მათთვის, ვისაც უკვე პერსონალური თვითმფრინავი ჰყავს და კვლავაც სურს რაიმე, ახალი საფრენი მოწყობილობის შეძენა, ვერტმფრენების იტალიურმა მწარმოებელმა, კომპანია – Agusta Westland–მა, კვლავაც წარმოადგინა ახალი მოდელი – AW109GN, რომელიც ფუფუნების ვერტმფრენი გახლავთ.
აშშ–ში დარეგისტრირებულსა და – CVR/FDR–ის მიერ სერთიფიცირებულ სიახლეს ხელეწიფება 25 სთ–ი ფრენა, რაც ტესტირების შედეგად დადასტურდა; იგი აღჭურვილია: 5 მგზავრზე გათვლილი (პილოტის ჩათლით 6 ადამიანზე გათვლილი) VIP–ინტერიერით; ორმაგი ილუმინაციის ფანჯრებით; ხმის სუპერ იზოლაციით; ხმის აქტიურად მანულირებელი 8 ყურთსასმენით; ჰაერის გამათბობელი და მაკონდიციონირებელი სისტემით; იმპულსური ჩიპ–დეტექტორით; 140 კვანძის მქონე კრეისერული სიჩქარით და სხვა მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობებით.
ხოლო რაც შეეხება მის საფასურს, იგი 7 595 000 აშშ დოლარი გახლავთ.
წყარო: www.journal.top100.ge