეროვნული ნაკრების ერთერთი მნიშვნელოვანი ნაწილი[19]. 2005 წლის 28 აგვისტოს, სამი ერის თასის ერთერთი თამაშის, სამხრეთ აფრიკა ახალი ზელანდიის დაწყების წინ, ახალმა ზელანდიამ შეასრულა ახალი ჰაკა Kapa o Pango.

მსგავსი ამბები

Back to top button