გართობაკულტურა

47 რონინის შურისძიება

7af877b404b5

რონინი – სამურაი, რომელსაც ან დაკარგული აქვს კავშირი თავის კლანთან, ანდა კლანი დაჰკარგვია თავისი სიუზერენის გასამართელბისა თუ სიკვდილით დასჯის, მისი მამულების კონფისკაციის გამო.

ეს ეპიზოდი ბუსიდოს-ფეოდალიზმის ეპოქაში, იაპონელი სამხედრო წოდების სამურაების მორალისა და ქცევის სისტემის ერთ-ერთი მკაფიო გამოვლინებაა. ბუსიდოს ძირითადი საფუძველი იყო ერთგულება ბატონი ანუ სიუზერენისადმი, ვაჟკაცობა, სიკვდილის არადჩაგდება, ნებისყოფა. ერთგულება მოითხოვდა თვითმკვლელობას სიუზერენის სიკვდილის შემთხვევაში და შურისგებას, თუ ეს სიკვდილი ვინმეს ბრალი იყო. ორმოცდაშვიდი რონინის შურისგების ამბავი ასეთია: აკოს კლანის მეთაურს – დიდ ფეოდალს, ასანი ნაგანორის ცერემონმეისტერ კირ იოსინაკასთან ერთად, სიოგუნის კარზე იმპერატორის ელჩთა მიღება დაევალა. ნაკანორიმ უარი თქვა შეესრულებინა ეტიკეტის გათვალისწინებული ზოგიერთი საჭირო წესი, რის გამოც კირ იოსინაკამ საჯაროდ საყვედური უთხრა. ამაზე განრისხებულმა ნაგანორიმ ხმლით დაჭრა იგი, რის გამოც სიოგუნმაც ხარაკირით სიკვდილით დასჯა მიუსაჯა და 1701 წელს მამულებიც წაართვა.

ნაგანორის სამურაებმა, რომლებიც რონინები გახდნენ, დაიფიცეს, რომ შურს იძიებდნენ, მაგრამ რაკი იოსინაკამ დევნა დაუწყო მათ, ისინი სხვადასხვა მხარეს გაიფანტნენ და ამა თუ იმ სახით შეინიღბნენ. სამურაების მეთაური იოსი, სხვაგვარად კურანოსკე, კიოტოში ჩავიდა და უკიდურეს დროსტარებას მიეცა, თან დამცირებას იტანდა მრავალი სამურაისაგან, რომლებიც აღშფოთებულები იყვნენ შურისგების ფიცის ესოდენ აშკარა ღალატის გამო. სინამდვილეში კი კურანოსკეს საიდუმლო კავშირი ჰქონდა სამურაებთან. თითქმის 2 წლის შემდეგ, 1703 წლის 14 დეკემბერს, 47 სამურაი ოისი კურანოსკეს თავკაცობით, ღამით შეიჭრა კირ იოსინაკის ციხესიმაგრეში, მათ ამოხოცეს მთელი დაცვა, ხოლო იოსიმ თავისი ხელით თავი მოაჭრა იოსინაკას. ყველა სამურაიმ ერთად განვლო მთელი ედო, მივიდა სასაფლაოზე და თავიაანთი ბატონის საფლავზე დადო მტრის თავი, შემდეგ კი ხელისუფლებას ჩაბარდა.

სასამართლომდე ისინი თავდებით გადასცეს მსხვილ ფეოდალებს. თვით ოისი 16 სხვა სამურაისთან ერთად ხოსიკავა ცუნატოსის სახლში მოხვდნენ. მათ სიკვდილი მიესაჯათ და 1704 წლის 4 თებერვალს ხარაკირით დაასრულეს სიცოცხლე. (ხარაკირი არის მუცლის გაფატვრით თვითმკვლელობა. იგი მიღებული იყო იაპონელ სამურაებში, როგორც ტკივილის არადჩაგდების დამადასტურებელი და გამოიყენებოდა უმთავრესად სიუზერენის სიკვდილის დროს ანდა მაშინ თუკი ღირსება შეელახებოდათ).

ბრალდებულნი სიკვდილამდე და სიკვდილის შემდეგაც ყველა სამურაის დიდი თანაგრძნობით სარგებლობდნენ, რაკი ამ აქტში ბუსიდოს იდეალთა ხორცშესხმა მოხდა.

e6827d721178
641f2fa7561d

ბოლო სურათზე არის 47 რონინის საფლავი იაპონიაში

blogerlady

age: 14

მსგავსი ამბები

Back to top button