ამ ფოტოსთვის, როკო მორავიტომ 1968 წელს აიღო პულიტცერის პრემია.
1967 წელს აშშ-ში, ფლორიდის შტატში, მაღალი სიცხის გამო კონდიციონერი ყველას ჩართული ქონდა, ამან ხაზების გადატვირთვა გამოიწვია, რასაც ძაბვის მოულოდნელი ავარდა მოყვა და ერთ-ერთ ელექტრიკოსს, რენდელ ჩამპიონს, ზედ ბოძზე 4160 — მა ვოლტმა დაარტყა.
ამ დროს ფოტოგრაფი როკო მორავიტო, თავისი დავალებიდან ბრუნდებოდა, სადაც რკინიგზის ავარია გადაიღო და უეცრად მოესმა შეყვირება, ზემოთ აიხედა და დაინახა როგორ ცდილობდა ერთი ელექტრიკოსი დენ-დარტყმული მეგობრის გადარჩენას.
ჯეი დი ტომპსონი, უცებ აძვრა ელ.გაყვანილობის ბოძზე, თავი დაუჭირა და ხელოვნური სუნთქვა ჩაუტარა მეგობარს, ამ დროს ფოტოგრაფი უკვე იღებდა ქვემოდან, ბოლოსდაბოლოს, ტომპსონმა დაიძახა -“სუნთქავს”, მართლაც, რენდელი გადარჩა.