არქივი

საინტერესო ფაქტები

article 0 070A6498000005DC

1. შვეიცარიაში საარმიო სამტრედო ფოსტა მხოლოდ რამდენიმე წლის წინ გაუქმდა.

2. პირველი მსოფლიო ომის ბოლოს ცნობილი ჩეხი მწერალი იაროსლავ ჰაშეკი ავსტრია-უნგრეტის არმიაში მსახურობდა. ერთხელაც ათიოდ რუს ჯარისკაცს გადაეყარა. მიხვდა, ძალები არათანაბარი რომ იყო და ტყვედ ჩაბარება გადაწყვიტა, მაგრამ ომმობეზრებულმა რუსებმა აიძულეს იქით დაეტყვევებინა ისინი. ასე რომ, ჰაშეკი ნაწილში ტყვეებითა და ჩაბარებული იარაღით დაბრუნდა.

3. ფრანკო-პრუსიის ომის დროს საფრანგეთის არმიის შეიარაღებაში ტყვიამფრქვევებიც იყო, მაგრამ ამ მძლავრი იარაღით არავის უსარგებლია, რადგან საიდუმლოს დაცვის მიზნით კონსტრუქტორებს ჯარებში
არ გაუგზავნიათ ტყვიამფრქევების გამოყენების ინლტრუქცია.

4. პირველი ავღანურ-ბრიტანული ომის დროს ბრიტანული საექსპედიციო ძალების სარდალს დანიშნეს ასთმითა და რევმატიზმით დაავადებული, ცალ ხელ-ფეხგაუქმებული 60 წლის გენერალ-მაიორი უვილიამ
ელფისტოუნი. ყველა ამ უბედურებასთან ერთად მას არც ცხენზე ჯდომა შეეძლო. გენერალ-მაიორი
საკაცით დაჰყავდათ. შედეგად, საექსპედიციო ძალების 16 000 კაცისგან გადარჩნენ მხოლოდ ერთი
ევროპელი და რამდენიმე ინდუსი.

5. დანიის მეფეს ნილსს, რომელიც 1104-1134 წლებში მეფობდა, ჰყავდა მსოფლიოში ოდესმე არსებული ყველაზე პატარა არმია, რომელიც მისი უახლოესი გარემოცვისგან შედგებოდა და 7 კაცს ითვლიდა.
ამ “არმიით” მართავდა მეფე ნილსი დანიას 30 წლის განმავლობაში, თანაც იმ დროს დანიის შემადგენლობაში შედიოდა შვედეთისა და ნორვეგიის დიდი ნაწილი და ჩრდილოეთ გერმანიის მონაკვეთი.

6. ბრაზილიაში ორმა დიდმოხელემ ვერ გაიყო კონტრაბანდული კუბური სიგარები. შედეგად, გაჩაღდა სამოქალაქო ომი, რომელიც 3.5 წელს გაგრძელდა.

7. ვიეტნამის ომში ერთ-ერთმა ამერიკულმა თVითმფრინავმა ისეთი რთული მანევრი შეასრულა, რომ თავისივე გაშვებული რაკეტის მსხვერპლი გახდა.

8. ამერიკელთა მონაცემებით, ოპერაცია “უდაბნოს ქარიშხლის” შემდგომი დაანგარიშებით, ერთ მოკლულ მოწინააღმდეგის ჯარისკაცზე დაიხარჯა 50 000 ტყვია.

9. მეორე მსოფლიო ომის დროს რიგითის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 2 თვეს შეადგენდა.

10. ბრიტანეთში მხოლოდ 1947 წელს გააუქმეს თანამდებოდა, რომელზეც დანიშნული პირის მოვალეობა იყო ნაპოლეონის ზღვიდან შემოტევის შემთხვევაში ქვემეხის გასროლით განგაშის ატეხა.

გაგრძელება იქნება!!!

მსგავსი ამბები

Back to top button