არქივი

ბიკინი

573a38735e40

ამ პოსტში იხილავთ ბიკინის წარმოშობის ისტორიას…..

გასული საუკუნის 10-იან წლებში მილიონობით მამაკაცის ეროტუკულ ოცნებასა და ფანტაზიას, ამერიკელმა მსახიობმა რიტა ჰეივორტმა ფრთები შეასხა.წითურთმიანი ლამაზმანის ფოტოები ჟურნალის გარეკანებს, ჯარისკაცების ყაზარმებსა და მძიმე სატვირთო მანქანების კაბინებს ამშვენებდა, მაგრამ ისტორიას განსაკუთრებით ერთი ფოტო დაამახსოვრდა რომელიც ატომურ ბომბზე იყო მიკრული და 1945 წელს წყნარი ოკეანის ტროპიკულ კულძულ ბიკინიზე ჩამოაგდეს.

aed4323d4a3f

სულ რაღაც ერთ წამში, სამოთხის კუნძული მტვერში გახვეულ ჯოჯოხეთს დაემსგავსა.აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ კატასტროფის შემდეგ გაჩნდა სახელი “სექსბომბა”, ხოლო მოგვიანებით ავბედითი კუნძულის სახელი ფრანგი ლუი რეარის მიერ გამოგონილ პლაჟის თამამ სამოსსაც უწოდეს. თუმცა უნდა აღინოშნოს, რომ ატომურ აფეთქებასაც კი არ გამოუწვევია ისეთი აჟიოტაჟი, რამ მომცრო ზომის ბიკინის გამოგონებას მოჰყვა.

91ab3478dee0

შეიძლება თამამად ითქვას, რომ მანქანების ინჟინრის ქმნილებამ, მსოფლიოს პლაჟებზე ნამდვილი სენსაცია მოახდინა.თავდაპირველად,ტოპმოდელები პოდიუმზე ბიკინებით გამოსვლას კატეგორიულად აპროტესტებდნენ. პირველი ჩვენებისთვის, საცურაო კოსტიუმის შემქნელებმა სტრიპტიზის მოცეკვავეებიც კი დაიქირავეს,რომელთაც ბიკინებში გამოსვის არ ერიდებოდათ.ერთ-ერთი მათგანი მიშელ ბერნადენი იყო, რომელმაც წარმატებული დეფილეს შემდეგ, ცოლად გაყოლის 50 ათასი შეთავაზება მიიღო.

მიშელ ბერნადენი

de2c3ade1441

ამ ახალ მოვლენას არც ეკლესია აღუფრთოვანებია:იტალიის,ესპანეთისა და პორტუგალიის სასულიერო წარმომადგენლები ბიკინის ჩაცმას სასტიკად კრძალავდნენ,ხოლო სამართალდამცველები პროვოკაციულ სამოსში შემჩნეულ ქალბატონებს აკავებდნენ,ტრუსების სიგრძეს უზომავდნენ და სოლიდური თანხით აჯარიმებდნენ.მაგალითად,1965 წელს, 17 წლის გოგონა, რომელიც პლაჟზე ბიკინით სეირნობდა, პოლიციამ დააკავა და მოხუცებულთა თავშესაფარში ექვსდღიანი გამოსასწორებელი სამუშაო მიუსაჯა.
უნდა აღინიშნოს, ლუი რეარს თავისი ბიკინი წმინდა ინკვიზიციის პერიოდში რომ შეექმნა, ინკვიზიტორებს ერთით მეტი კოცონის დანთება მოუწევდათ.

a13b28bc1900

2006 წლის 5 ინვისს, მსოფლიო მოდის მძლავრმა ინდუსტრიამ, კარგად ცნობილი სუპერსამოსის დაბადების დღე იზეიმა, რომელიც აგერ უკვე ექვსი ათწლეულია, მამაკაცებს გულგრილებს ვერ ტოვებს და თვალის გაყოლების სურვილს არასდროს უნელებს:მაშ ასე, 1946 წელს მსოფლიოს ბიკინის სტილის პირველი საცურაო კოსტიუმი მოევლინა.თუმცა ისიც ცნობილია,რომ ჯერ კიდევ 1600 წლის წინ, რომის იმპერიაში იყვნენ ლამაზმანები, რომლებიც ორი დეტალისგან შემდგარ საცურაო კისტიუმს ატარებდნენ.ეს ქალბატონები სიცილიის ერთ-ერთ ტაძარში სამიდამოდ კედელზე ამოტვიფრულები დარჩნენ.

9e88aa77a9b7

საცურაო კოსტიუმები, როგორც ჩაცმულობის დამოუკიდებელი ტიპი, ჯერ კიდევ XX საუკუნეში გაჩნდა.იმ დრომდე გარუჯვა მოდაში არ იყო.თავდაპირველად, მზის აბაზანების პროპაგანდა ფრანგული მოდის კანონმდებლება გაბრიელ შანელმა და ჟან პატუმ დაიწყეს.
სულ მალე,მომცრო ზომის ბიკინიმ მთელი მსოფლიოს პლაჟები დაიპყრო.ეკლესიაც იძულებული იყო დამარცხება ეღიარებინა, ხოლო სამკერვალო ფაბრიკები, რომლებიც სამ ცვლაში მუშაობდნენ, შეკვეთებს სამი წლით ადრე იღებდნენ.
დაბოლოს, კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი ბიკინის ისტორიიდან:1943 წელს, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს რესურსების ყოველგვარი ეკონომიის მომხრე იყო, მკერავებს მოსთხოვა, რომ ქალის საცურაო კოსტიუმის შესაკერად დახარხული ნაჭერი კიდევ 10 სანტიმეტრით დაეპატარავებინათ.
პენტაგონის გენერლებს, ლუი რეარი სულ მცირე ერთი მედლით მაინც უნდა დაეჯილდოვებინათ, რადგან მისი მცდელობის შედეგად,საცურაო კოსტიუმის მოცულობა, ოთხჯერ შემცირდა.მკაცრი,”პურიტანული” საცურაო კოსტიუმის მაგივრად, რომელსაც ორი მეტრი ქსოვილი ჭირდებოდა,შეიქმნა ბიკინი,რომლისთვისაც ნახევარი მეტრი ქსოვილიც საკმარისი იყო.

მემგონი საიტერესო გამოვიდა…

Paata Chikhladze | Create your badge
100000723197782.1791.1630197383

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button