ვიდეოებისაკითხავიუცნაური

Into the Wild მოგზაურის ისტორია რომელმაც ყველაფერზე უარი თქვა

Christopher McCandless იგივე Alexander Supertramp იყო ჩვეულებრივი ამერიკელი მოსწავლე რომელმაც ყოველგვარი აღჭურვილობისა და საჭმლის გარეშე გადაწყვიტა ალიასკაზე გამგზავრება იმის მიზნით რომ მარტოობაში გაეტარებინა გარკვეული პერიოდის განმავლობაში. ალექსანდერის მამა მუშაობდა ნასაში და მის ოჯახს არანაირო ფინანსური პრობლემები არ აწუხებდა . ის ბავშვობიდან გამოირჩეოდა თავისი მიზანდასახულობით. ალექსანდერმა 1990 წელს უნივერსიტეტი დაამთავრა ატლანტაში. ის უნივერსიტეტში დაეუფლა ანთროპოლოგიასა და ისტორიას, მიუხედავად მისი კარგი სწავლისა და ნიშნებისა ალექსანდრი ყოველთვის გამსჭვალული იყო პროტესტის გრძნობით ამერიკელების გადაჭარბებული მატერიალიზმის მიმართ

ატლანტის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, მან სრული დანაზოგი, ოცდაოთხი ათასი დოლარი, შესწირა საქველმოქმედო ორგანიზაციას და დაიწყო ხეტიალი „ალექსანდრე სუპერ-მაწანწალას“ (Alexander Supertramp) სახელით. კრისტოფერმა არიზონა, კალიფორნია და სამხრეთი დაკოტა მოიარა. მან კარგ სამსახურს უფულოდ, ადამიანებთან კონტაქტის გარეშე ცხოვრება არჩია.

მაკ-კენდლესი წლების განმავლობაში ოცნებობდა “ალიასკურ ოდისეაზე”, როცა ის ყოველგვარ ცივილიზაციას მოსწყდებოდა და აწარმოებდა დღიურს, სადაც ბუნების წიაღში ცხოვრებით მიღწეულ ინტელექტუალურსა და სულიერ პროგრესს აღწერდა.
ბოლო ადამიანი, ვინც ის ცოცხალი ნახა, ჯეიმს გალეინი იყო, რომელმაც იგი სტამპედამდის ბილიკამდე(Stampede Trail) მიიყვანა. გალიენი შეშფოთდა “ალექსის” გამო, რომელსაც ელემენტალური აღჭურვილობაც (მაგ.კომპასი) კი არ ჰქონდა თან.

ალასკაზე მაკ-კენდლესმა მიტოვებული ავტობუსი იპოვა, რომელიც მონადირეთა თავშესაფრის ფუნქციას ასრულებდა. მას ჰქონდა მხოლოდ 10 ფუნტი ბრინჯი, რემინგტონის ნახევრად-ავტომატური შაშხანა და წიგნი ადგილობრივ მცენარეთა სამყაროზე, ასევე რამდენიმე სხვა წიგნი და კარავი. კრისტოფერი ვარაუდობდა, რომ მცენარეული საკვებითა და ნადირობით გაიტანდა თავს.

მისი დღიური შეიცავს ჩანაწერებს, რომელთაც მაკ-კენდელსი 189 დღის განმავლობაში აკეთებდა. ივლისსში, ავტობუსში რამდენიმეთვიანი ცხოვრების შემდეგ, მან გადაწყვიტა დაბრუნებულიყო, მაგრამ უკან დასაბრუნებელი გზა მდინარე ტეკლანიკას ჩაეხერგა, რომელიც მნიშვნელოვნად ადიდებულიყო, ვიდრე აპრილში, ანუ მაშინ, როდესაც კრისტოფერი აქ მოვიდა. მან ვერ შეძლო მოკლე გზით მდინარეზე გადასვლა, რადგანაც, სამწუხაროდ, მას თან არ ჰქონდა დეტალური ტოპოგრაფიული რუკა. კრისტოფერს მხოლოდ გაზის სადგურზე ნაპოვნი ნაფლეთებად ქცეული საგზაო რუკა გააჩნდა, რომელიც არ შეიცავდა მისთვის საჭირო ინფორმაციას.

12 აგვისტოს მაკ-კენდლესმა თავის დღიურში, სახელად “მშვენიერი მოცვი”, უკანასკნელი ჩანაწერი გააკეთა. მან ბოლო გვერდი ამოხია ლუი ლ’ამორის მემუარიდან, რომელიც შეიცავს ციტატას რობენსონ ჯეფერსის პოემიდან, სახელად “ბრძენი ხალხი ცხოვრების მძიმე წუთებში”.გვერდის მეორე მხარეს კრისტოფერმა დაამატა: “მე ვიცხოვრე ბედნიერად და ამისთვის მადლობას ვწირავ ღმერთს. მშვიდობით, დაე ღმერთმა დაგლოცოთ ყველა!”

1992 წლის 6 სექტემბერს ორმა მოხეტიალე მოგზაურმა და ხარირმებზე მონადირეთა ჯგუფმა იპოვა ეს მინაწერი ავტობუსის კარზე: “S.O.S. მე თქვენი დახმარება მჭირდება. ცუდად ვგრძნობ თავს, სიკვდილის პირას ვარ და ზედმეტად სუსტად ვგრძნობ თავს იმისთვის, რომ აქედან გავაღწიო. სრულიად მარტო ვარ, ეს არაა ხუმრობა. ღვთის გულისათვის, გთხოვთ, მიშველეთ. გასული ვარ კენკრის შესაგროვებლად და დღეს საღამოს დავბრუნდები. მადლობთ, პატივისცემით, კრის მაკ-კენდლესი. აგვისტო?”

მისი გვამი იპოვეს საძილე ტომარაში, ავტობუსში, გარდაცვალების დღიდან ორი კვირის შემდეგ. კრისტოფერი სულ რაღაც 30 კილოგრამს იწონიდა. მისი გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი შიმშილით სიკვდილია.

იმ ადამიანებისაგან გასხვავებით, ვისაც დიდი სიმპატიები გააჩნია მაკ-კენდელსის მიმართ, ალასკას მცხოვრებლებს ნეგატიური დამოკიდებულება აქვთ მათდამი, ვინც მისი ბედის რომანტიზებას ცდილობს, კრისტოფერმა ხომ უარი თქვა მისთვის ისეთი აუცილებელი ნივთების თან წაღებაზე, როგორებიცაა კომპასი და რუკა. ოთხასი მეტრის მანძილზე იმ ადგილიდან, სადაც მაკ-კენდლესმა უშედეგოდ სცადა “გადაულახავ მდინარეზე” გადასვლა, იმდენად ადვილი იყო მეორე ნაპირზე გადასვლა, რომ ეს ახალნაოპერაციებმა ადამიანმაც კი შეძლო. კრისტოფერს რომ დეტალური რუკა ჰქონოდა, უპრობლემოდ გადარჩებოდა. ამასთანავე, მისი ავტობუსიდან რამდენიმე კილომეტრის მანძილზე გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისათვის საჭირო წამლებითა და ინსტრუმენტებით აღჭურვილი კაბინა იყო, რომელიც, ერთ-ერთი ცნობით, მანვე დაარბია ვანდალურად.

კრეკაუერის წიგნმა კრისტოფერ მაკ-კენდლესი ბევრის თვალში გმირად აქცია. 2002 წლიდან მიტოვებული ავტობუსი, სადაც კრისტოფერი ცხოვრობდა, გადაიქცა ტურისტებისათავის საყვარელ ადგილად.

ალექსანდერის დღიურის მიხედვით 2007 წელს შონ პენმა გადაიღო ფილმი Into the Wild რომელსაც მე ყველას გირჩევთ რო ნახოთ

წყარო:http://ka.wikipedia.org/wiki/კრისტოფერ_მაკ-კენდლესი

ამ ფილმის მუსიკის ავტორია ედი ვედერი რომლის მუსიკაც განსაკუთრებულ ეფექტს ძენს ფილმს

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close