გასართობისაკითხავისასარგებლო

ის, რაც სჯობდა სკოლაშივე გვესწავლა


თუ დაკვირვებიხართ, ნებისმიერ აღმზრდელობით დაწესებულებაში მთელი აქცენტი თეორიაზე კეთდება და არსად არაა ცალკე საგანი, რომელიც ცხოვრებას, წარმატების მიღწევას, ან ბედნიერებას გასწავლის. უფრო მეტიც, ხშირად ვიზრდებით ისეთი წესებით, რომელთა დაცვაც პრობლემებს გვიჩენს წარმატების მიღწევაში და სულიერი სიმშვიდის მოპოვებაში…

  1. შეცდომები და წარუმატებლობები კარგია. ისინი საშუალებას გაძლევენ, შეიძინოთ ღირებული გამოცდილება, გაიგოთ ბევრი საინტერესო რამ და გახდეთ წარმატებული, რადგან ხშირად ცხოვრებაში წინსვლას ზუსტად მაშინ იწყებ, როდესაც გამონახავ ძალებს, წინ დაუდგე მარცხს და უიღბლობას. წარმატება დაჟინებას და პრინციპულობას მოყვება.
  2. ნუ ედრებით სხვებს. ამ დროს თქვენ საშუალებას აძლევთ გარემოს თქვენი თვითგანცდა აკონტროლოს. გუნება-განწყობილების ცვალებადობაც გარანტირებული იქნება. გაცილებით უფრო სასარგებლოა საკუთარ თავთან შედარება, რომ გაიგოთ, რამდენად წახვედით წინ, რა მიზნებს მიაღწიეთ, რამდენად გაიზარდეთ… შეიძლება არც ისე მაღალფარდოვნად ჟღერს, მაგრამ შინაგან სიმშვიდეს კი მოგიტანთ, გაგიძლიერებთ ნებისყოფას და გაგავსებთ დადებითი ემოციებით.
  3. ნუ აღიქვამთ ყველაფერს ასე სერიოზულად. გახსოვთ, როგორ ნერვიულობდით რამოდენიმე წლის წინ იმაზე, რაც ახლა სიცილად აღარ გყოფნით? ასევე იქნება წლების შემდეგ. თუ ზედმეტად სერიოზულად მიუდგებით საკუთარ ემოციებს და აზრებს, ეს მხოლოდ უსარგებლო განცდებს მოგიტანთ. გაგრილდით და მოდუნდით ხოლმე. თქვენი ხასიათიც საოცრად სასიამოვნო გახდება.
  4. წესი 80/20  (პარეტოს პრინციპი) – მთელი თქვენი შემოსავლის 80% მოაქვს თქვენი მოღვაწეობის 20%-ს. ანუ რასაც აკეთებთ, მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილია მიმართული საქმეზე. სინმადვილეში ბევრ უსარგებლოზე იხარჯება დრო.
  5. პარკინსონის წესი – თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ საჭირო რამ გაცილებით უფრო სწრაფად, ვიდრე გგონიათ. რაც უფრო მეტ დროს გამოყოფთ რაიმე საქმისთვის, მით უფრო მეტს დაკარგავთ.
  6. ჯგუფური ოპერაცია – მოსაწყენი და ერთფეროვანი საქმეების შესრულების ხერხია, როდესაც ერთი-მეორის მიყოლებით ასრულებთ დავალებებს, თითქმის შესვენებების გარეშე.
  7. ჯერ გაეცით, შემდეგ – მიიღეთ. ზუსტად ამ მონაცვლეობით, და არა პირიქით. მხოლოდ დროთა განმავლობაში მიიღებთ იმაზე მეტს, ვიდრე გაეცით.
  8. დაასწარით მოვლენების მსვლელობას, ნუ ელოდებით. ეს არა მხოლოდ გაგათავისუფლებთ ლოდინის ტანჯვისგან, არამედ სიამოვნებასაც მოგანიჭებთ – იგრძნობთ, რომ შეგიძლიათ მართოთ თქვენი ცხოვრება.
  9. ნუ იქნებით თქვენს მიმართ ძალიან მკაცრი. ეს აჩენს მხოლოდ შინაგან ტკივილს და გართმევთ ძვირფას დროს.
  10. დაამყარეთ კარგი კონტაქტები. მიუდექით ნებისმიერ შეხვედრას ისე, თითქოს იქ თქვენი საუკეთესო მეგობრები არიან. ურთიერთობასაც ზუსტად ამ განწყობით ააწყობთ. ალტერნატიული ვარიანტია, ბევრი ინერვიულოთ იმაზე, თუ როგორ ჩაივლის შეხვედრა. აირჩიეთ თქვენთვის სასურველი.
  11. გამოიყენეთ თქვენი ყურადღების კონცენტრირების უნარი და მიაპყარით ის იმას, რაც თქვენთვის მართლაც მნიშვნლოვანია.
  12. თვენი განწყობა ცვლის რეალობას. პესიმიზმი შეიძლება რეალიზმის ნიღბით იყოს ამოფარებული. მაგრამ ეს იმიტომ, რომ თქვენი ყურადღება ნეგატიურის აღქმაზეა კონცენტრირებული. თუ თქვენ გინდათ ყველაფერში დაინახოთ ცუდი, ყველაფერი მართლაც ცუდად იქნება. შეეცადეთ შეიცვალოთ ხედვა. სასიამოვნოდ გაოცებული დარჩებით.
  13. მადლიერება – ბედნიერების განცდის ერთ-ერთი კარგი საშუალებაა. ასევე ეს იძლევა სწორ მიზნებზე კონცენტრირების და გარშემომყოფებთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნების საშუალებას. და კიდევ – მადლიერების გამოხატვით სხვებსაც ანიჭებ სიხარულს და ბედნიერებას. ეს თავისთავად თქვენს კმაყოფილების გრძნობას კიდევ უფრო აძლიერებს. ემოციები გადამდები ბაქტერიებივითაა.
  14. თქვენი შიშების 80-90% არ უწერიათ ახდენა. ეს ურჩხულები მხოლოდ თქვენს თავში არსებობენ. და თუ რამე მაინც ხდება, ხშირად არც ისეთ მუქ ფერებში, როგორშიც ელოდებოდით და წარმოიდგენდით. შფოთვა დროის ფლანგვაა.

”Кредиты и финансы ру”

მიხვდით ალბათ, სკოლაში რომელი საგნების დამატებაზე მაქვს აქცენტი – იმათზე, რომლებიც ცხოვრებას ასწავლის. არანაირად არ ვცდილობ თეორიული საგნების უგულებელყოფას, რადგან მათი ცოდნის გარეშეც არ გამოდის ბევრი კარგი რამ ცხოვრებაში. მე ყოველთვის პატიოსანი მოწაფე ვიყავი (ან ვცდილობდი ვყოფილიყავი :) ) და ყოველდღიურად ვრწმუნდები ამის სარგებლობაში, მაგრამ ასევე ყოველდღიურად ვგრძნობ ,,ცხოვრების გაკვეთილების” დეფიციტს ძალიან ბევრ ჩემს გარშემომყოფთან. 

პატივისცემით, თიკა ევდეევი

წყარო: http://www.facebook.com/psychea.georgia

თეგები
Booking.com

psychea.georgia

Master of psychology

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close