არქივი

“ელექტრონული ანგელოზები”

VERICHIP

პეტერბურგელი მშობლები გამოვიდნენ ინიციატივით – ისინი საკუთარი შვილების სხეულში ჩიპების ჩანერგვას ითხოვენ, რათა ყოველთვის იცოდენ მათი ადგილსამყოფელის შესახებ. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ინტერნეტ – გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ მშობლების უმრავლესობა ეთანხმება ამ ინიციატივას , განსაკუთრებით კი პეტერბურგის ოლქში ბავშვების დაკარგვის გახმაურებული ამბის შემდეგ.

მაგალითად, პეტერბურგის ერთ-ერთი მცხოვრები ლადმილა რეჩეტინსკაია ცდილობს ფეხი აუწყოს ტექნიკურ პროგრესს. როგორც იგი ამბობს , მისთვის ბავშვების უსაფრთხოება პირველ ადგილზეა. იგი ორი მცირეწლოვანი შვილის დედაა და სურს, რომ მათზე კონტროლი სრულიად მიადოს მიკრო ჩიპებს. იგი თავს იმართლებს იმით რომ , ბავშვები იმდენად საშინი და მოსაფრთხილებელნი არიან , რომ ყურადღების ოდნავ მოდუნებაც არ შეიძლება.- მთელი ცხოვრება ხელ ჩაკიდებული ხომ ვერ ვატარებ? – ამბობს ნოვატორი დედა და მაგალითად მოჰყავს აშშ, სადაც ადამიანების მასობრივი ჩიპიზაცია უკვე ბოლო ექვსი წელია მიმდინარეობს.

666 mark of the beast

მიკრო ჩიპების მომხმარებელნი იმდენად გაკადნიერდნენ, რომ იმპლანტანტებს “ელექტრონულ ანგელოზებსაც ” კი უწოდებენ. ალბათ ისიც სიმბოლურია, რომ მიკრო ჩიპი კანქვეშ 6 მილიმეტრის სიღრმეზე შეჰყავთ.
როგორც ცნობილია, ბრინჯის მარცვლის ხელა ჩიპი , რომელიც შეიცავს ადამიანის პერსონალურ მონაცემებს, ჯენმრთელობისა და ასევე მისი ადგილ სამყოფელის ინფორმაციას, შეჰყავთ ადამიანის კანქვეშ. ფანტასტიური ჟანრის ფილმებში უკვე მომრავლდა სიუჟეტები ამ თემაზე. თავად ფანტასტი მწერლები თვლიან . რომ ეს კაცობრიობის ხვალინდელი დღეა, თუმცა ის დღე არც ისე შორსაა.

როგორც ცნობილია, ჩიპი ჩაანაცვლებს პასპორტს, სამედიცინო ბარათსა და ნაღდ ფულს, თუმცა ეს კაცობრიობისთვის სასიკეთო არ ინება, რადგან ეს ტოტალური კონტროლის მექანიზმებია. ისინი მიზნად ისახავს მთელი კაცობრიობის ზომბებადგარდაქმნას. ამ ნოვაციის გასამართლებლად არგუმენტებად მოჰყავთ ვითომ კორუფციაზე და კრიმინალზე გამარჯვების მიზანი, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს მაინც იქნება მართვადი , ყოველმხრივ კონტროლირებადი, თავისუფლება აყრილისაზოგადოება, რაც მხოლოდ საყოველთაო დიქტატურის დამყარების მსურველებს აწყობთ.
ალბათ ამ თემაზე ყველას გსმენია თ და ყველამ იცით მაგრამ ეს პოსტი მათთვისაა ვისაც ამაზე ჯერაც არფერი სმენიათ , ჩემს გარშემო კი ისინი საკმაოდ ბევრნი არიან.

82502fc861a0

LUPUS

lupus non mordet lupum

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button