არქივი

ტრაგედია წიწამურთან

18adf1393e29

გენიოსი ადამიანები ეპოქას უსწრებენ. მათი შემოქმედება არ ფასდება მათსავე სიცოცხლეში. აი თუნდაც, ნიკო ფიროსმანი თავიანთ სიცოცხლეში ვერ დააფასეს. სიკვდილის შემდეგ კი მის ნამუშევრებს მსოფლიოს ცნობილ გალერეათა კარი გაუღეს. გენიის არ დაფასება ერთია, მოკვლა კი სხვა… წიწამურთან მომხდარი ტრაგედიის შემდეგ 105 წელი გავიდა. 1907 წლის 12 სექტემბერს, წიწამურთან მოკლეს. იმ დღეს ილიას სახით საქართველომ დიდი ადამიანი დაკარგა. ილიას საფლავზე არის ძეგლი, რომელიც მწუხარე საქართველოს გამოსახავს.

924246821423

ილია მოკლეს სიმართლისთვის. მან ქართველი კაცის უარყოფითი თვისებების დაგმობით, მისი არარაობით ბევრი მტერი გაიჩინა. თუმცა ილიას ამით ერის შეურაცხყოფა კი არ სურდა, მას სურდა ადამიანები კარგი მხრით შეცვლილიყვნენ.

562c8a41aeb9

“კაცია- ადამიანი?!” ამ სათაურით ილიამ ყველაფერზე პასუხი გაგვცა. მხოლოდ იმაზე ფიქრი, თუ ხვალ რას შეჭამ, ცრუ ფუსფუსი, საკუთარი თავით კმაყოფილება ადამიანს კარგს არაფერს მოუტანს. ნაწარმოებში ლუარსაბი ღმერთს ეუბნება, მე ხომ ეკლესიაში დავდიოდა, ამას და ამას ვაკეთებდი….. მაგრამ ლუარსაბი არ ლაპარაკობს იმაზე რას არ აკეთებდა. იგი ფიქრობს, რომ ადამიანი ერთ ცხოვრებს წესს უნდა დასჯერდეს, ერთსა და იმავეზე იფიქროს….

24732902731b

ილია ყოველთვის ქართველ ხალხზე ზრუნავდა. იგი იყო ჭეშმარიტი პატრიოტი. მთელი გულით უყვარდა საქართველო.ხალხს ზნეობრიობისკენ უბიძგებდა. ქართველებს მუდამ იმას ახსენებდა, რომ ერის ისტორია არ დაევიწყებინათ. მისი თქმით, როცა ერი თავის ისტორიას ივიწყებს, მაშინ იწყება მისი გათახსირება. თუმცა ქართველებმა ილიას ყური როდის ათხოვეს. მათთვის ილია იყო “სხვა პლანეტიდან მოსული”, სხვა, მათთვის უცხო იდეებით. სინამდვილეში კი ილიას იდეები უკვდავია… დიახ, უკვდავია დღესაც. განა უკვდავია არაა მისი ნათქვამი, რომ ყოველ დღეს შენს თავს ჰკითხო, ვის რა არგე.

6ab84a730438

7a629283ccd2

ილიას მეუღლემ შეიცოდა ილიას მკვლელები. ილიაც ხომ ამას გვასწავლიდა. იგი წინააღმდეგი იყო ყოველგვარი ძალადობის. მის აზრით ადამიანის გამოსწორება არ შეიძლებოდა ძალადობით. კიდევ ვიტყვი, ილია გენიოსი იყო. გენია კი ფენიქსს ჰგავს. მას ვერ ჩაკლავ, რადგან როგორც ფენიქსი ფერფლიდან ისიც აღდგება. იგი დაუფასებელი არასდროს რჩება….

მსგავსი ამბები

Back to top button