არქივი

ჰიპები

e97522d8fb4c

შევეცდები მოგიყვეთ იმ ადამიანებზე, რომლებმაც უარი თქვეს დღევანდელობაზე და ცალკე სამყარო შექმნეს.

ჰიპები იყვნენ ახალგაზრდული საპროტესტო მოძრაობის წარმომადგენლები. ისინი პროტესტს უცხადებდნენ ძალმომრეობასა და საზოგადოების მიერ დაწესებულ ნორმებს, ამიტომ ტოვებდნენ ოჯახებს, ზურგს აქცევდნენ ფუფუნებასა და სიმდიდრეს, რაადგან თვლიდნენ, რომ ეს ყველაფერი ძალმომრეობის გზით იყო დაგროვილი. ჰიპების მოძრაობაში გაერთიანებული იყვნენ 16-26 წლამდე ასაკის ახალგაზრდები, რომლებიც საზოგადოების მაღალ ფენას ეკუთვნოდნენ. ჰიპებმა ჩამოაყალიბეს საკუთარი თემი. ისინი ჩაკეტილები იყვნენ თავიანთ ვიწრო სამყაროში და არ ცნობდნენ ქვეყანაში არსებულ საზოგადოებრივ წესებსა და ნორმებს. ჰიპების ლოზუნგი იყო: „გამოეთიშე, განეწყე და განუდექი“.

hippy-დასავლური ახალგაზრდობის სტიქიური მოძრაობა XX საუკუნის 60- 70 წლებში. რომელიც პროტესტს აცხადებდა საზოგადოდ მიღებული ზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ და არ სურდა ევლო მამების გზით, პირველ რიგში კი ეშრომათ. ისინი გატაცებული იყვნენაღმოსავლური კულტებით, უარყოფდენ ოჯახს და ცხოვრობდნენ კომუნებად, რომელშიც აქესობრივი აღვირახსნილობა მეფობდა.სანოვაგეს შოულობდენ მათხოვრობით, მიესალმებოდენ ალკოჰოლს,ფსიქოტროპულ პრეპარატებს და ნარკოტიკს. ქადაგებდნენ პაციფიზმს და უარს აცხადებდნენ ემსახურათ ჯარში დევიზით დაკავდი სიყვარულით და არა ომით. ჰიპი – ახალგაზრდული ფილოსოფია და სუბკულტურა, პოპულარული აშშ-ში 60–70-იან წლებში, რომელიც გამოხატავდა პროტესტს საზოგადოებაში მიღებული მორალის მიმართ და მისწრაფებას ბუნებრივი სისუფთავისკენ, თავისუფალი სიყვარულის და პაციფიზმის პროპაგანდით.

პირველად სიტყვა ჰიპიმ გაიჟღერა ერთ-ერთ, ნიუ-ორკის ტელეგადაცემაში. ტელეწამყვანს სტუდიაში ყავდა მოწვეული ახალგაზრდების ჯგუფი, გახეხილი ჯინსებით, გრძელი თმებით, რომლებიც პროტესტს გამოხატავდნენ ვიეტნამის ომის წინააღმდეგ. იმ დროს ძალიან პოპულარული იყო გამოთქმა (სლენგზე) ‘to be hip’ რაც ნიშნავდა ‘იყო საქმის კურსში’ და ნიუ-ორკელ კონტრკულტურის მხარდამჭერებს “გრინვიჩ ვილიჯიდან” უწიდებდნენ ‘hips’ ამ შემთხვევაში კი წამყვანმა იხმარა ეს სიტყვა იმისთვის რომ ხაზი გაესვა ახალგაზრდების, შეგნებულად, საზიზღარ ჩაცმულობაზე, რომლებიც მოვიდნენ ნიუ-ორკის გარეუბნიდან და უნდათ, რომ იყვნენ ‘hips’. ჰიპების მოძრაობა ათვლას იწყებს 1965 წლიდან.

რა თქმა უნდა აშშ-ში . უსმენდნენ როკ’ნ’როლს, ხშირად ეტანებოდნენ მარიხუანას. მოგზაურობდნენ – ავტოსტოპით ფოლცვაგენის ფურგონებში, რომლებიც მოხატული იყო ყვავილებით,უყვარდათ აღმოსავლური მისტიკა, ძალიან ხშირად მედიტირებდნენ და ძირითადად იყვნენ ვეგეტარიანელები. ჰიპები ხშირად იმაგრებდნენ ყვავილებს თმებში, ჩუქნიდნენ ყვავილებს გამვლელებს, უყოფდნენ ყვავილებს პოლიციელებს და ჯარისკეცებს, იარაღის ლულებში და ხმარობდნენ ლოზუნგს “Flower power” სწორედ ამიტომ შეარქვეს მათ ‘ყვავილების შვილები’. ჰიპების დევიზი იყო “ყვავილების ძალაუფლება” !

“გამოეთიშე” ნიშნავს ზურგი აქციო საზოგადოების მიერ დადგენილ წესებსა და ნორმებს.

“განეწყე ” — ჩაუღრმავდი თავს, მონახე ცხოვრების აზრი და მიზანი.

“განუდექი” — უარყავი სწავლა, თვალთმაქცი საზოგადოება, გააკეთე ის, რაც გსურს და როგორც გინდა.

მიუძღვენი თავი როკს, ნარკოტიკებსა და თავისუფალ სიყვარულს.

თავიანთი შეხედულებებით, გარეგნობითა და ქცევებით ისინი ცდილობდნენ პროტესტი გამოეთქვათ დაკანონებული წესებისა და ნორმების წინააღმდეგ, მაგრამ ხერხები და საშუალებები, რომლითაც ისინი ცდილობდნენ საზოგადოების მარწუხების გარღვევასა და თავისუფლების მოპოვებას, იმავე საზოგადოების დანარჩენი ნაწილისათვის გამაღიზიანებელი და მიუღებელი იყო. საბოლოოდ, უკონტროლო და უპასუხისმგებლობამ ჰიპების მოძრაობა უმართავ გახადა, რამაც მისი მარცხი გამოიწვია.

Back to top button