საკითხავისასარგებლო

აზარტომანია

5718e3295803

ფსიქოლოგია არის მეცნიერება რომელიც ადამიანის პიროვნებას, მის ფსიქიკურ კანონზომიერებებს, ქცევას შეისწავლის. მოკლედ, იგი მრავლისმომცველი ტერმინია. მას კი ფსიქოლოგები შეისწავლიან, ალბათ ეს ყოველი თქვენგანისთვის მისახვედრია. ფსიქოლოგის დახმარება იმ ადამიანს სჭირდება, რომელსაც ერღვევა სწორედ ეს ფსიქიკური კანონზომიერებები და იქცევა სხვებისაგან განსხვავებულად, მისთვის გარემო უცხოვდება, ისევე, როგორც ადამიანები და მისთ. ამ შემთხვევაში კი მინდა ვილაპარაკო აზარტომანიაზე და აზარტომანებზე. საერთოდ “მანია” ნიშნავს რაიმეთი ძლიერ გატაცებას, ეს გატაცება შეიძლება ავადმყოფურიც კი იყოს. ერთი შეხედვით, გატაცება, რაიმეს ძლიერ სიყვარული დაავადება არ არის. თუმცა ეს იმ საგანზეა დამოკიდებული. თუ კი ეს მანია აზიანებს ადამიანის ნერვულ ან სხვა ორგანოთა სისტემას, იგი რა თქმა უნდა ავადმყოფობად ითვლება.

ed44274f0d5a

თავად აზარტი არის რაიმეს გატაცებით სიყვარული, თავგატაცებით. მაგალითად, ფულის, ნადირობის და მისთ. თუ ადამიანი ამით ხანდახან კავდება, ამით მას არაფერი დაუშავდება.მაგრამ როცა პიროვნება გრძნობს “წყურვილს”, რომ კიდევ და კიდევ ითამაშოს, ეს უკვე ნერვული სისტემის დარღვევაა. აზარტომანები ამ საქმიანობით იღებენ იმ სიამოვნებას, რასაც ჩვენ ვღებულობთ ჭამით, წყლის სმით… და მათთვის ეს საქმიანობა ხდება შემცვლელი იმ ყოველდღიურობისა, რომელიც ასე მნიშვნელოვანია. ის, ასე ვთქვათ, ზის ნაჭუჭში უზრუნველყოფილი, მისი აზრით, ყველაფრით. მას აზარტი დიდ სიამოვნებას ანიჭებს, თუმცა მის ორგანიზმზე უარყოფით გავლენას ახდენს. ასეთმა ადამიანმა შეიძლება ჩაიდინოს ისეთი სერიოზული შეცდომა, როგორიცაა ოჯახის დანგრევა, სახლის გაყიდვა, თვითმკვლელობა.
9458812b5aac

თუ შეადარებთ, რომელი უფრო განკურნებადია, ნარკომანია,თუ სხვა ასეთი სახის მანია, ან აზარტომანია, მაშინ მიხვდებით რომ ნარკომანიის დაძლევა უფრო მარტივია. თუმცა აზარტომანიაც იკურნება, იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი აღიარებს იმას, რომ დაავადებულია და მიაკითხავს ფსიქიატრს ან სხვა რომელიმე სპეციალისტს, რომელიც მას დახმარებას გაუწევს.
657279d39bda
88faf384b969
6ceefcd04a64

აზარტომანია არის 21-ე საუკუნის დაავადება, რომელიც კაცობრიობის პრობლემად იქცა. აზარტომანიის დასამარცხებლად, ისევე, როგორც სხვა ფსიქოლოგიური დაავადების დასამარცხებლად საჭიროა მხოლოდ ნებისყოფა და სურვილი, რომ შეიცვალოთ. იცოდეთ, აზარტომანები იღებენ რა სიამოვნებას, ამით აზიანებენ სიამოვნების ცენტრს. იცით ალბათ, სიამოვნების ჰორმონია ენდორფინი, რომელიც გამოიყოფა სხვადასხვა სიტუაციებში. სხვათა შორის სიკვდილის დროს, ეს ადამიანს სიკვდილს უადვილებს. შესაბამისად ენდორფინის გამოყოფაც შეიძლება დაზიანდეს. იგი აღარ გამოიყოს და ადამიანს დეპრესია დაემართოს. ამიტომ შესაძლოა აზარტომანიამ სიკვდილამდეც კი მიიყვანოს ადამიანი. ასე რომ, სიამოვნებაში და აზარტშიც ზომაა საჭირო.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close