უცნაური

“შეპყრობილი” სასწავლებლები

o6782

ვაგრძელებ მისტიური ამბების თხრობას და ამჯერად წარმოგიდგენთ უმაღლეს სასწავლებლებს, რომლებსაც ჩვენი იმქვეყნიური მეგობრები სტუმრობენ ხოლმე. ადამიანთა უმრავლესობისთვის სტუდენტობის დრო გასართობ და მხიარულ პერიოდთან ასოცირდება, თუმცა ზოგჯერ ზებუნებრივი ძალების წყალობით ყველაფერი პირიქით ტრიალდება.

  • პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • v1m4a
    ყველაფერი დაიწყო 1969 წლის 28 ნოემბერს ბეტი არდსმას ისტორიით. სადღაც შუადღის 4:45-4:55 სთ დროის შუალედში ბიბლიოთეკაში ყოფნისას უცნობმა პირმა ბეტის გულში 8 სმ სიგრძის პირიანი დანა ჩაარტყა და გაიქცა. გოგონა წაიქცა, რამდენიმე წუთში კი თანამშრომლებმა შენიშნეს და დასახმარებლად მიცვივდნენ. 5:01 სთ-ზე სასწრაფოში დარეკეს, 5:19 სთ-ზე ის უკვე საავადმყოფოში იყო, სადაც ექიმებმა მალევე გარდაცვლილად გამოაცხადეს. ბეტის წითელი კაბა ეცვა, ამიტომ თავიდან ვერ შენიშნეს, რომ სისხლი სდიოდა. 41 წლის შემდეგაც მკვლელის ვინაობა უცნობია. ბეტის მოჩვენება რამდენჯერმე შენიშნეს ბიბლიოთეკის რიგებში. ერთი სტუდენტი კი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში იდგა იმ ადგილას, სადაც ბეტი მოკლეს და წიგნებს ათვალიერებდა, ღამე გააღვიძა შეგრძნებამ, რომ ვიღაც ახრჩობდა. მართლაც, სუნთქვა უჭირდა და ხმის ამოღებასაც ვერ ახერხებდა, მის გვერდით მწოლარე მეგობარსაც ვერ უხმო დასახმარებლად. ხოლო ჰელოუინის ღამეს კი ბეტი ყოველთვის ჩნდება იმ ადგილას, სადაც მოკლეს.

  • ბრედფორდის კოლეჯი
  • g9yna
    შენობაში უამრავი მოჩვენება დახეტიალობს, მათგან ერთ-ერთია ახალგაზრდა გოგონას ემის სული, რომელიც სიცოცხლეში აქ სწავლობდა, შემდეგ პროფესორ მღვდელთან ჰქონდა სასიყვარულო ურთიერთობა, რის შედეგადაც დაორსულდა და მიჩქმალვის მიზნით, მღვდელმა მოკლა ან თავი მოიკლა. გოგონასთან ერთად ხედავენ მღვდლის სულსაც. მეორე მსგავსი ისტორიაც მოხდა მოგვიანებით, სტუდენტი გოგონა დაორსულდა პროფესორისგან და დაემუქრა, რომ ადმინისტრაციას შეატყობინებდა ამ ამბავს. პროფესორმა, რეპუტაცია რომ არ შეელახა, მოკლა (ერთი ვერსიით, ორსულობისას, მეორე ვერსიით, ახალდაბადებულ ბავშვთან ერთად). ღამით ხშირად ისმის ჩურჩული, ზოგჯერ ყვირილიც, კედლებზე კი უცნაური გამოსახულებები ჩნდება. ხანდახან გოგონას სული ღიღინებს სიმღერას “Hush Little Baby”. კოლეჯს რამდენჯერმე ეწვივნენ მოჩვენებზე მონადირეები, რომლებმაც დაადასტურეს, რომ იქ მკვეთრად ნეგატიური ენერგიაა. შენობაში ასევე დახეტიალობენ პატარა ბიჭის სული, მოხუცი ქალის მოჩვენება, რომელიც უცხოელ სტუდენტებს ერჩოდა, და შუახნის მამაკაცის მუქი ფერის აჩრდილი, რომელიც აგრესიულობით გამოირჩევა. გასაკვირი არაა, რომ კოლეჯმა შეწყვიტა ფუნქციონირება, როგორც სასწავლო დაწესებულებამ.

  • ნოტრ დამის უნივერსიტეტი
  • am4z9
    სასწავლებელი, რომელიც 170 წელს ითვლის, გასაკვირი არაა, რომ სულების თავშეყრის ადგილია. წარსულში აქ სწავლობდა ჯორჯ გიპი, რომელიც საკმაოდ წარმატებული ფეხბურთელი იყო. 1920 წლის 14 დეკემბერს ღამით თავის საცხოვრებელ ტერიტორიას მიუახლოვდა და ნახა რომ მთავარი შესასვლელი ჩაკეტილი იყო. გადაწყვიტა, მეორე მხრიდან შესულიყო, რადგან ამ მხარეს კარებს უმეტესწილად ღიად ტოვებდნენ, მაგრამ სამწუხაროდ დაკეტილი აღმოჩნდა. ჯორჯი ჩამოჯდა, ზურგით მიეყუდა კარებს და ჩაეძინა. სიცივის გამო ფილტვების ანთება დაემართა, რომელიც მოგვიანებით გაურთულდა და მისი სიცოცხლე იმსხვერპლა. ჯორჯის სული დღესაც სტუმრობს უნივერსიტეტს და სტუდენტებს ზოგჯერ უჯიკებს, ზოგჯერ კი მეგობრულად უთათუნებს ხელს. მისი სამიზნეები ხშირად არიან სტუდენტები, რომლებიც გვიანობამდე რჩებიან ბიბლიოთეკებში. მისგან განსხვავებით, პატავატომელი ინდიელების სულები, რომლებიც წარსულში წმინდა იოსების მდინარის ნაპირებზე სახლობდნენ, აგრესიულები არიან. საქმე იმაშია, რომ შენობა აგებულია ინდიელების სამარხებზე, ამიტომ ხშირად უნახავთ ცხენზე ამხედრებული ინდიელების გამოსახულებები, რომლებიც კიბეებზე მოძრაობდნენ.

  • ჯორჯიის უნივერსიტეტი
  • jom9j
    წარსულში, სანამ უნივერსიტეტი აშენდებოდა, ამ ადგილას უამრავი მკვლელობა მოხდა ჯარისკაცების მიერ, ასევე თვითმკვლელობებიც, ამიტომ მისტიური ამბები ხშირია. განსაკუთრებით აქტიურია ანა ჰამილტონის სული, რომელიც შეესწრო მისი შეყვარებულის მკვლელობას და უყურებდა, როგორ ჩამარხეს საძირკველში, მოგვიანებით კი შენობა ააგეს. სტუდენტები ანასთან სპირიტიზმის დაფის მეშვეობით ამყარებენ კავშირს, თუმცა მკვლელობაზე რომ ჩამოუგდებენ სიტყვას, მაშინვე ქრება. ეცადეს, ანასთან დაკავშირებით რაიმე გაერკვიათ, მაგრამ მისი ნაცნობებიდან ცოცხალი ვერავინ მოიძიეს. ცარიელ კედლებში გოგონას ქვითინი ხშირად ისმის. ასევე აქტიურობს სიუზიც, რომელსაც ქორწილი ჩაეშალა და განაწყენებულმა ერთ-ერთ ოთახში თავი ჩამოიხრჩო. იმ ოთახთან გავლისას ხშირად ხედავენ სიუზის მოკაშკაშე გამოსახულებას, რომელიც ნაღვლიანად შესცქერის გამვლელებს. სტუდენტებს ხშირად შეუნიშნავთ, რომ კარები თავისით გაღებულა ან დახურულა, შუქი ანთებულა ან ჩამქრალა, წიგნები, სკამები და სხვადასხვა ნივთები თავისით გადაადგილდებიან. ერთ-ერთ ოთახში კი მაიორ ჩარლზ მორისის სული ჩნდება, რომელიც ძველ სავარძელში ჯდება და ირწევა, შემდეგ კი გამოდის და ჰოლში დახეტიალობს.

  • მონკლეარის უნივერსიტეტი
  • w37dn
    ნოტრ დამის მსგავსად, ეს უნივერსიტეტიც აგებულია ინდიელთა სამარხებზე. ამერიკელთა წინდაუხედაობის გამო ეს ადგილიც მოჩვენებების სანადირო ტერიტორიად იქცა. კარები და ფანჯრები ხშირად მოულოდნელად იხურება და იკეტება, სინათლე ქრება და ინთება. ცენტრალური გათბობის მაქსიმალურ ტემპერატურაზე ჩართვის დროსაც კი მთელს შენობაში სიცივე იგრძნობა. თავად გათბობაც ხშირად ითიშება გაურკვეველი მიზეზის გამო. სტუდენტებს ხშირად სრულიად უმიზეზოდ უცნაური შეგრძნება ან შიში ეუფლებათ. საერთო საცხოვრებელში მყოფებს ხშირად ეცხადებათ მე-19 საუკუნის კვალობაზე გამოწყობილი მამაკაცი, რომელიც მხოლოდ მათი გვარიანი დაშინებისა და აწიოკების შემდეგ ტოვებს იქაურობას. ვინც ერთ ოთახში ცხოვრობს, ხშირად გაურკვეველი მიზეზის გამო ერთმანეთს წაეკიდებიან და ჩხუბობენ ხოლმე. ახლომახლო ტყეებია, სადაც ასევე ხშირია მსგავსი მოვლენები, ჩნდებიან აჩრდილები. იქ მზის ჩასვლის შემდეგ ვერავინ ბედავს შესვლას ამოუცნობი ძალისადმი შიშის გამო..

  • დრიუს უნივერსიტეტი
  • tohqb
    ცოტა არ იყოს გასაკვირია, მაგრამ თეოლოგიური სასწავლებელიც შეიძლება იყოს სულების თავშეყრის ადგილი. ერთ-ერთია სტუდენტი ბიჭი, რომელმაც აქ ჩამოიხრჩო თავი. ის ნაცრისფერი ნისლის სახით ჩნდება ხოლმე. ასევე დასეირნობს როქსანა მიდ დროუს სული, რომელიც უნივერსიტეტის დამფუძნებლის ცოლი იყო. ერთხელ ერთ-ერთ დარბაზს ცეცხლი წაეკიდა და სახანძრო გამოიძახეს. ორი მეხანძრე თავგამოდებით ცდილობდა ალის ჩაქრობას, როცა უცებ დარბაზის შუაგულში ქალის ფიგურა შენიშნეს, მის გარშემო ცეცხლი გიზგიზებდა. მეხანძრეები მაშინვე მის გადასარჩენად გაეშურნენ, მაგრამ ქლამა მათ ირიბად შეხედა და მალე გაქრა. მეხანძრეების თქმით, ქალი მე-19 საუკუნის კვალობაზე იყო ჩაცმული, რამაც მათი გაოცება გამოიწვია. სამლოცველოში მარტო ყოფნისას სტუდენტებს ხშირად ესმით ვიღაცის სუნთქვა, როცა გარშემო არავინაა და არც ისეთი რამეა, რამაც შეიძლება მსგავსი ხმა გამოსცეს.

    ზი ენდ :mamao:

    მსგავსი ამბები

    Back to top button