ზამთრის ძილის მერე პოლარული დათვები გამოდიან ბუნაგებიდან
ეს საოცარი სურათები ეკუთვნის ფოტოგრაფ სტივ ბლუმს, რომელმაც დიდი ხანი გაატარა ნორვეგიისა და კანადის პოლარულ რეგიონებში. სტივ ბლუმი თვალყურს ადევნებდა არქტიკული ფაუნის წარმომადგენლებს-პოლარულ, თეთრ დათვებს, რომელთა ლათინური დასახელება ნიშნავს „ზღვის დათვს“.
მათ სხეული დაფარული აქვთ თეთრი ან ღია ყვითელი გრძელი ბალნით, იმისათვის რომ შეერწყან თოვლიან გარემოს. გთავაზობთ შევხედოთ ამ ლამაზი ცხოველების ფოტოებს, რომლებიც გამოდიან თავიანთი ბუნაგებიდან ზამთრის ძილის მერე.
1. სურათზე ჩანს თეთრი (მდედრი) დათვი თავის ბელებთან ერთად კანადაში.
ყოველ 2 წელიწადში ერთხელ შობს 1 ან 2 ბელს, იშვიათად 3 ბელს; აქ კი ვხედავთ დედას 3 ბელთან ერთად. მამრი პოლარული დათვი არასოდეს ეძლევა ზამთრის ძილს.
2. ყოველ ზამთარს მაკე მდედრი პოლარული დათვი თხრის ბუნაგს თოვლის გროვაში, წყალთან ახლოს, სადაც იბადება 2 ბელი, მაგრამ გამონაკლისის შემთხვევაში შეიძლება 4-იც კი დაბადოს. სავარაუდოდ, პატარა ბელები დეკემბერ-იანვარში იბადებიან და ბუნაგიდან, დაახლოებით, 3 -4 თვის შემდეგ გამოდიან. კომფორტული ბუნაგი თოვლში, დედის რბილი მხარი და მკვებავი ცხიმიანი რძე – ყველაფერი ეს ბელებს აძლევს საშუალებას იყვნენ თბილ გარემოში და სწრაფად განვითარდნენ. მარტში ან აპრილში დათუნიები ტოვებენ ბუნაგს, დედის თანხლებით.
3. ბუნაგიდან პირველი გამოსვლის მერე, მდედრი დათვი და მისი ბელები აწყობენ მხოლოდ ხანმოკლე გასეირნებას- ეს საჭიროა იმისათვის, რომ ჩვილი დათვები შეეგუონ და მიეჩვიონ დაბალ ტემპერატურას. შემდეგ კი ოჯახი სამუდამოდ ტოვებს ბუნაგს და მიემართებიან ზღვისკენ. აქ, ყინულებზე დედა თეთრი დათვი ასწავლის თავის შვილებს, თუ როგორ იშოვონ საკვები, ასწავლის ცურვას და (იმას, თუ) თავი როგორ გადაირჩინონ ცივ კლიმატურ პირობებში.
სურათზე ჩანს პოლარული დათვი, რომელიც თვალყურს ადევნებს ბელების თამაშს კანადის თოვლიან ტყეში.
4. ოჯახი ერთად ატარებს დაახლოებით 2 წელს; ხოლო შემდეგ შორდებიან ერთმანეთს. მთელი ციკლი იწყება ისევ თავიდან… ფოტოზე: პოლარული დათვების ორი ოჯახი, კანადა.
5. სტივ ბლუმის სიტყვების მიხედვით, თეთრი დათვის ფოტოსურათის გადაღება ადვილი არ არის და ყველაფერი დამოკიდებულია თქვენს იღბალზე და აგრეთვე მონდომებაზეც. იღბალი თუ მონდომება? მე ფიქრობ, რომ ალბათ ორივე თუმცა შესაბამისი წინაპირობით. რა თქმა უნდა, არსებობს ისეთი შემთხვევები, როდესაც ადამიანებს უსაზღვროდ უმართლებთ, თუმცა ეს იშვიათობაა.თქვენ წარმოგიდგენიათ ცხოვრება ჩვენს პლანეტაზე თეთრი დათვების გარეშე? როგორც ჩანს წარმოუდგენელია, მაგრამ რა თქმა უნდა, არქტიკული ყინული, რომელზეც პოლარული დათვები ცხოვრების უმეტეს ნაწილს ატარებენ, სწრაფად დნება. არქტიკული ყინულის ლღობით წარმოქმნილი ჭარბი წყალი ზღვის დონეს 7 მეტრით აწევს, რაც, ერთი მხრივ, ჩაძირავს ბევრ კუნძულსა და სანაპიროს, მეორე მხრივ კი მნიშვნელოვნად შეცვლის ოკეანის დინებებს. გაიზრდება ნალექების რაოდენობა, ზამთარი უფრო ცივი იქნება, ზაფხული კი უფრო ცხელი. იაპონიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დედამიწის ღერძი 10 სანტიმეტრით ადაიხარა. დედამიწის 10 სანტიმეტრით გადახრას კიდევ ერთი პრობლემა მოჰყვა, ჩრდილოეთ პოლუსი მზისკენ გადაიხარა და ახლა უფრო დაჩქარდება ყინულების დნობა. ძალიან მალე, ეს შეიძლება კატასტროფა იყოს ამ მართლაც-და საოცარი ცხოველისათვის.
6. თეთრი დათვი სწორედ ის ცხოველია , რომელთა გადარჩენაც და შენარჩუნებაც მოხერხდა “დაცვის“ პროგრამის წყალობით. ფოტოზე გამოსახულია პოლარული დათვი, რომელიც იფხანს მკერდს (კანადა).
7. სინაზის გამოვლინება-პოლარულ დათვებში (კანადა)
8. პატარა თეთრ დათვს მაგრად აქვს ხელი მოხვეული არყის ხეზე, კანადა.
9. არქტიკული არქიპელაგი შპიცბერგენი, ნორვეგია. პოლარული დათვები ერთობიან.
10. პოლარული მდედრი დათვი თავის ბელთან ერთად ვეშაპის ჩოჩხთან, ნორვეგია. თეთრი დათვი საუკეთესო მცურავი და მყვინთავია, მის ძირითად საკვებს სელაპები წარმოადგენენ , აგრეთვე ფრინველები და თევზი.
11. თეთრი დათვის თათები, კანადა. პოლარული დათვის თათები დაფარულია მუქი მოყვითალო , ხშირი ბალნით.
12. მამრი თეთრი დათვი მზერით ტკბება თავისი ანარეკლით წყალში .
13. ორი პოლარული დათვი ჩახუტებულები. შპიცბერგენი, ნორვეგია.
14. სახუმარო პაექრობა ორ მამრ თეთრ დათვს შორის.
15. პოლარული დათვი თბება მზეზე, კანადა.