გართობაუცნაური

მილიარდერთა შვილები ქონების გარეშე ნაწილი 1

55926ddb3da1

ყველა მილიარდერს აქვს მისთვის დამახასიათებული განსაკუთრებული ახირება მაგალითად, ქვემოთ წარმოდგენილმა მდიდრებმა უცნაური განაჩენი გამოუტანეს თავიანთ შვილებს

ენდრიუ კარნეგი .

კაპიტალი: 298,3 მილიარდი დოლარი, ოდნავ ჩამორჩება ჯონ როკფელერს – კაპიტალი: 318 მილიარდი დოლარი

55926ddb3da1

მილიარდელმა კარნეგმა- „ამერიკული ფოლადის მამამ“ თავისი კაპიტალის უდიდესი ნაწილი ფოლადის დამუშავებისა და წარმოების ხარჯზე გამოიმუშავა, 1901 წელს მრეწველმა ენდრიუმ გაყიდა აშშ. ფოლადი 492 მილიონ დოლარად, რომელიც დღევანდელი სტანდარტებით შეადგენს დაახლოებით $ 12,4 მილიარდ დოლარს.მის საფლავზე კი აწერია: „აქ განისვენებს ადამიანი, რომელსაც შეეძლო ირგვლივ თავისზე ჭკვიანი ადამიანები შემოეკრიბა“. მე ვფიქრობ და ალბათ ბევრი დამეთანხმება, რომ ზუსტად ამ სიტყვებში იმალება მისი ნამდვილი წარმატების საიდუმლოება“. მართალია, ენდრიუ კარნეგი შვილს ბავშვობიდანვე მემკვიდრედ ამზადებდა, მაგრამ მერე უმიზეზოდ შეცვალა თავისი აზრი. მისი ქალიშვილის მარგარეტის მემკვიდრეობა შეადგენდა მამის ქონების არანაკლებ 10 პროცენტს. ენდრიუმ ეკლესიებს აჩუქა დიდი თანხები, ასევე 7689 ორღანი (საეკლესიო მუსიკალური საკრავი), მან 2811 საჯარო ბიბლიოთეკა გახსნა, ააშენა “კარნეგი-ჰოლი” ნიუ-იორკში, შექმნა კარნეგის ინსტიტუტი ვაშინგტონში, დააარსა კარნეგის ფონდი 125 მილიონიანი საწყისი კაპიტალით. ეს გახლდათ პირველი თანამედროვე საქველმოქმედო ფონდი. კომპანია “ფოლადის ტრესტის” დამაარსებელი შოტლანდიელი ენდრიუ კარნეგი, საკუთარი “სიმდიდრის სახარების” წყალობით, მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი და ყველაზე სახელგანთქმული ქველმოქმედი გახდა. ერთხელ, „ფოლადის მამამ“ – ენდრიუმ ქალაქ ლენოქსის ( მასაჩუსეტსის შტატში) ჟურნალისტის და კინოდრამატურგის დაჟინებული თხოვნით, რომ ინტერვიუ მიეცამასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გამოსაქვეყნებლად, ათანხმობა მისცა და მხოლოდ 2 წინადადება უთხრა და მანქანაში ჩაჯდა:„ ადამიანი, რომელიც მდიდარი კვდება, კვდება შერცხვენილი!“. ენდრიუ კარნეგი დიდად ნაკითხი იყო და მოიშველა ამონარიდი ბიბლიიდან,რომელსაც ყოველთვის უმეორებდა თავის ქალიშვილს,მარგარეტს: „შვილო, იცოდე ჩემგან: აქლემისათვის უფრო ადვილია ნემსის ყუნწში შეღწევა, ვიდრე მდიდარი ადამიანისათვის სამოთხეში მოხვედერა „

1908 წელს მეფე ედუარდმა მას ბრიტანეთის ლორდის ტიტული შეთავაზა, კარნეგმა ასეთ პატივზე უარი განაცხადა, სხვაგვარად მას ამერიკის მოქალაქეობის დათმობა მოუწევდა. ენდრიუ კარნეგი, როკფელერთან ერთად, იმ დროის უმსხვილესი ფილანტროპი გახლდათ . მოგვიანებით იგი თავის ცნობილ ესსეში The Gospel of Wealth აღნიშნავდა, რომ სიმდიდრე უნდა განაწილდეს სხვა ადამიანების კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად და ამ გზით მოხდეს საზოგადოების გამდიდრებაც. ენდრიუ კარნეგი საკუთარი სიტყვების ერთგული აღმოჩნდა და მან თავისი ქონების 90 პროცენტი ქველმოქმედებაში დახარჯა.

იუჯინ ლანგი.

იუჯინ ლანგი და თავისი შვილი სტივენსონი ლანგი ფონდის ფესტივალზე

69779d09ca16

იუჯინ ლანგი „მე მაქვს ოცნება“-ამ ფონდის სპონსორი და ეხმარებოდა დიდი რაოდენობით ღარიბ ბავშვებს მთელს მსოფლიოში მიეღოთ განათლება. მისი შვილების სწავლა-განათლება ასევე დაფინანსებული იყო ფონდის მიერ. ეს არის ერთადერთი, რაც ლენგმა მისცა თავის შვილებს. კოლეჯის დამთავრების შემდეგ, მან მისცა „ნომინალური თანხა“ და იმ მომენტიდან მათ თვითონვე უნდა გაეკვლიათ გზა ამ დაუნდობელ ცხოვრებში. ლენგმა, რომელმაც დააგროვა 500 მილიონი დოლარი, განაცხადა საქვეყნოდ, რომ მისი შვილები ვერაფერს მიიღებენ მისი სიკვდილის მერე. მიზეზი? როგორც თვითონ ამბობს: „ მემკვიდრეობა აქარწყლებს ახალგაზრდების მოტივაციას, მოტივაცია, ხომ ეს არის- ჩვენს ორგანიზმში „ჩადგმული“ ახალი ძრავი, ესაა მუხტი, რომელიც არ გვასვენებს , სანამ არ ავმოქმედდებით; მას სურდა, რომ შვილებს ცხოვრებაში გაეკეთებინათ რაიმე უკეთესი! მე მინდა მივცე ჩემს შვილებს ეს უზარმაზარი სიამოვნება. იმედია ერთხელაც იქნება და დამიფასებენ ..“

დუნკან ბენათაინი

a63213cd8f6f

შოტლანდიელი მაგნატი დუნკან ბენათაინი ტელეშოუს „დრაკონების ბუნაგი“ ვარსკვლავია. მან ჩამოართვა ქალიშვილს მემკვიდრეობა, როცა წაასწრო სიგარეტზე. მილიონერს აქვს აკრძალვების მთელი სია ; მისმა ქალიშვილმა პასუხი უნდა აგოს თავისი ქცევისათვის. მხოლოდ ქცევის გაუცნობიერებლობა ათავისუფლებს ადამიანს ზნეობრივი პასუხისმგებლობისაგან. „ თუ მათ უნდათ მოწევა სიგარეტის – შეუძლიათ მოწიონ, მაგრამ ვერ მიიღებენ მემკვიდრეობის თავიანთ წილს; გაითვალიწინონ, რომ სიგარეტშია ბუტანი, კადმიუმი, ნიკოტინი, ამონიუმი და სხვ. თვითმკვლელობის ნივთიერებები“ . მაგნატი ბენათაინი ნატრულობს ჩინეთში ცხოვრებას, სადაც აკრძალულია მოწევა დახურულ სივრჩეებში. ამასთანავე დუკან ბენათაინი თავისი ქონების დიდ ნაწილს ხარჯავს ქველმოქმედებაში, და გასაკვირი არ არის, დაარსა „მოწევაზე უარის დღე“

blogerlady

age: 14

მსგავსი ამბები

Back to top button