მიწისძვრა პროგნოზირებადია?!
ბუნებრივი კატასტროფა ადამიანს დიდ ზიანს აყენებს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მისი პროგნოზირება. ამისათვის მრავალი ხერხი არსებობს. თუმცა მრავალი მათგანის პროგნოზირება მეცნიერებს ჯერ არ ძალუძთ. მინდა გითხრათ, რომ მეცნიერები მიწისძვრას არაპროგნოზირებად მოვლენად მიიჩნევენ, ვინაიდან იციან არეალი სადაც მისი მოხდენის ალბათობა არსებობს. თუმცა არ იციან ეს ზუსტად სად და როდის შეიძლება მოხდეს. თუმცა არსებობს საწინააღმდეგო აზრიც, რომ მიწისძვრის პროგნოზირება შეიძლება.
ეს მოსაზრება ასეთია. როცა სამყაროში მიწისძვრა ხდება, კოსმოსიდან შესამჩნევია დედამიწის ატმოსფეროს ერთ-ერთი ფენის ნათება. ამ ნათების შემდეგ ხდება მიწისძვრა. თუმცა ამ აზრს ყველა როდი იზიარებს.
თავად მიწისძვრას იწვევს დედამიწის ლითოსფეროს ფილების გადაადგილება. მათი შეჯახების შედეგად წარმოშობილი ტალღები იწვევს მიწისძვრას. მოგეხსენებათ, მიწისძვრის სიძლიერე იზომება რიხტერის შკალით. მაქსიმალურია 12 ბალიანი მიწისძვრა. ამ დროს მთლიანად იცვლება დედამიწის ზედაპირის ფორმები, ინგრევა შენობები. მოკლედ, იცვლება რელიეფი. 3 ბალიან მიწისძვრას კი უკვე ვგრძნობთ.
მიწისძვრების შემსწავლელ მეცნიერებას სეისმოლოგია ეწოდება. მინდა გითხრათ რომ საქართველოც ერთ-ერთი სეისმურად აქტიური ზონაშია.
ამრიგად, მიწისძვრის პროგნოზირება შეიძლება. და ეს შეიძლება კოსმოსური თანამგზავრიდან ატმოსფეროს ფერის ნათების შემჩნევის შედეგად. შეიძლება პროგნოზირებამ მიწისძვრა თავიდან ვერ აგვაცილოს,მაგრამ, ამის საშუალებით, კაცობრიობა დიდ ზარალს აიცილებს თავიდან.