არქივი

ჭიანჭველები

main

ჭიანჭველა ერთ-ერთი მწერია რომლისაც ადამიანებს იშვიათად თუ ეშინიათ, ან განიცდიან ზიზღს. ისინი უწყინარნი, შრომის მოყვარე, ძლიერები და სოციალური მწერებია. ჭიანჭველას მწერების მეფეს ტყუილად არ უწოდებენ და ამ სტატიდან თქვენ ამაში დარწმუნდებით.

ჭიანჭველა(ლათ. Formicidae)- მწერების ოჯახის და ჭიანჭველასებრთა სუპეროჯახის წარმომადგენელია. იგი არის სოციალური მწერი, მათი ყველა სახეობა სოციალურ ცხოვრებას ეწევა. მსოფლიოში დაახლოებით 12 000 ჭიანჭველის სახეობაა გავრცელებული, რომლებიც ანტარქტიკის გარდა ყველა კონტინენტზეა მოდებული. კოლონიები შედგება 3 კასტისგან: მდედრები, მამრები და მუშა ინდივიდებისგან. ისინი ცხოვრობენ ოჯახებად(კოლონიებად) ბუდეებში. ბუდეები სხვადასხვა სახისაა მაგალითად მიწისქვეშ, ხეებში, ქვის ქვეშ, ზოგიერთი სახეობა კი მცენარეების ნაწილებისგან აგებენ ბუდეებს, არსებობენ პარაზიტული სახეობებიც, რომლებიც სხვა სახეობოს ბუდეებში ცხოვრობენ. მონათმფლობელი ჭიანჭველები რომლებიც იტაცებენ სხვა სახეობის კვერცხებს და გამოჩეკვის თანავე საკუთარ ბუდეებში ამუშავებენ მონებად. ზოგიერთი სახეობის ჭიანჭველები ადაპტირებულები არიან ადამიანის საცხოვრებლებში. ჭიანჭველების ზოგიერთი სახეობა ითვლება სარგებლის მომტანად, რადგან ისინი ანადგურებენ მწერებს და ამით აბალანსებენ ბუნებას, მაგრამ არის სახეობები რომლებიც არიან ზიანის მომტანები.

working

ჭიანჭველები ძირითადად იკვებებიან მცენარეული წვენით, სხვა მწერებით, ასევე არის სახეობები რომლებსაც კულტივირებული ყავთ სოკოები, ბუდეებში უქმნიან შესაბამის პირობებს, ზრდიან მათ და შემდეგ საკვებად იყენებენ, ზოგიერთ სახეობას კი საკუთარი “საქონელიც” კი ყავთ, ბუგრების მსგავსი მცენარის ტილები, რომლებიც მცენარის წვენის გადამუშავების შედეგად გამოყოფენ ტკბილ სეკრეტს, რითაც კვებავენ ჭიანჭველებს. ეს თანამშრომლობა იმ დონეზეა განვითარებული, რომ ჭიანჭველებს ეს მწერები 1 მცენარიდან მეორეზე გადაყავთ, უვლიან, მალავენ წვიმის დროს და რაც მთავარია იცავენ მათ, ჭიანჭველა კი საუკეთესო მცველია მწერების სამყაროში.

asdas

ჭიანჭველების მთლიანი მასა(წონა) უტოლდება ადამიანების ჯამურ მასას, ისინი ხმელეთის ბიო მასის 10-25%-ს შეადგენენ, ანუ ხმელეთზე ადამიანების შემდეგ ჭიანჭველები ბატონობენ. რაოდენობა ზოგიერთ ადგილებში 1 კვადრატულ კილომეტრზე რამდენიმე მილიარდს შეიძლება აღწევდეს. ისინი მუდამ საკვების ძიებაში არიან და მათ მიერ შთანთქმული საკვები წარმოუდგენელ რიცხვებს აღწევს, ჭიანჭველები ერთად აღებულ ლომებზე, მგლებზე და ვეფხვებზე მეტ საკვებს ჭამენ.

img

ევოლუციამ ჭიანჭველები დააჯილდოვა ყველაზე ძვირფასით, ადამიანების მსგავსად კოლექტიური არსებობით, რაც გახდა მათი წარმატების წინაპირობა. ჭიანჭველები დაახლოებით 110-130 მლნ წლის წინათ წარმოიშვნენ სავარაუდოთ ყოფილ სუპერკონტინენტ ლავრაზიაზე. მათ სუსტად აქვთ მხედველობა განვითარებული, მაგრამ უმაღლეს დონეზე ქიმიური კომუნიკაციის უნარი. ჭიანჭველა მზვერავი გადაადგილებისას ტოვებს სპეციალურ ქიმიურ კვალს, როდესაც ის მიაგნებს მსხვეპლს, ახალ საცხოვრებელ ადგილს ან სხვა რაიმე გამოსაყენებელ ნივთს, ის უკან დაბრუნებისას კვალს უფრო ინტენსიურს ხდის რაც ნიშანია სხვა ჭიანჭველებისთვის, რომ იქ აუცილებლად უნდა წავიდნენ. ამ ქიმიურ სისტემას ისინი საკონტაქტოდ და ერთმანეთის ამოსაცნობადაც იყენებენ.

ჭიანჭველების ყველაზე ძვირფასი არსება არის დედოფალი, რომელიც ბუდის სპეციალურ ნაწილში არის მოთავსებული. ის ძალიან დიდი ზომისაა თავის თანამოქალაქეებისგან განსხვავებით, უმოძრაოდ წევს და განუწყვეტლივ დებს კვერცხებს, ფაქტიურად არის “კვერცხების გამოჩეკვის დანადგარი”. მუშები მას კვებავენ, უვლიან და კვერცხები სპეციალურ განყოფილებაში “ინკუბატორში” გადააქვთ. ჭიანჭველებისთვის უმთავრესია მომავალი თაობა ამიტომ კვერცხებს განსაკუთრებულად უფრთხილდებიან. ზოგიერთ სახეობაში კასტები უფრო რთულად არის განაწილებული მაგალითად ერთ კოლონიაში შეიძლება იყოს დედოფალთან ერთად, მუშები, ძიძები, ჯარისკაცები და მზვერავები, რომელთა ზომები განსხვადება. არის სახეობები რომელთაც ახასიათებთ პოლიმორფიზმი, ანუ 1 კოლონიაში სხვადასხვა კასტებს შორის ზომების და ფორმების განსხვავება. ერთ-ერთი ყველაზე დიდი ზომის სახეობაა Camponotus gigas რომელთა ჯარისკაცების ზომა თითქმის 3 სანტიმეტრს აღწევს, ერთი სიტყვით დიდი არ არის მაგრამ როდესაც ათასობით ასეთ მხეცს გადაეყრებით, დამიჯერეთ ყველაზე კარგს რასაც გააკეთებთ უკან გაიქცევით. არის ასევე სახეობები რომლებიც თავის დაცვის მიზნით მუცლიდან ასხავენ ჭიანჭველა მჟავას, რომელიც თვალზე ან კანზე მოხვედრისას არასასიამოვნო წვას იწვევს, ზოგიერთ ინდივიდს კრაზანის მსგავსად მუცლის ბოლოზე განუვითარდა ნესტარი. ჭიანჭველის სიცოცხლის ხანგრძლივობა საშუალოდ 1-3 წელს შეადგენს. მდრებს და მამრებს გამოჩეკისას ფრთები აქვთ განვითარებული, ისინი მიწაზე ამოდიან და შეჯვარების შემდეგ მიფრინავენ. მამრები ფაქტიურად შეჯვარების შემდეგ მალე იღუპებიან, ხოლო მდედრები მიფრინავენ ახალი ბუნაგის საპოვნელად სადაც ის ფრთებს მოიცლის და ბუნაგში დადებს კვერცხებს, რითაც დასაბამს მისცემს ახალი სუპერ კოლონიის წარმოქმნას.

class

ამ მწერის შესაძლებლობები ყველამ კარგად იცის, მათ შეუძლიათ საკუთარზე 100 ჯერ მძიმე ნივთის ტარება და თანაც რეკორდულ მანძლიებზე, ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ ჭიანჭველა დიდი რაოდენობით იღებს საკვებს(ენერგიას) მას ასევე აქვს მოხერხებული აგებულება და გადაადგილების სტილი. აღსანიშნავია მათი ფეხები, რომლებიც ნებისმიერ ზედაპირზე და კუთხით აძლევს თავისუფალი მოძრაობის საშუალებას, თუნდაც გლუვ მინაზე ვერტიკალურად დაკიდებული და ათეულჯერ მძიმე ტვირთით დატვირთული.

ჭიანჭველას ბუნებაში ძალიან ცოტა მტერი ყავს, რაც მათი კოლექტიური ცხოვრების დამსახურებაა, ისინი ერთმანეთის გარეშე არაფერს წარმოადგენენ, ამიტომაც ერთად მუშაობენ, როგორც ერთი მთლიანი ორგანიზმი. შეიძლება ითქვას რომ ისინი პლანეტის ყველაზე სოციალური და დისციპლინირებული არსებები არიან. ამ ყველა ფაქტორის გათვალისწინებით თამამად შეიძლება ითქვას რომ ამ პლანეტაზე კონკურენტები გვყავს, ამის საუკეთესო მაგალითია ამაზონის ჯუნგლები სადაც რაც არ უდნა გასაკვირი იყოს ჭიანჭველებს ჭუნგლების მეფეც შეარქვეს, რადგან მათ ვერაფერი ვერ აჩერებს, ხოლო ყველაფერი რაც მათ გზად გადაეყრება, აუცილებლად დანაწევრდება და ბუნაგში შეინახება საკვებად. ამაზონიის მკვიდრი ადამიანები ხუმრობით იმასაც ამბობენ რომ თუ შეამჩნიე, რომ მიწა მოძრაობს, არც დაფიქრდე… გაიქეცი!

ეს კი ძალიან კარგი დოკუმენტური ფილმია ჭიანჭველებზე. ვისაც გაინტერესებთ შეგიძლიათ უყუროთ და დარწმუნებული ვარ არ ინანებთ.

რუსულად

ინგლისურად

DaviDovicH

var taviseburi xasiatis mqone bichi, ver vitan usamartlobas, uzrdelobas da garyvnolobas. miyvars sayvarel adamianebtan urtiertoba, cota daleva :D da ra tqma unda ucnauri blogic.

მსგავსი ამბები

Back to top button