ეს ახალი ამბავი განსაკუთრებით ანდროიდის გულშემატკივრებს და სამსუნგის მფლობელებს გაუხარდებათ :) ჩინური კომპანია Goophone-ი აცხადებს, რომ მათ თავიანთი ტელეფონი Iphone 5-ის გარეგნობით დააპატენტეს დიდი ხნით ადრე ვიდრე “ვაშლი” გადაწყვეტდა ამის გაკეთებას.
Goophone-ი ჩვეულებრივი ჩინური კომპანიაა, რომელიც აკოპირებდა სხვადასხვა ცნობილი ბრენდების ტელეფონების დიზაინით, ამჯერად მათ დააკოპირეს Iphone 5, რომელიც შექმნეს ინტერნეტში გაპარული ორიგინალი Iphone 5-ის სურათების მიხედვით. შემდეგ მათ დააპატენტეს “თავიანთი” დიზაინი, რაც “ვაშლის” წარმომადგენლებს თავში აზრადაც არ მოსვლიათ, შესაბამისად Goophone-ში აცხადებენ, რომ ისინი უჩივლებენ Apple-ს იმ შემთხვევაში თუ Iphone 5 გაყიდვაში გავა ჩინეთის ტერიტორიაზე.
Goophone-ის I5-ის რელიზი იგეგმება ოქტომბერში, “ვაშლის” iphone 5-ის რელიზის შემდეგ, ის იმუშავებს ანდროიდზე და სავარაუდოდ ექნება შემდეგი მონაცემები:
პროცესორი Nvidia Tegra 3 Quad-Core 1.4 Ghz
ოპერატიული: 1 GB RAM
სივრცე: 16/32 GB
ეკრანი: Retina Display 4.0 – 1280 x 720 px
კამერა: 12 MP
სისტემა: Android 4.0.4 ICS – iOS თემით :D
როგორც ხედავთ მონაცემებით არ ჩამოუვარდება Iphone-ს მისი ჩინელი მეგობარი (თუ არ ჯობია კიდევ) და ვნახოთ რა განვითარებას ჰპოვებს გიგანტი კომპანიისა და პატარა ჩინური მწარმოებლის დაპირისპირება :)
ტელეფონი დეტალურად
GooPhone-ის ქარხანა