საკითხავისასარგებლოუცნაური

ბუნებისგან მოტყუებულნი ნაწილი 2

გაგრძელება..

1818 წლის ექპსედიციის დაბრუნებიდან ნახევარი წლის შემდეგ ბაროუმ პარი გააგზავნა ლანკასტერის სრუტისაკენ, რათა მას დაეზუსტებინა არსებული ცნობები. ამჯერად პარიმ მართლაც დაინახა კროკერის მთაგრეხილი და გაცურა მათ შორის-მთები მირაჟი იყო. ჯონ როსი დედამიწაზე ერთ-ერთი უნცაური და მომაჯადოებელი ოპტიკური ფენომენის მსხვერპლი აღმოჩნდა. ცოტამ თუ იცის იმ მირაჟის შესახებ, რომელიც როსმა დაინახა, რადგან მისი წარმოშობისთვის საჭირო პირობები მხოლოდ პოლუსებთან არის. ასეთი ტიპის მირაჟი მაღალი მირაჟის (ანუ არქტიკის მირაჟის) სახელითაა ცნობილი. დაბალი მირაჟი გვიჩვენებს ისეთ რამეს, რაც მართლა არსებობს. ის მთები, რომელიც როსმა დაინახა, ნამდვილად არსებობდა, მაგრამ ლანკასტერის სრუტეში 25 მილის მანძლზე კი არა, არამედ კანადის არქტიკაში, ორასი მილით დასავლელთით დაშორებულ კუნძულზე.

სინამდვილეში, ოპტიმალურ პირობებს თუ გამოვრიცხავთ, ცხადია, 200 მილით დაშორებულ მთებს ვერ დავინახავთ, მაგრამ ჰორიზონტს მიღმა სინათლის სხივის გარდატეხით მაღალი მირაჟი ჩვენი მხედველობის არეში აქცევს საგნებს, რაც ბუნებრივია, დედამიწის სიმრგვალის გამო ბუნდოვნად მოჩანს. ასეთ მირაჟებს ტემპერატურის ცვლილება იწვევს. რაც უფრო მაღლა ავდივართ ტემპერატურა მით უფრო ეცემა.ტემპერატურის უკუცვლილებისას კი პირიქით ხდება:ჰაერის ცივი ფენა დედამიწასტან ახლოს ატიპური ატმოსფერული პირობებით წარმოქმნილ მაღალ,ჰაერის უფრო თბილ ფენას ეჯახება.ეს შებრუნებული ვითარება კი უფრო დრამატულს ხდის იმ ხარისსხს, რომლითაც სინათლის სხივი ძშეიძლება გარდატყდეს. არქტიკასა და ანტარქტიდაში კი ხანდახან სინათლის სხივი იმდენად ტყდება, რომ ფოტონები, რომელიც ადამიანის ბადურას ხვდება, რამდენიმე მილით დაშორებულ საგნად ირეკლება. ამის შედეგია ცრუ ალი-სინათლის ცრუ სხივი, რომელსაც წინდაუხედავი მოგზაურები შეცდომაში შეჰყავს. როსი არც პირველი იყო და არც უკანასკნელი მეზღვაური არქტიკის მირაჟმა რომ გაასულელა. მე-18-ე საუკუნეში მირაჟმა სავარაუდოდ კელტებიც აცდუნა. მათ შორეული ხმელეთი ნავებთან ახლოს მოეჩვენათ და გადავიდნენ იმ ხმელეთზე, სადაც ახლა ისლანდიაა..ისტორიკოსები ვარაუდობენ, რომ ვიკინგები გაემართნენ ჩრდილო ამერიკისაკენ მას შემდეგ, რაც ბაფინის კუნძულის მაღალი მირაჟი დაინახეს. თეორიულად ასეთი მირაჟის ობიექტი მრავალი რამ შეიძლება იყოს, მათ შორის აისბერგები, მოდრეიფე ყინულები და უმეტესად- სხვა გემები. თუნდაც გავიხსენოთ კანადელი კაპიტნის რობერტ ბარტლეტის შემთხვევა 1939 წელს. ამ წლის 17 ივლისს გრელანდიიდან ისლანდიისაკენ მიმავალმა ბარტლეტმა დაინახა ამ უკანასკნელის ნაპირი, რომელიც ისეთი სახით წარმოიმართა რომ სულ იოლად გაარჩია ნაცნობი ადგილები. მას ეგონა, რომ მანძლი 25-30 მილი იქნებოდა, არადა იცოდა რომ ფაქტობრივი მანძლი ათჯერ მეტი იყო, რადგანაც გემი ისლანდიის ნაპირიდან მისი გათვლებიოთ 350 მილის მანძილზე იმყოფებოდა

სურათზე გამოსახულია ჯონ როსი

მხოლოდ ნავიგაციის სისტემის 125 წლიანმა განვითარებამ და გეოგრაფიის ცოდნამ იხსნა ბარტლეტი, რომ ზუსტად იგივე შეცდომა არ გაემეორებინა, რაც როსმა დაუშვა. ტექნოლოგიის პროგრესის წყალობით ბარტლეტმა სძლია საკუთარ მსჯელობას, არადა ხმელეთის კონტურები და თოვლით დაფარული სნაიფელსოკულის მწვერვალები წარმოდგნელად ახლოს ჩანდა. ასე დაუპირისპირდაა გეორგრაფიის ცოდნა საკმაოდ ძლიერ ბუნებრივ მოვლენას-მაღალ მირაჟს
მესამე ნაწილში კი შემოგთავაზებთ ყველაზე ცნობილი მირაჟის შესახებ ერთ ისტორიას..

თეგები

blogerlady

age: 14

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close