იახტა “ჰედონისტი”
მგონი მე ჩემი ოცნების იახტა ვიპოვე: კომპანია Art of Kinetik -ის მიერ დაპროექტებული 19მეტრიანი იახტა “ჰედონისტი” , რომელსაც წითელი ხე-მაკაგონისგან აქვს კორპუსი გაკეთებული, დიზაინიც ისეა შექმნილი, რომ არსებულ სიგლუვეში შეუძლებელია გადაბმის ადგილების, ან თუნდაც ერთი ჭანჭიკის შემჩნევაც კი. მას დამონტაჟებული აქვს Rolls Royce-ის რეაქტიული ძრავა და 74 კმ/სთ-ს ავითარებს ( 40 კვანძი).
კვანძი – სიჩქარის სისტემის გარეშე ერთეული, რომელიც ნავიგაციაში გამოიყენება. უდრის 1 საზღვაო მილს სთ–ში: 1კ.=1მილ/სთ =1,852 კმ/სთ=0,5144მ/წმ).. იახტა გამოირჩევა ელეგანტურობით, კომფორტით, თამამი დიზიანითა და თანამედროვე ტექნოლოგიებით.მის შესაქმნელად გაერთიანდნენ ყველაზე ცნობილი საზღვაო არქიტექტორები, დიზაინერები და ინჟინრები და როგორც ამბობენ, მათმა შრომამ ნაყოფი გამოიღო და მიიღეს სრულყოფილება. იახტა, ნამდვილად ლამაზია. იხილეთ ფოტოები …
თვალი გადაავლეთ ფოტოკოლაჟს, რომელიც სტუდია – Art of Kinetik–ის კოლექტივში შემავალი, ნიჭიერი სამხედრო–საზღვაო არქიტექტორებისა და ინჟინრების მიერ შექმნილი, იახტა – „Hedonist“–ის ამსახველი ფოტოებია: