არქივი

რა არის სიყვარული?

4b73438de371
ამბობენ სიყვარული დედამიწაზე ცხოვრების დროს ავანსად გვეძლევა. არ ვიცი სწორია თუ არა, მაგრამ პავლე მოციქული ამბობდა: ” სიყვარული სულგრძელია და ტკბილი. სიყვარული ილტვის, ყველაფრის იმედი აქვს და ყოველთვის ითმენს. სიყვარული ხომ თავად ღმერთია…”. და მაინც რა არის სიყვარული? ადამიანის გულებში დამკვიდრული ზეციური სხივია…სიყვარული ღამეებს გათენებინებს ფიქრში იმის ირგვლივ დაფრინავ…გაგონდება თითოელუ სიტყვა, ყოველი მოფერება, გაღიმება…ჩაფიქრებულს რომ გკითხავენ: “რაზე ფიქრობ?” და შენ პასუხობ არაფერზე…არაფერია სიყვარული და ამავდროულად ყველაფერია…! ეს ღვთიური ძალა ყველა ადამიანმა უნდა იგრძნოს, ცოდოა ის ადამიანი რომელიც თავის ცხოვრებას დაასრულებს უსიყვარულოდ… როდესაც შეყვარებული ხარ ყველაფერს სხვა თვალით ხედავ… სიყვარულს შეუძლია განახოს ცხოვრების აზრი და ასევე დაგაკარგვინოს… სიყვარული ყველას სხვანაირად შეუძლია, მაგრამ გრძნობა ერთია… სიყვარულის დროს 2 სული ერთ სხეულსშია და 2 გული მხოლოდ ერთ რამისთვის ცემს…

c56822146b1d

ყველაფერი ძველდება მზის ქვეშეთში, ცვდება, იფიტება მტვარდ და ფერფლად უბრუნდება მარადისობის წიაღს.
ათასი ბაბიოლონის გოდოლი ჩამოაქცია ჟამთა სვლამ, ათასი გოროზი გულის ძახილი შეურია დიდ უდაბნოთა დაუსაბამო მდუმარებას. უდაბურდებიან სემირამიდის ბაღებიც. ვინ იცის რამდენი ამპარტავანი სულის ზეობას მოეღო ბოლო რამდენი ზრახვა ჩაჰყვათ სამუდამო ძილში ბედისა და სახელის თავზეხელაღებულ მაძიებლებს და გამწარებულნი ხრავენ ქვიშას.
ინავლება სიყვარულიც…
მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს ფესვები კადნიერად გაჰკვეთენ ქვიან გალავანს და კვალვ გაისმის “ვით ბაზმა გაუქრობელი” ჩვილი, უმწეო

ff101860c7e8

უსიყვარულოდ… (გალაკტიონი)

უსიყვარულოდ
ველად გაზრდილი,
ის გაზაფხულის ნაზ ყვავილებს
სულაც არა ჰგავს…
სიოს მაგივრად ქარიშხალი
ეალერსება
და ვნების ნაცვლად უხმო ალერსს
გარემოუცავს.
და ჭკნება, ჭკნება სიყვარული
უკანასკნელი,
ჭკნება მწუხარედ, ნაზად, მაგრამ
უსიხარულოდ.
და არ არსებობს ქვეყანაზე
თვით უკვდავება,
თვით უკვდავებაც არ არსებობს
უსიყვარულოდ!
და შემოდგომის სიცივეში
ველად გაზრდილი,
ის გაზაფხულის ნაზ ყვავილებს
სულაც არა ჰგავს…
სიოს მაგივრად ქარიშხალი
ეალერსება
და ვნების ნაცვლად უხმო ალერსს
გარემოუცავს.
და ჭკნება, ჭკნება სიყვარული
უკანასკნელი,
ჭკნება მწუხარედ, ნაზად, მაგრამ
უსიხარულოდ.
და არ არსებობს ქვეყანაზე
თვით უკვდავება,
თვით უკვდავებაც არ არსებობს
უსიყვარულოდ!

თქვენ რას ფიქრობთ სიყვარულზე…?

მსგავსი ამბები

Back to top button