Sanzhi Pod-City-ი შედგება UFO სახლებისგან. ეს ქალაქი დაარსდა თავდაპირველად ამერიკული ჯარების გამაჯანსაღებელი ვარჯიშებისა თუ წვრთნების ჩასატარებლად, ხოლო უცნაური ნაგებობის გამო მას UFO ნაგებობებიანი ადგილის სტატუსი მიენიჭა. ყველაფერი კი იუკო ჯოის, პლასტმასის მწარმოებელი კომპანიის Sanjhih Township plastics -ის გენერალური დირექტორის იდეით დაიწყო. 1980 წელს დაიწყეს კომპლექსის მშენებლობა, მაგრამ იუკოს მოულოდნელი გაკოტრების გამო 1987 წელს -შეწყვიტეს. მაშ შემდეგ პროექტის განახლება არაერთხელ სცადეს, მაგრამ უშედეგოდ.
აღსანიშნავია, რომ მშენებლობისას საკმაოდ ხშირად ხდებოდა ავარიები, ნაგებობის დაზიანებები, მუშებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემებიც გაუჩნდათ, ზოგი მათგანი საერთოდ გარდაიცვალა. მალე გავრცელდა ჭორები, რომ ამ ადგილას მოჩვენებები ცხოვრობდნენ. ამ და სხვა მიზეზების გამო 2008 წელს გადაწყვიტეს კომპლექსის სრული განადგურება