ჩანის ტბა
ჩანის ტბა- დასავლეთ ციმბირის უდიდესი მარილიანი ტბა. ის ერთ-ერთი უდიდესი ტბაა მსოფლიოში და რუსეთში მესამეა ბაიკალის და ტაიმირის ტბების მერე. ჩანის ტბა მდებარეობს ნოვოსიბირსკის რაიონში ბარაბინის დაბლობზე. ტბა სიგრძეში 91 კილომეტრია, ხოლო სიგანეში- 88. მისი ფართობის ცვლადია და 1400 -იდან 2000 კვ.კმ-მდე მერყეობს. მისი სიღმე დაახლოებით 2 მეტრია, ყველაზე ღრმა წერტილი კი 7 მეტრის სიღმეში მდებარეობს.ტბის სანაპიროები საკმაოდ დაბალია , ამავდროულად ქვიშიანი და ტალახიანი. ზაფხულში მაქსიმალური ტემპერატურა ამ ადგილზე 28 გრადუსს აღწევს. ტბის მარილიანობა სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში უფრო მაღალია. ამ ადგილის არსებობის ძირითადი წყარო თოვლია, ასევე მდინარეები კარგატი და ჩულიმი. ამ ტბაში 16 სახეობის თევზს შეხვდებით: ვერცხლსიფერი კობრი, ქორჭილა, კობრი, ოქროსფგერი კობრი და სხვა. ეს ადგილი საკმაოდ პოპულარული ადგილია დასვენებისა და დროის სასიამოვნოდ გატარებისთვის კემეროვის, ომსკისა და ნოვოსიბირსკის მოსახლეობისთვის, ტბაზე დაახლოებით 70 პატარა კუნძულია, რომელტაგან უმსხვილესს Amelkina Mane ეწოდება. როგორც ზემოთ ავღნიშნე, ტბის წყალი მარილიანია და სასარგებლო ზეგავლენას ახდენს ადამიანის სხეულზე,მას აქვს დამაწყნარებელი ეფექტი, აუმჯობესებს განწყობას, ეხმარება ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებების და ტოქსინების გამოდევნაში.სამკურნალო ეფექტს იძლევა არა მარტო წყალი, არამედ ციმბირის ჰაერიც. ტბის წყალი იყინება ოქტომბრის პირველ ნახევარში.