არქივი

დაავადება ვიტილიგო

d549229eb228
ვიტილიგო – კანის შედარებით იშვიათი დაავადება, რომელიც ხასიათდება შეძენილი კეროვანი აქრომიით.

ეტიოლოგია. დაავადება განპირობებულია კანის ცალკეული უბნების მიერ პიგმენტის გამომუშავების უნარის დაკარგვით მელანოციტებში ფერმენტ თიროზინაზის არარსებობის გამო, რომელიც ახდენს პიგმენტის წარმოქმის კატალიზებას. დაავადების განვითარებაში გარკვეულს როლს ასრულებს გენეტიკური და ნეიროენდოკრინული ფაქტორები (ფსიქიკური ტრავმები, თირკმელზედა ჯირკვლის, ფარისებრი და სასქესო ჯირკვლების დისფუნქცია).

სიმპტომები და მიმდინარეობა. კანის სხვადასხვა უბანზე დეპიგმენტირებული ლაქების თანდათანობითი გაჩენა, რომლებიც მიდრეკილნი არან ზრდისა და შერწყმისაკენ. დაზიანებულ ადგილებზე თმები ასევე მოკლებულნი არიან პიგმენტს. სუბიექტური ჩივილები არ აღინიშნება. დეპიგმენტირებული უბნების მომატებული მგრძნობელობა მზისა და ხელოვნური ულტრაიისფერი სხივებისადმი. დაავადება აღინიშნება ნებისმიერ ასაკში. მიმდინარეობს განუხრელად, ჩვეულებრივ პროგრესირებს; რემისიები იშვიათია.
454cb05ed899
დაგნოზი ეყრდნობა დამახასიათებელ კლინიკურ სურათს. განსხვავებით ლეპროზული აქრომიისაგან, ვიტილიგოს ლაქებს დაკარგული არა აქვთ მგრძნობელობა.

მკურნალობა ჩვეულებრივ ნაკლებეფექტურია. ფორტოსენსიბილიზატოერების განმეორებითი კურსები შერწყმული ულტრაიისფერ დასხივებასთან; ვიტამინები; კორტიკოსტეროიდული მაზის აპლიკაციები. გამოვლენილი ნეიროენდოკრინული დარღვევების კორექცია. პროგნოზი განკურნების თვალსაზრისით არაკეთილსაიმედოა. მზის დამწვრობის პროფილაქტიკის მიზნით საჭიროა ხანგრძლივი ინსოლაციის თავიდან აცილება.

65ad673d3983

jashiashvili nika

davibade ama da ma wlebshi gavizzarde iq chemi saxelia is rac me mqvia,vcxovrob iq,sadac var axla

მსგავსი ამბები

Back to top button