გართობა

აბსენტის დამზადება სახლში

ef1c8332d49e

ამ პოსტში გასწავლით აბსენტის დამზადებას სახლში…

სახლში აბსენტის დამზადება არც ისე რთულია, აბსენტის დამზადება ღვინითაც შეიძლება და სპირტითაც.

პირველი რეცეპტი

მასალა: 1 ბოთლი არაყი, 2 ჩ.კ. (ჩაის კოვზი) მშრალი დაფშვნილი აბზინდა, 2 ჩ.კ ანისულის თესლი, 1/2 ჩ.კ. კამა, 1/2 ჩ.კ. ქინძის თესლი, 2 ჩ.კ. ანგელოზას დაფხვნილი ფესვი, 2/3 ფინჯანი შაქრის სიროფი.
მომზადების წესი: არაყი ისეთ ჭურჭელში ჩაასხით, რომელსაც თავი მჭიდროდ ეხურება. ჭურჭელში ჩაყარეთ დაფშვნილი აბზინდა. 48 საათში გაფილტრეთ, დანარჩენი მასალა ქვასანაყში დანაყეთ და დაამატეთ. ნაყენი თბილ ადგილას ერთი კვირა გააჩერეთ. გაფილტრეთ და დატკბით.

მეორე რეცეპტი

ეს რეცეპტი უფრო სასიამოვნოა, რადგან ნაკლებად მწარე მიიღება.

მასალა: 1 ბოთლი არაყი, 1 ჩ.ჭ. დაქუცმაცებული აბზინდა, 2 ჩ.კ. დაქუცმაცებული პიტნა, 1 ნაჭერი ლიმონის კანი, ნახევარი ფინჯანი შაქრის სიროფი.
მომზადების წესი: აბზინდა არაყში ჩაყარეთ, შეანჯღრიეთ. მჭიდროდთავდახურულ ჭურჭელში 48 საათი გააჩერეთ. შემდეგ გაფილტრეთ. დაამატეთ პიტნა და ლიმონის ცედრა. თბილ ადგილში გააჩერეთ. 8 დღის შემდეგ გაფილტრეთ და შაქრის სიროფი დაამატეთ.

მესამე რეცეპტი – აბსენტის ღვინო

მასალა: 2 ბოთლი პორტვეინი, 2 ჩ.კ. პიტნა, 2 ჩ.კ. აბზინდა, 2 ჩ.კ. ლავანდი, 2 ს.კ. სალბი
მომზადების წესი დაფხვნილი გამხმარი მცენარეები პორტვეინში შაყარეთ, შეანჯღრიეთ. ერთი კვირის შემდეგ გაფილტრეთ და ბოთლებში გადაასხით.

როდესაც პოლ გოგენს აბსენტის სმა აუკრძალეს, ტაიტიზე სხვა სასმელს ამზადებდა და ამბობდა, რაღაცით აბსენტს მაგონებსო. სასმლის შემადგენლობა კი ასეთი იყო: 2,5 წილი არატი, 1 წილი ლიქიორი კურასაო, 1 წილი გაგრის ლიქიორი, 4 წილი ანანასის წვენი, 4 წილი ფორთოხლის წვენი.

შეზავებული აბსენტი კოქტეილივით უნდა დალიოთ 10-20 წუთის განმავლობაში.

და ბოლოს, აბსენტის სმა საქართველოს კანონმდებლობით შეიძლება.

Mozika

Nothing interesting

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button