პარიზი – ჩემი ოცნების ქალაქი
მსოფლიოში ბევრი მშვენიერი ადგილია. ისინი აღსავსეა სილამაზითა და საიდუმლოებით, გაჟღენთილია რომანტიკით და პათეტიკით. ქალაქი, სადაც ვიცხოვრებდი და ვიმოღვაწევებდი, პარიზია. პარიზი გამოირჩევა თავისი ინდივიდუალობით და სილამაზით. ასეთი ადგილი მსოფლიოში არ არსებობს. აქ იქმნება სილამაზე, მუსიკა, ხელოვნება, მოდა…
ყველაზე ცნობილი პარიზის ღირსშესანიშნაობებს შორის ეიფელის კოშკია. მასში მიმზიდველია თავად კონსტრუქცია. ფერები, რომლებიც ეიფელის კოშკზეა ღამით, მნახველზე განუზომელ შთაბეჭდილებას ახდენს. ეს 300 მეტრი სიმაღლის კოშკი, რომელსაც სახელი გუსტავ ეიფელის საპატივსაცემოდ დაერქვა, საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიმბოლოა.
პარიზი ცნობილია არამარტო ეიფელის კოშკით, არამედ ლუვრის მუზეიმითაც. იგი ინახავს შესანიშნავ ქმნელებებს, რომლებიც გენიოს მხატვართა ფუნჯებს ეკუთვნიან. მუზეუმი მდებარეობს მდინარე სენასა რუ-დე-რივოლის შორის.
თუმცა ნაგებობების და ისტორიის, სილამაზის გარდა, საფრანგეთს, ასევე პარიზს გააჩნია სხვა მიმზიდველობაც. ფრანგული სუფრა ყველასგან გამორჩეულია. უგემრიელესი კროასანები, ლოკოკინები…. ყველი, საფრანგეთში ძალიან ბევრი სახეობის ყველი არსებობს. სასიამოვნოა პარიზის კაფეებში სადილი, რომლებიც ღია ცისქვეშ არიან განლაგებულნი.
სიამოვნებით ვიცხოვრებდი პარიზში. მექნებოდა საკუთარი სახელოსნო, ვიცხოვრებდი შატოში- მდიდრულ სახლში; ჩემს ნამუშევრებს ეიფელის კოშკში გამოვფენდი და მეცოდინებოდა, რომ მე და ჩემს შემოქმედებას დააფასებდნენ და ეყვარებოდათ. ჯერჯერობით ოცნება ოცნებად რჩება, თუმცა მაინც მაქვს იმედი,რომ ეიფელის კოშკიდან მზის ჩასვლის ცქერით ერთხელ მაინც დავტკბები, როცა ჩემს თვალწინ გაიღვიძებს სინათლის ქალაქი.